თეგი: კელი დეგნანი

კელი დეგნანი: საზღვრის უფრო ეფექტიანად გაკონტროლების მიზნით, აშშ საქართველოს ერთგულად ეხმარება

აშშ ერთგულად ეხმარება საქართველოს იმ სისტემის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაში, რომლის მეშვეობითან ხდება ქვეყნის საზღვარზე ტვირთისა და საქონლის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა და დაამატა, რომ შედეგად საზღვარი უფრო ეფექტიანად გაკონტროლდება და ქვეყნისთვის მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოიტანს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook გვერდზე ავრცელებს. „საბაჟოს საერთაშორისო დღეს ამაზე უკეთ ვერ აღვნიშნავდით. გუშინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციისადმი. აშშ ერთგულად ეხმარება საქართველოს იმ სისტემის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაში, რომლის მეშვეობითან ხდება ქვეყნის საზღვარზე ტვირთისა და საქონლის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გაზიარება. შედეგად საზღვარი უფრო ეფექტიანად გაკონტროლდება და ქვეყნისთვის მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოიტან“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.   

კელი დეგნანი: ფოთის პორტი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს

"ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ იმყოფება აღნიშნულ ცერემონიაზე. ელჩმა აღნიშნა, რომ იგი 2020 წელს იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ნავსადგურის პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ძალიან მოხარულია, რომ დღეს ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე იმყოფება და საბოლოო შედეგს ხედავს. დეგნანმა დასძინა, რომ აღნიშნული ნამდვილად ეტაპობრივი მოვლენაა არა მარტო „პეის ჯგუფისათვის“, მთელი ქვეყნისთვის. „ძალიან მიხარია, რომ აშშ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან (DFC) ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან", - განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანი: ძალიან პოზიტიურია პოლარიზაციის შესამცირებლად ნებისმიერი ინიციატივა, ამის გაკეთებას ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ძალიან პოზიტიურია პოლარიზაციის შესამცირებლად ნებისმიერი ინიციატივა, რომ განკურნოს საზოგადოება, როგორც მესმის, ამის გაკეთებას ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეროვნული თანხმობის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას. დეგნანმა გამოთქვა იმედი, რომ ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტს ექნება თანამშრომლობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორისგან. „საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში ხედავს, როგორ ახდენს ქვეყნის პარალიზებას პოლარიზაცია. ბევრი რაღაცის გაკეთება ვერ ხერხდება ქვეყნის წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მიუხედავად, როგორიც არის კოვიდი და ეკონომიკური აღდგენა. ასე რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია პოლარიზაციის შესამცირებლად, რომ შეკრიბოს საზოგადოება ერთად და განკურნოს საზოგადოება, ძალიან პოზიტიურია. მე როგორც მესმის, სწორედ ეს არის, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი ინიციატივით. ვიმედოვნებ, რომ მას ექნება თანამშრომლობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორისგან სრული მასშტაბის მცდელობაში, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, რომლის წინაშეც არის ეს ქვეყანა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩი: საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას

"ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ არის ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტი ყველა ქვეყნისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომელმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში. გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ ნათელი იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და წინააღმდეგობას გავუწევთ იმ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით შეიქმნება სამუშაო ადგილები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის

მოხარული ვართ, რომ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით შეიქმნება სამუშაო ადგილები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის, ვიმედოვნებთ, შეიქმნება მეტი შესაძლებლობა, რომ პორტი უფრო გაფართოვდეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის უზარმაზარი წარმატების ისტორია საქართველოსთვის, ისევე როგორც აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის. „აშშ-მ მხარი დაუჭირა ამ პროექტს 50 მილიონი დოლარის სესხით საერთაშორისო განვითარების ფინანსური თანამშრომლობის მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ პროექტის გახსნას. პორტის აქციონერები არიან როგორც ქართველები, ასევე ამერიკელები და ეს მართლაც არის როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის წარმატება. გაფართოებულ პორტს აქვს ტვირთების მიღების გაორმაგებული შესაძლებლობა ამ ადგილას და ეს საქართველოსთვის არის დიდი შესაძლებლობა განახორციელოს მისი ამოცანა, გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საქმიანობის ეფექტური ცენტრი, ცენტრალური აზიიდან ჩაიტანოს საქონელი ევროპაში ფოთის პორტის გავლით", - განაცხადა კელი დეგნანიმ.

კელი დეგნანი მოსამართლეებს შეხვდა

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ქუთაისში რეგიონულ სასამართლოს ეწვია. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, ქუთაისის რეგიონულ სასამართლოში ელჩმა დეგნანმა, მოსამართლეებმა და სხვა თანამშრომლებმა რეგიონული შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე. „ჩვენი ახალი კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოს რეგიონალურ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურიდიულ პროფესიონალებთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებას. ეს პარტნიორობა გულისხმობს ამ ადამიანებთან მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება სასამართლოების გამჭირვალობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება. ელჩი კელი დეგნანი ეწვია ქუთაისის რეგიონალურ სასამართლოს, სადაც შეხვდა მოსამართლეებს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმები და მოსამართლეების მხარდაჭერის გზები“, - თავის მხრივ აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა დაიწყო. USAID-ის პროგრამის თანახმად, ეს არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომლიც უკვე არსებული სასამართლო რეფორმების კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ქვეყანას, კიდევ უფრო გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა. პროგრამა, რომელიც 2026 წლის ჩათვლით გაგრძელდება და განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და საზოგადოების თემებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, გააფართოებს პარტნიორობას რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურისტებთან; ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს და ამერიკელი იურისტების გამოცდილების გაზიარებას. ამავე თემაზე საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID ახალ პროგრამას იწყებს

ამერიკის საელჩო: აშშ-მ საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დააფინანსა

ამერიკის ელჩ კელი დეგნანს დადიანების სასახლეში მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. საელჩოს ცნობით, ელჩმა ბოტანიკური ბაღი, დედოფლის სასახლე და ნიკო დადიანის სასახლე დაათვალიერა. ასევე გაეცნო მუზეუმის კოლექციას, მათ შორის არის ღვთისმშობელ მარიამის კვართი, დედოფალ ბურდუხანის მეთორმეტე საუკუნის ხატი, იმამ შამილის ხმალი და ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის შემდგომი ოთხი ნიღბიდან ერთი. „ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე სამეგრელოს ისტორიულ ავტონომიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ევროპასთან საბჭოთამდელ ძლიერ ურთიერთობაზე მეტყველებს. გასული ოცდაათი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს საქართველოს არაჩვეულებრივი და მართლაც უნიკალური კულტურისა და ისტორიის შენარჩუნებასა და წარმოჩენაზე. საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორისაა ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი. ასევე, რეგულარულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მუზეუმებსა და კულტურის სხვა ინსტიტუტებს“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.   

ამერიკის საელჩო: საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია

აშშ-ის საელჩო სიამაყით დაეხმარა საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებას და აქტიურად განაგრძობს მისი განვითარების მხარდაჭერას ტრენინგებით, წვრთნებით, აღჭურვილობითა და რეგიონული პარტნიორების ჩართულობით. ამერიკის საელჩოს ცნობით, ეს ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. „გასულ კვირას ელჩი კელი დეგნანი მართვის ცენტრს ეწვია და სასაზღვრო პოლიციის უფროს ნიკოლოზ შარაძესა და მართვის ცენტრის უფროს შოთა მიროტაძეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე ესაუბრა“, - იტყობინება აშშ-ის საელჩო.  

კელი დეგნანის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან და ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც სისტემა მხოლოდ შეასუსტა

„სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან“, - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა. ელჩმა მოუწოდა პარლამენტს, გამოიყენოს დრო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი ორი სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ნამდვილად გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანების შესარჩევად, რომლებიც შეძლებენ ბალანსის უზრუნველყოფას და ზედამხედველობის ფუნქციის შეთავსებას, რაც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის. მან მადლობა გადაუხადა ლონდა თოლორაიას, მის მოადგილეებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთელ გუნდს მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც იჩენდნენ მოვალეობის შესრულებისას, დაეცვათ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება. „ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოლომდე არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ოფისის მიერ გაწეული სამუშაო მათი ყოველდღიური ცხოვრების დასაცავად. პირადი მონაცემების დაცვა არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მზარდად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ცხოვრებაზე, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი სერვისები და პასუხისმგებლობები, რასაც ეს სამსახური მოიცავს. ის მნიშვნელოვანია მათ შორის იმ პროფესიონალებისთვის ხელისუფლებაში და სამართალდამცავ უწყებაში, ვისაც სურთ თავისი საქმის კეთება ძალიან მაღალ დონეზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ ადამიანებსაც იცავს იმით, რომ იძიებს და პასუხისგებაში აძლევს იმ პირებს, ვინც არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს იმგვარად, რომ დაიცვას მოქალაქეების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი გუნდის მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს მისი თანამშრომლობით ინსპექტორის სამსახურთან და იმ მხარდაჭერით, რომელსაც ამ სამსახურს ვუცხადებდით. დემოკრატია დამოკიდებულია მსგავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სამსახურებზე, როგორიც არის ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის ოფისი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ მათ მოვალეობას იმგვარად, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დაკმაყოფილებული იყოს მათი საჭიროებები. როგორც ჩვენ ვნახეთ, ეს მოითხოვს ამ სამსახურებისგან გამბედაობას, თანმიმდევრულობას და მოითხოვს პროფესიონალიზმს, რადგან სამუშაო, რომელსაც ეს სამსახურები ასრულებენ, ძალიან ინტენსიურია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია, მათ შორის ისეთი სამსახურები, რომლებიც ასრულებენ ამ მნიშვნელოვან ზედამხედველობის ფუნქციას. ძალიან იმედგამაცრუებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ იყო მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, რომლის დროსაც შეიძლება წარმოდგენილი ყოფილიყო რეფორმები, რათა ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო. უკანასკნელმა პროცესებმა აშკარა დემონსტრირება მოახდინა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინსპექტორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო. ამ სამსახურის ორ ნაწილად გაყოფის შემთხვევაშიც კი იმედი გვაქვს, რომ ამ გუნდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო გაგრძელდება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტის დაცვით. სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან. ჩემი აზრით, ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ პარლამენტს, რომ გამოიყენოს დრო და იპოვონ ნამდვილად კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალები იმ ორი სააგენტოს ხელმძღვანელების პოზიციაზე, რომლებიც იქმნება და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესის მეთვალყურეობას დიდი ინტერესით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ახალი სამსახურები შეძლებენ ბალანსის დაცვას და ზედამხედველობის როლის მორგებას, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

კელი დეგნანი: დროა, საქართველოში ყველა პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განააცხადა, რომ ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის მცდელობის წინააღმდეგ. ელჩის თქმით, მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და საქართველომ, რომელიც ემზადება ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის, უნდა გააგრძელოს დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება. კელი დეგნანის თქმით, ეს არის ის, რაშიც აშშ საქართველოს ეხმარება. „საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის კრიტიკული დროა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ასევე NATO-ს მოკავშირეების თანამშრომლობასა და კოორდინაციას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში სტაბილურობის ქვაკუთხედია. ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად რუსეთი ქმნის და რომელიც მნიშვნელოვან მიღწევებს აყენებს რისკის ქვეშ. ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის მცდელობის წინააღმდეგ. ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას და მათი შემცირება ასევე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ერთიანობას და სიმტკიცეს.  საქართველოს მიმართ რუსეთის საფრთხე გრძელდება. ის აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებით. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა და ამას ადასტურებს გამოკითხვებიც. ეს არის მიმართულება, რომლისკენაც წინსვლა სურს ამ ქვეყანას. შეერთებული შტატები მზადაა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.  

კელი დეგნანი: შეჩერებული ანაკლიის პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად აფასებს. ამის შესახებ ელჩმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა. „რამდენიმე დღის, წინ ფოთში ტერმინალის გახსნაზე ვიყავი. ეს მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. ფოთის მონახულების შემდეგ წავედი ანაკლიაში, რომ დამეთვალიერებინა იქაურობა და უბრალოდ გული დამწყდა, რადგან ამ პორტში გემები უნდა შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ეს ბიზნესისთვის უნდა იყოს გახსნილი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ვხედავთ, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ანაკლიის სახით რაღაც მნიშვნელოვანი "დაედო მაგიდაზე“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს გეგმები ქაღალდზე და თუ ინვესტორები აპირებენ შემოსვლას, მათ უნდა დაინახონ, რომ მთავრობა ასი პროცენტით დგას ამ პროექტის უკან. ცნობისთვის, ზაფხულში, Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. მისი თქმით, ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა.

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ანაკლია ისევ აშენდება

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ისევ განხორციელდება. „როდესაც იქ ხარ, ხედავ, რომ პროექტი კარგ პროექტად რჩება...სამწუხაროა, რომ ასე დაყოვნდა, ის ჯერ ისევ არის კარგი პროექტია. ფოთში, შაბათს, ტერმინალის გახსნის დროს მითხრეს - როდესაც პორტს აშენებ, ტვირთი იქ მოდის, არ უნდა დაელოდო ჯერ ტვირთს და მერე ააშენო პორტი. უნდა არსებობდეს ხედვა, სტრატეგიული გეგმა იმის დასანახად თუ, რა არის საჭირო და შემდეგ, ამის მარკეტინგი გააკეთო ინვესტორებთან. იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება, შესაძლოა, ეს არ მოხდეს ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას საფუძველი ჩაეყრება“, - განაცხადა კელი დეგნანმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. ინფორმაციისთვის, 2 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად შეაფასა. ამის შესახებ ელჩმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ, ფოთში ტერმინალის გახსნაზე ვიყავი. ეს მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. ფოთის მონახულების შემდეგ წავედი ანაკლიაში, რომ დამეთვალიერებინა იქაურობა და უბრალოდ გული დამწყდა, რადგან ამ პორტში გემები უნდა შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ეს ბიზნესისთვის უნდა იყოს გახსნილი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ვხედავთ, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ანაკლიის სახით რაღაც მნიშვნელოვანი "დაედო მაგიდაზე“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს გეგმები ქაღალდზე და თუ ინვესტორები აპირებენ შემოსვლას, მათ უნდა დაინახონ, რომ მთავრობა ასი პროცენტით დგას ამ პროექტის უკან. ცნობისთვის, ზაფხულში, Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. მისი თქმით, ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა.

კელი დეგნანი: უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა

"უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა. მისივე თქმით, უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი. „საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია. ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, ძალიან რთული პერიოდები იყო. ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი არაფერია. ქართველები პირველები აღიარებენ იმას, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი.საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთრებით რეგიონებში. ვფიქრობ, ის პრინციპები, რომლებიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ახლა უნდა აღსრულდეს და უნდა მოხდეს კანონის დამოუკიდებელი აღსრულება. კარგად ჩანს, თუ სად არის მომავლის გზა. ახლა მოძრაობაა საჭირო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.      

კელი დეგნანი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს. როგორც კელი დეგნანი „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში„ხედვა ვაშინგტონიდან“ განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ბრალდებები, რათა „საზოგადოებამ იცოდეს, ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“. „ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ. მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად ცნო. შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა. მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა, რომელიც ამას გადაწყვეტს. ეს არის სათანადო ადგილი ამის გასაკეთებლად. იმ საქმეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოებაშია, მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მისი სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს და მის წინააღმდეგ ბრალდებები სრულად იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.

კელი დეგნანი: ყოველთვის ვცდილობთ, კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს“, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს საინვესტიციო გარემოს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა.„ინვესტორებს სურთ, კარგად ესმოდეთ საინვესტიციო გარემო, სურთ, იცოდნენ ის, რომ თუ საკონტრაქტო დავა ექნებათ, გადაწყდება თუ არა ის სწრაფად სასამართლოში, სამართლიანია თუ არა თამაშის წესები, ტენდერებში ვინმეს ფავორიტები იმარჯვებენ თუ უცხოელი ინვესტორები - ამით იქმნება რეპუტაცია. საქართველომ უნდა შექმნას რეპუტაცია.ინვესტორები ეძებენ ბაზრებს და როდესაც კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, უნდა დაინახონ, რომ საქართველო ფულის ჩასადებად უსაფრთხო ქვეყანაა. აქ მთავრობას საკუთარი როლი აქვს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ინფრასტრუქტურის პროექტებს ეხება. მთავრობას სტრატეგიული გეგმები უნდა ჰქონდეს, რომლებსაც ინვესტორებს აჩვენებს და იტყვის თუ საით მიდის ქვეყანა. ამაში შედის პორტები, საგზაო და კომუნიკაციების ქსელი. თუ მთავრობა ამას საქართველოს მარკეტირების მიზნით გააკეთებს, ვფიქრობ, უფრო მეტ კარგ ამერიკულ ბიზნესს მოვიზიდავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პოლიტიკიდან გასულიყო, მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს

"ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა. “ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა. ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს", - განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანი: რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს

რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა. “საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად. რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის. საქართველო უმნიშნველოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი“, -  აღნიშნავს კელი დეგნანი.

ამერიკის ელჩი: ვერ გეტყვით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში სად არის

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ია მეურმიშვილის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რამდენად მალე შეიძლება ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდეს. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა. „ამ საკითხზე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს აქვს მთავარი როლი. ვერ გეტყვით იმას სად არის ეს საკითხი პრიორიტეტების სიაში. ის, რის თქმაც შემიძლია, ის არის რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე უწყვეტად ვმუშაობთ. გასულ წელს ჩვენს შორის ვაჭრობამ ისტორიაში პირველად 1 მლრდ დოლარს მიაღწია. აშშ-ში ქართული ღვინის ერთი მილიონი ბოთლი გაიყიდა. ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, თუ მის გარეშე. ეს საკითხი განრიგშია, თუმცა ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ინფორმაციისთვის, 2021 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში აშშ მე-5 პოზიციაზეა. საქსტატის ანგარიშით, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.

კელი დეგნანი: შეერთებული შტატები და საქართველო, როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით

ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ქვეყნისთვის ღირებული რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გასულ წელს და მანამდეც აშშ-ის კონგრესიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან დემოკრატიულ პროცესების უკუსვლაზე შეშფოთებები მოვისმინეთ. პირადად თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ დემოკრატიული პროცესის დასაცავად. საქართველოს მთავარობა კი აცხადებს, რომ რეფორმების პროცესი გეგმიურად პარტნიორებთან კოორდინაციით მიდის. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ურთიერთწინააღმდეგობა. შეერთებული შტატები მეტ რეფორმას ითხოვს, საქართველოს მთავრობას კი დამკვირვებლების შეფასებით, რეფორმების ნაწილში ჩავარდნები აქვს? რის გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ უკეთესს პროცესს შეუწყოს ხელი და რა მოხდება, თუ არაფერი შეიცვლება? - ამ კითხვით მიმართა კელი დეგნანს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა. „ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა სასამართლო და საარჩევნო რეფორმები მთავარ პრიორიტეტად დაისახეს. ამ მხრივ, მეტი ძალისხმევა უნდა დავინახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი, იმისთვის, რომ რეფორმები ღირებული იყოს, ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს.  საქართველოს შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა დიდი ხანია, რაც აქვს და ბევრი მეგობარი ჰყავს. როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით და როგორც კარგი მეგობრები, ერთმანეთს უთანხმოებაზე ვეუბნებით. ხდებოდა სწორედ ეს, პირდაპირი გამოხატვა იმის, თუ რა იმედები გვაქვს, ან რისკენ მოვუწოდებთ საქართველოს საკუთარი დემოკრატიის ასაშენებლად. აშშ მზადაა, საქართველოს ძლიერი დემოკრატიის ხედვის განხორციელებაში დაეხმაროს. ვერაფერს, რაც ამას ეწინააღმდეგება და რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროგრესს, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, გვირჩევია ეს კერძო საუბრები იყოს, მაგრამ ზოგჯერ საჯაროდაც ვაკეთებთ განცხადებებს, როდესაც რეფორმების ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ეს ღია საუბარია და ჩვენ ამას როგორც საქართველოს მეგობარი, ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. 

ამერიკის ელჩი: ვაკვირდებით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს, როგორც ინდიკატორს, რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემსუბუქების თემაზე ისაუბრა ამერიკის ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა ამ საკითხს შეერთებული შტატები. ელჩის შეფასებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. „ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ წვლილს და მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებში, რომლებშიც ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე ისაუბრეს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სპიკერ შალვა პაპუაშვილთან.  ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის მისი ბოლო ვიზიტი NATO-ში და მისი შეხვედრები საქართველო-NATO-ს კომისიასთან. ასევე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე. მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პროცესი არ დაჩქარდეს და კანონოთ გათვალისწინებულ დროში ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. ისინი უნდა იყვნენ ამ უწყებების ძალიან კვალიფიციური ხელმძღვანელები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმე ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, დასრულდება ვიდრე, ახალი დანიშვნები მოხდება. „ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს ჯერ კიდევ სამი წელი დარჩა კანონიერი ექვსწლიანი მანდატის დასრულებამდე. მის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ან სხვაგან პრეტენზიები და საჩივრები არ ყოფილა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმე, ვიდრე ახალი კანდიდატები შეირჩევიან ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შეაჯამეს, რომელიც ბრიუსელში იანვარში შედგა და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, ასევე, NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე. ინფორმაციისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მათ შორის არის კოკა კაციტაძე, გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე.

აშშ-ის ელჩი: ჩვენი ინტერესია, სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობდეს

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს ღირსეულად მოექცნენ და მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება. „როგორც ვიცი, ბატონმა სააკაშვილმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და მისი დაცვის საკითხს, ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოეპყრონ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი. ჩვენ ხელისუფლებას კვლავ მოვუწოდებთ, პატივი სცენ მის უფლებებს“, - განაცხდა ამერიკის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება შეკითხვას, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია სააკაშვილის საქმეზე, კელი დეგნანის თქმით, ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობაა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, რომელიც სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას" გულისხმობს. პროცედურის თანახმად, დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას კენჭისყრისთვის საკომიტეტო განხილვების გარეშე წარედგინება. რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერით.

კობა გვენეტაძე კელი დეგნანს შეხვდა

გლობალური ეკონომიკური ფაქტორები, რისკები, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული ვითარება. ეს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი თემა", - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ვითარება გააცნო. ესაუბრა მთავარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომლებიც კოვიდ-პანდემიის შედეგად მსოფლიოში შეიქმნა. აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე იმოქმედა, რადგანაც განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათებში მაღალია სურსათის წონა. თუმცა ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური რისკ ფაქტორები და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარებაც გააანალიზეს და ყურადღება გაამახვილეს იმ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ რისკებზე, რომლებმაც, გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა პოტენციური ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე. 

კელი დეგნანმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს. „აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების მრავალწლიანი ინიციატივა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესი დაედო საფუძვლად აღნიშნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას და მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლიც დაესწრო“, - იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

კელი დეგნანმა და დავით ზალკალიანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის საკითხი განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. „საუბარი შეეხო აშშ-რუსეთის დიალოგს უსაფრთხოების თაობაზე და ამ პროცესში ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას რუსეთთან დიალოგის ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციის მიუხედავად, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

კელი დეგნანი: ვფიქრობ, როდესაც სხვადასხვა სახის რეაგირებას ვგეგმავთ ბატონი პუტინის საპასუხოდ, 2008 წელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რასაც ვითვალისწინებთ

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ქართულ სატელევიზიო მედიას აშშ-ში განუცხადა, სადაც ელჩი შეხვედრებს მართავს თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში.  „ვფიქრობ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც საქართველომ 2008 წელს გამოიარა და რასაც ვითვალისწინებთ, როდესაც სხვადასხვა სახის რეაგირებას ვგეგმავთ ბატონი პუტინის შემდგომი გადაწყვეტილების საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მრავალფეროვანი ვარიანტები, რადგან არ ვიცით, ის რა არჩევანს გააკეთებს. ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ, დიპლომატია და დეესკალაცია აირჩიოს. ის ზომები, რომლებიც წარმოვადგინეთ, სერიოზული და ღირებულია, თუკი რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, ნამდვილად სერიოზულად ეკიდება თუ არა ამჟამად რუსეთი დეესკალაციას. ქართველებმა, ისევე როგორც უკრაინელებმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა აირჩიეს. კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ახლა, როგორც არასდროს, აშშ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს განხილული თემების შესახებ იუწყება. კელი დეგნანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე აშშ-ში მიღებულ ინფორმაციას გვიზიარებს. „პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი და ყველა მათი თანამშრომელი ფოკუსირებულია მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად. ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას. როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთოხების გასაუმჯობესებლად, ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, სხვადასხვა არხის მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებას, რასაც გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგ და რასაც გავაკეთებდი ვაშინგტონში გამგზავრებამდე“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. ამერიკის ელჩის თქმით, ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტერგრაციის გზა. შეერთებულ შტატებში არის ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულს.   ამ კვირის განმავლობაში ჩემ მიერ გამართულ შეხვედრებზე შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და მკაფიოდ წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ.   ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ - ეს არის სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად ინტერგრირებულია ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. ელჩი საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს. კელი დეგნანი შეხვდა კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონგრესში. ასევე გამართა შეხვედრები ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან, ასევე სხვა უწყებებთან საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად.  „ცხადია, ბევრ საკითხს შევეხეთ და ვფიქრობ, დრო განსაკუთრებით კარგად იყო შერჩეული, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“, - აღნიშნავს ელჩი.

პარლამენტში კელი დეგნანი შალვა პაპუაშვილს ხვდება

პარლამენტში საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმყოფება. კელი დეგნანი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიის საგანია რეგიონში შექმნილი ვითარება და ასევე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

კელი დეგნანი: საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღუდგა წინ, საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. ამერიკის ელჩის განცხადებით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება, ვინაიდან ახლა სწორედ ერთიანობაა ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომლის გაგზავნაც საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთისთვის შეუძლია. „ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა ბატონ პაპუაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ კონსულტაციები ვაშინგტონში, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს აშკარად ითქვა, რომ ევროატლანტიკური გზის მიმართ საქართველოს ფართო მხარდაჭერა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის გამო, ათასობით ადამიანი დევნილია, ასობით დაჭრილია, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი და დაწყებული ომი. უკრაინელი ხალხის ვაჟკაცური პასუხი შთამაგონებელია ჩვენთვის. რუსეთის აგრესიას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღუდგა წინ, საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები. გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და შევინარჩუნებთ ერთიანობას. ამ მომენტში ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რაც შეგვიძლია გავუგზავნოთ რუსეთს. რომ საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს ერთიანობას ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ფრონტზე, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეგვინარჩუნა“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

კელი დეგნანი: ეს არის რუსეთის მიერ დაწყებული ომი - ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რაც შეგვიძლია, გავუგზავნოთ რუსეთს

„ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის გამო, ათასობით ადამიანი დევნილია, ასობით დაჭრილია, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი და დაწყებული ომი“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა ბატონ პაპუაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ კონსულტაციები ვაშინგტონში, ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს აშკარად ითქვა, რომ ევროატლანტიკური გზის მიმართ საქართველოს ფართო მხარდაჭერა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის გამო, ათასობით ადამიანი დევნილია, ასობით დაჭრილია, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი და დაწყებული ომი. უკრაინელი ხალხის ვაჟკაცური პასუხი შთამაგონებელია ჩვენთვის. რუსეთის აგრესიას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღუდგა წინ, საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები. გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და შევინარჩუნებთ ერთიანობას. ამ მომენტში ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რაც შეგვიძლია გავუგზავნოთ რუსეთს. რომ საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს ერთიანობას ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ფრონტზე, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეგვინარჩუნა“, - აღნიშნა კელი ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

კელი დეგნანი: დროა ერთიანობის, დროა საქართველოს მომავალზე ფოკუსირების

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მოვიდა ის დრო, როდესაც ყველამ გვერდზე უნდა გადადოს განსხვავებები, პოლარიზაცია, რადგან ეს არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხის ირგვლივ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „საქართველომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია განცხადებებით, ასევე საქართველომ უკრაინელებს როგორც უკრაინაში, ასევე აქ, საქართველოში მყოფ უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. მივესალმებით საქართველოს განცხადებებს გაეროში, ეუთოსა და სხვა მრავალმხრივ ფორუმებში. ეს არის საქართველოს მხარდაჭერისა და ევროატლანტიკური საზოგადოების გვერდით დგომის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება ამ კრიტიკულ მომენტში. მთავარი, რაც ახლა უნდა დავინახოთ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთიანობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, მოვიდა დრო, როდესაც ყველამ გვერდზე უნდა გადადოს განსხვავებები, პოლარიზაცია, რადგან ეს არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან ვნახეთ სანქციების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელჩმა. კელი დეგნანს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენაზეც ჰკითხეს. ელჩის თქმით, საქართველოს მომავალზე ფოკუსირების დროა და ამისთვის ქვეყნის შიგნით ერთიანობაა საჭირო. „აშშ 30 წელზე მეტია, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, როგორც NATO-ს, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. მე ვფიქრობ, ახლა არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწიოს იმ რეფორმების გზით, რაზეც საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია შეთანმხდა და რომლებიც აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის NATO-სა და ევროკავშირში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის და ხაზი მინდა გავუსვა, დროა ერთიანობის, დროა საქართველოს მომავალზე ფოკუსირების,  დაპირისპირების გვერდზე გადადების, რაც არის განხეთქილების მომტანი და იწვევს პოლარიზაციას; რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ საით მიდის ეს ქვეყანა და რომ ერთად ვიმუშოთ საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქ იქნება და ახლა არის დრო რეალური პროგრესის მისაღწევად. ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის, მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს რა თქმა უნდა, დიდ შრომას მოითხოვს, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ, ჩვენ გვაქვს დიდი ნდობა თქვენ მიმართ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ, რომ თქვენი ერთიანობით მზად ხართ, ეს ახლა გააკეთოთ“, – “, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

კელი დეგნანი პანკისში, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა

პანკისში ვიზიტისას ელჩი კელი დეგნანი ადგილობრივი თემის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა, რათა მოესმინა მათი მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მათ მიღწევებზე, წარმატებასა და გამოწვევებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დადებითი და გრძელვადიანი გავლენა, რაც პანკისის მოსახლეობის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოაქვს. „ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობის ოფისებმა და სააგენტოებმა მიზნად დაისახა ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა განსაკუთრებული აქცენტით არასაკმარისად უზრუნველყოფილ ხალხზე. USAID-ის პანკისის საზოგადოების $1.5-მილიონიანი პროგრამა მიმართულია ხალხის გაძლიერებაზე ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების წახალისებით. სახალხო დიპლომატიის დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამები, როდი სკოტის ფონდის ინგლისური ენის პროგრამები, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ახალგაზრდული პროგრამები და ჩვენი მიმდინარე პარტნიორობა პანკისში რონდელის ფონდთან, წარმოადგენს ჩვენი მისიის სრულმასშტაბიან მიდგომას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ რეგიონს და რომლის მეშვეობითაც აშშ-საქართველოს პარტნიორობა მტკიცდება“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკის საელჩო: მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე

„მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე“, - აცხადებს ამერიკის საელჩო და ელჩ კელი დეგნანისა და  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ნახევარზე მეტი ქალები არიან. ეს წარმომადგენლობა რწმენას მატებს ქალებს, რომ სასამართლო სისტემა მათ სამართლიანად მოექცევა. მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე. აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ქართველებს, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში ქალების ლიდერებად დაწინაურებაზე. ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ელჩმა დეგნანმა უმასპინძლა რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს. ელჩმა მადლობა გადაუხადა მათ მოსამართლის პროფესიისადმი ერთგულებისთვის“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კელი დეგნანი: ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა

ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო, რადგან ხაზი გაუსვა ახლა ერთიანობის მნიშვნელობას. საქართველოს ხელისუფლებაში ერთიანობას, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ერთიანობას, ქართველი ხალხის ერთიანობას, რომელმაც ასეთი თბილი და გულუხვი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ.  ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა. მისი სიტყვა ასევე მიმართული იყო ამ რეგიონში სტაბილურობისკენ, რომელიც კომპრომისით, დიალოგით, ერთმანეთის მოსმენით და თანამშრომლობით მიიღწევა. მან ძალიან სწორად თქვა, ძალა ერთობაშია“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით კარლ ჰარცელი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო გააზრებული და მნიშვნელოვანი

კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან

ჩეჩნეთში კიდევ ერთხელ გახმოვანებულ ინიციატივაზე, რომელიც საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას გულისხმობს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.  „როგორც მე მახსოვს, ეს არის პროექტი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო საუბარი, 1970-იან ან 80-იან წლებში. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე, რუსეთი დაიწყებს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე საუბარს, აუცილებელია, მან შეასრულოს ვალდებულებები, რაც 2008 წლის შეთანხმებით ეკისრება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ვფიქრობ, თუ რუსეთის გულწრფელობის განსჯა გსურთ, ნებისმიერი განცხადებისა თუ პირობის, შეხედეთ, როგორ ასრულებენ 2008 წლის ვალდებულებებს. მათ არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებიათ“, – განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, 15 მარტს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი საგანგებო ვიზიტით ჩავიდა. გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროება წამოჭრეს.

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ

„ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, ბავშვების, ომმა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან კარგი განხილვა გვქონდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პუტინისა და კრემლის მიერ წამოწყებული ტრაგიკული ომი. ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ბავშვების, ომმა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემი შეხვედრები ვაშინგტონში და ის მხარდაჭერა, რომელსაც ვაშინგტონი გამოხატავს საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ მომენტში. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა გამოვხატოთ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. რაც შეეხება უკრაინას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. ასევე წაიკითხეთ კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან კელი დეგნანი: არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ  

კელი დეგნანი: არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ

რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, მედიის ამ შეკითხვას საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა. „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2008 წლის შემდეგ მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია საქართველოს და ჩემი და სხვა ქვეყნების მიერ დიდი ძალისხმევა ჩაიდო საქართველოს გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. საქართველოს თავდაცვის ძალები 2008 წელთან შედარებით გაძლიერდა ამერიკასთან და სხვა მეგობრებთან თანამშრომლობის შედეგად. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია ვაჩვენოთ რუსეთის აგრესიას, რომელმაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უკრაინის ქალაქები. სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ. მინდა ცხადად განვაცხადო, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგია, იქნება ეს ჩემი ქვეყანა, თუ ნებისმიერი სხვა, არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს მიმართული ირანის თუ სხვა ქვეყანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი გაიმიჯნოს - ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე. საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საქერთაშორისო სანქციების აღსრულებაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, 16 თებერვალს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. უფრო ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“.

კელი დეგნანი: არ გვინდა, რომ რუსეთისთვის საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" სანქციებისთვის თავის ასარიდებლად

"არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" სანქციებისთვის თავის ასარიდებლად", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.   "NATO არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსი და უკრაინაც და საქართველოც იზიარებენ ამ ღირებულებებს - თავისუფლებისადმი ერთგულებას, ადამიანის უფლებებისადმი, სუვერენიტეტისადმი, ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. საქართველოსნაირმა ქვეყანამ, რომელსაც 2008 წლის შეჭრის გამოცდილება აქვს და რომლის ტერიტორიის 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ, ეს კარგად იცის. როგორც უკვე ვთქვი, ახლა არის აუცილებელი რეფორმების განხორციელებისა და იმ ნაბიჯების გადადგმის დრო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მაქსიმალურ სამხედრო მზადყოფნას და აშშ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატოსკენ ნაბიჯების გადასადგმელად. ეს არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა საქართველოსთვის. დასაკარგავი დრო არ არის. არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" სანქციებისთვის თავის ასარიდებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მ და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ

ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასახსენებელი ამ გასული 30 წლის განმავლობაში და მოუთმენლად ველით მომავალ წლებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საამაყოა ის წარმატება, რომელსაც აშშ-მა და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მიაღწიეს. „დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა აღვნიშნოთ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ამ 30 წელში მივაღწიეთ. მე ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას მე ამ ამას ვხედავ იმ სკოლებში, რომლებიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მეშვეობით ერთად ავაშენეთ; ვხედავ იმ პროდუქციაში, რომელსაც ფერმერები აწარმოებენ და ახალ ბაზრებზე უფრო მაღალ ფასად ყიდიან; ვხედავ იმ არაჩვეულებრივ საქმიანობაში, რასაც სანაპირო დაცვის, სასაზღვრო პოლიციის, საბაჟოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები ასრულებენ. რა თქმა უნდა, ვხედავ ძლიერ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მამაც წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და საზღვრებს იცავენ. ნამდვილად მოუთმენლად ველით მომავალ თანამშრომლობას. ჩვენთვის პატივია, რომ ამ დღის აღსანიშნ ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე. ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასახსენებელი ამ გასული 30 წლის განმავლობაში და მოუთმენლად ველით მომავალ წლებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი : აშშ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და იმ დღიდან გვერდში გვიდგას, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი

ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს; იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი; დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვისაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს მუდმივად მზარდ ორმხრივ პარტნიორობაში. „ელჩო დეგნან, ელჩო კოულმენ, აშშ-ის საელჩოს დიპლომატებო და თანამშრომლებო, საქართველოს მთავრობის წევრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო მეგობრებო! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით დღეს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს კაცობრიობა დგას იმ უზარმაზარი ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში. ამ ომმა შეარყია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საქართველო, აცნობიერებს რა იმ საშინელებას, რომელიც ახლავს ომს, პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას. საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად. ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს. იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი. დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ელჩო დეგნან, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებით ამ დიდ საქმეს და წვლილი შეგაქვთ ამ მუდმივად მზარდ პარტნიორობაში.მართალია, ჩვენ გეოგრაფიულად დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე კავშირები და საერთო ღირებულებები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას, რისთვისაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, იქნება ეს შორეულ რეგიონებში ბრძოლის ველზე თუ ჩემი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში USAID-ის მისიის დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გამოყო 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი. მთავრობის მეთაურმა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე იზაბელ კოულმენს და ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც ამერიკელმა ხალხმა საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა. „ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საზიარო ინტერესებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ მტკიცე პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში. საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი და სანდო მოკავშირე ჩვენს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ვიდექით და ვდგავართ დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვმსახურობთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ცხელ წერტილებში. ქართველები ამაყობენ თავიანთი როლით, როგორც შეუცვლელი პარტნიორები შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული მისწრაფებების მხარდაჭერას. მომდევნო წლებში ჩვენს მიზანს წარმოადგენს ღირებულებების საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცება. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება: ჩვენ მომავალშიც გვერდში დავუდგებით ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთად ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს პარტნიორობაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ განსაცდელი, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, მხოლოდ გააძლიერებს კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის და შექმნის კიდევ უფრო მედეგ და ყოვლისმომცველ პარტნიორობას ჩვენს დიდ ერებს შორის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყნებს ამ შესანიშნავ იუბილეს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო! „ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ამერიკის შეეთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენმა. მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე წაიკითხეთ  კელი დეგნანი: ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მ და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას. დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, გვევლო დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისკენ მიმავალი გზით. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიისათვის ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორ ქვეყანას შორის მყარ პარტნიორობას. მინისტრმა ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებზეც. „წარმოუდგენელია, რომ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც, იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და გვიწევს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია, დამოუკიდებლობა და ჩვენი უფლება, ავირჩიოთ საკუთარი ადგილი ცივილიზებული ერების მსოფლიო თანამეგობრობაში,"- განაცხადა ზალკალიანმა.  მან ასევე აღნიშნა, რომ ის, რომ  საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა და რომ როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა აგრძელებს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, შეუძლებელი იქნებოდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის გარეშე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა 30 წლის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარების შესახებაც. „90-იანი წლების დასაწყისიდან, მაშინ, როდესაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო წინსვლა, შეერთებული შტატები საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განათლების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებდა. წლების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. მათ შორის არიან სტუდენტები, რომლებმაც განათლება შეერთებული შტატების წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიიღეს. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა თაცდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თავდაცვის ძალების მზაობისა და შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილშიც გამოიწრთო. ახლახანს ხელმოწერილი მემორანდუმი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის თაობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ფაზას გულისხმობს, კიდევ უფრო განამტკიცებს მზაობისა და თავდაცვის შესაძლებლობებს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიამ, რომელსაც ხელი 2009 წელს მოეწერა, ორი ქვეყნის მეგობრობას ოფიციალური სახე მისცა და პარტნიორობა ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. მინისტრის თქმით, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, რათა სრულად იქნას გამოყენებული ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს პარტნიორობა გვთავაზობს, საერთო ინტერესების სასიკეთოდ. „ამ გადამწვეტ მომენტში, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე პარტნიორობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.  საერთო მიღწევების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის. გავაგრძელოთ ერთად მუშაობა მომდევნო წლებში ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის," - აღნიშნა ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილი : აშშ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და იმ დღიდან გვერდში გვიდგას, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი კელი დეგნანი: ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მ და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ

კელი დეგნანი: აშშ და საქართველო რუსეთის საქციელს ერთად გმობენ

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად გმობენ რუსეთის საქციელს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „მინდა, მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ, თავიანთი მეგობრები დაკარგეს, მებრძოლები უკრაინაში. მინდა, მივუსამძიმრო საქართველოში ოჯახებსაც, ჩვენ ვიცით, რომ თითოეული ოჯახი ძალიან განიცდის მიმდინარე მოვლენებს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად გმობენ რუსეთის საქციელს", - განაცხადა კელი დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ

პრემიერი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. შესრულდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოლიდარობის კონცერტზე იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კელი დეგნანი: ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხს

„ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხსა და თქვენს სურვილს, იცხოვროთ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტზე. „ჩვენ დავეხმარეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას, ბევრ, ბევრ სხვა ინიციატივასთან ერთად. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის, იმიტომ რომ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც დემოკრატიული ერის წარმატების“, - განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიზანს, გახდეს პერსპექტიული, სტაბილური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო

აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიზანს, გახდეს პერსპექტიული, სტაბილური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო. 30 წელი თითქოს დიდი დროა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს უდიდესი გამარჯვება იქნება, ააშენოს ძლიერი, უსაფრთხო ევროპული დემოკრატია. ამერიკელი ხალხი ძალიან ამაყობს, რომ ამ ისტორიული პროცესის თანამონაწილეა, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს ამერიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. „დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ 1992 წლის 24 მარტს, თუმცა ეს ურთიერთობა არაოფიციალურად 100 წელზე მეტ დროს ითვლის, კერძოდ 1890 წლიდან. რაღა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობის ისტორია კიდევ უფრო ხანგრძლივია. თავიდანვე ამერიკელი ხალხი სოლიდარული იყო საქართველოს მოსახლეობისადმი და თქვენი სურვილისადმი, გეცხოვრათ თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოში. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოგვიყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ეფუძნება საერთო ხედვას, გახდეს საქართველო ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ამ ხედვის განხორციელება დიდ შრომას, მოთმინებას და მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს", - განაცხადა დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანი: ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებდა ქართველ ხალხს

კელი დეგნანი უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე: ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი

მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა, რითაც  უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს არის სეროზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: თეა წულუკიანი ვერეშჩუკს: საზღვრები კონტროლდება, დანარჩენი ყველაფერი ბინძური ტყუილია 

აშშ-ის საელჩო: რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. როგორც 9 აპრილის 33 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან.  „ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება. თუმცა, რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

კელი დეგნანი: ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ

დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ 30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად. „1978 წლის 14 აპრილს, ქართველი ხალხი საკუთარი ენის, კულტურისა და ღირებულებების დასაცავად საბჭოთა ოკუპანტებს წინ აღუდგა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმებით დაიმუქრა, ათობით ათასი ქართველი საპროტესტო სვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრში, პარკისკენ გაემართა. ეს პარკი დღეს „დედა ენის” სახელს ატარებს, როგორც სიმბოლო სიმამაცისა, ქართული ენის უძლეველობისა და ქართველი ხალხის ურყევი დამოუკიდებლობისა. 1978 წლის დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ამას მალევე მოჰყვა აქციები სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 1991 წელს ამ უწყვეტმა იმპულსმა საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ბევრ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა. 30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად. დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა, შეწინააღმდეგებოდნენ აგრესიას და თავგანწირვით ებრძოლათ საკუთარი კულტურისა და ღირებულებების დასაცავად. ჩვენ კვლავ ვხედავთ მოსკოვის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ, როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას,​ ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად“.  

ამერიკის ელჩი: როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირებაა, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს

„როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს, მისგან მხოლოდ რუსეთი სარგებლობს, ამისთვის საჭიროა ერთიანობის გზავნილი - რომ ქვეყანაში შეჭრა, მისი დაბომბვა, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა მიუღებელია“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინის დასახმარებლად American Chamber of Commerce in Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ, მედიასთან განაცხადა. ელჩის მიმართ ჟურნალისტების შეკითხვა უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ეხებოდა. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება. ეს კარგად ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ძალიან პოზიტიური ნიშანი. მიხარია, რომ ასევე იყო პოზიტიური საუბარი შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო არსებობს სხვადასხვა გაუგებრობა, ძალიან კარგია, როდესაც ასეთი საკითხები პირისპირ საუბრისას წყდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა და აქვს, კვლავ აქ არის და გრძელდება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება

კელი დეგნანი რუსთავის მერის პირველ მოადგილეს და ქვემო ქართლის გუბერნატორს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა რუსთავის მერიაში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების განვითარებაზე და მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. საუბარი, რუსთავსა და ქვემო ქართლში, ამერიკული მხარისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ განხორციელებულ პროექტებს, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო. გიორგი დოხტურიშვილმა და კახა გურულმა კელი დეგნანს გაწეული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ერთობლივი თანამშრომლობის პროცესში მხარდაჭერას დაპირდნენ.    

ამერიკის საელჩო: სისხლის სამართლის ძლიერი სისტემა აუცილებელია დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად და ეკონომიკის განსავითარებლად

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ესტუმრა, დაათვალიერა კრიმინალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები და ბიუროს ხელმძღვანელ მამუკა ჯანგულაშვილს მიმდინარე თანამშრომლობასა და ამ ინსტიტუტის კრიტიკულ მნიშვნელობაზე სასაუბროდ შეხვდა. „სისხლის სამართლის ძლიერი სისტემა აუცილებელია საჯარო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად და ეკონომიკის განსავითარებლად. საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაარსების დღიდან მხარს უჭერს აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ოფისი, რომელმაც $5.5 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება გამოყო ექსპერტიზის თანამედროვე აღჭურვილობის, პროფესიული მომსახურების, საერთაშორისო გადამზადების შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან შეხვერაზე: საქართველო უკრაინის გვერდით დგას და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია

უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კი ,საომარი მოქმედებების დროს არ შეუჩერებიათ მუშაობა კიევში, ოდესასა და ლვოვში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკრაინაში უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი, მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო უკრაინას აქტიურად უდგას გვერდით და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.  

ბაქოში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში აშშ-ის ელჩები და ასევე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მონაწილეობდნენ

აზერბაიჯანი რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს, რომელსაც ამ ქვეყანაში აშშ-ის ელჩი, ერლ ლიცენბერგერი, სომხეთში შეერთებული შტატების ელჩი ლინ ტრეისი და ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ესწრებიან. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენციაზე ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონი. „კოლეგები ვაშინგტონიდან და რეგიონიდან შეიკრიბნენ, რათა მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალონ. აშშ კავკასიის სამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცების და მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, ნათქვამია აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ბაქო, თბილისი და ერევანი ადრეც მასპინძლობდნენ მსგავს შეხვედრებს.2021 წლის შემოდგომაზე, ერიკა ოლსონმა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. ამერიკელი დიპლომატი მაშინ საქართველოში 4 ნოემბერს ჩამოვიდა.    

კელი დეგნანი ევროკავშირის კითხვარზე: ეს არის საქართველოს შანსი, აჩვენოს, რომ სურს, განახორციელოს საჭირო რეფორმები

"საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა „კითხვარი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ვიცი, პირველ ნაწილს ელჩ ჰარცელს მალე გადასცემენ და მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე ნაწილი კიდევ უფრო გრძელი და ფართოა. ამის შემდეგ ევროკავშირი შეისწავლის ამ პასუხებს და დაბრუნდება დამატებითი ინფორმაციისთვის. ეს ძალიან გრძელი და დეტალური პროცესია, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრმა გაიარა. ეს არის საქართველოს შანსი, აჩვენოს, რომ სურს, განახორციელოს საჭირო რეფორმები, საკანონდებლო ცვლილებები, რათა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს და კანონმდებლობას. საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა და ის მოითხოვს არა მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის, არამედ მთელი საზოგადოების მიერ წვლილის შეტანას ამ პროცესში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში

კელი დეგნანი: ერთმანეთზე თავდასხმა, მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება, ეს მხოლოდ რუსეთს ეხმარება

ვფიქრობ, რომ ერთმანეთზე თავდასხმები, ერთმანეთისთვის მოღალატის, პრორუსის ან ომის პარტიის წოდება არის ზუსტად ის, რაც საქართველოს არ სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით,  „არავის სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე“. „მე ვესაუბრე ძალიან ბევრ პოლიტიკურ ლიდერს. არცერთ მათგანს არ უსაუბრია საქართველოს ომში ჩართვაზე. ვფიქრობ, რომ ერთმანეთზე თავდასხმები, ერთმანეთისთვის მოღალატის, პრორუსის ან ომის პარტიის წოდება არის ზუსტად ის, რაც საქართველოს არ სჭირდება. ახლა საქართველოს ერთად დგომა სჭირდება, ერთად დგომა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად. ქართველებს შორის დაპირისპირება მხოლოდ რუსეთს ეხმარება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები გაამართლებენ დევიზს – "ძალა ერთობაშია", - აღნიშნა დეგნანმა.

კელი დეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უმკურნალონ კვალიფიციურმა სამედიცინო პროფესიონალებმა. ეს არის ადამიანის ძირითადი უფლება და ის, რისკენაც ჩვენ ასევე მოვუწოდებთ. მე ვიხილე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ისინი უზრუნველყოფენ სამედიცინო დახმარებას, რომელთაგან ნაწილზე, მათი თქმით, სააკაშვილი უარს აცხადებს. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციებს, ყურადღებით განიხილონ ეს რეკომენდაციები. სახალხო დამცველის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები, ეს არის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატი. ასე რომ, სწორედ ამ ოფისმა უნდა შეამოწმოს მისი მდგომარეობა და გასცეს რეკომენდაციები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა. „ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის მიმართ სრული ნდობა,“- განაცხადა ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  

კელი დეგნანი: უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ

უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. ამგვარ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი. ამგვარი თავდასხმები საქართველოს ნაწილებად ანგრევს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს და მხოლოდ რუსულ მიზნებს ემსახურება. ასე რომ, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, საქართველოსთვის, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.  

კელი დეგნანი: დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება, დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის. კელი დეგნანის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ეს არის ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისთვის და სხვებისთვის, რომლებიც ცილობენ საქართველოს გაყოფას. „აშშ თვალყურს ადევნებს, რაც საქართველოში ხდება. საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. მოხარული ვართ იმის ხილვით, რომ პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში მუშაობენ, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ცვლილებებისა და პროგრესის მიღწევა უნდა მოხდეს. გვსურს, მეტი აქტიურობის ნახვა პარლამენტში, მიღებული კანონებისა და სტრატეგიების მეტად განხორციელება, გვსურს, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ პარლამენტში იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე, გზებთან, წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საუკეთესო ადგილი, მათ განსახილველად, პარლამენტია, სადაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს და არა იჩხუბოს. ახლა, იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება, დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ეს არის ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისთვის და სხვებისთვის, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გაყოფას. ჩემი მესიჯი საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიმართ არის: დადგნენ ერთად და ერთად იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამაში უნდა დაიხარჯოს ახლა ენერგია“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა მედიასთან.  

კელი დეგნანი: საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთ თავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლო მის მიზნებს ემსახურება. საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „რაც შეეხება ურთიერთბრალდებებს უკრაინასა და საქართველოში გარკვეულ პირებს შორის, არ მსმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ამ ომში ჩაბმას ცდილობდეს, ფაქტობრივად, მე მესმის, რომ ადამიანები ძალიან ფრთხილები და სენსიტიურები არიან იმ ფაქტის მიმართ, რომ თქვენს ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან რუსული ძალები და საქართველოს აქვს რუსული ძალების მიერ მის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის მტკივნეული გამოცდილება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთ თავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლო მის მიზნებს ემსახურება. საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის, რომელიც ცილობს, წაგართვათ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია. „ჩემი ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი ბაიდენი, გარკვევით აცხადებენ, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით საქართველოს მოწყვლადობას, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას. ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. 30 წელია, ჩვენ საქართველოს თავდაცვის ძალებს ვეხმარებით, ვეხმარებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, იმისთვის, რომ გაძლიერდნენ და შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა, ეს არის სანაპირო დაცვა, ეს არის სასაზღვრო პოლიცია, ეს არის საქართველოს თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია. ყველანი უფრო ძლიერები არიან, გაზრდილი შესაძლებლობით, ისინი არამხოლოდ თანამშრომლობენ, არამედ შეერთებულ შტატებთან და NATO-ს მოკავშირეებთან მსახურობენ ავღანეთში, ერაყში. ასე რომ, ვიტყვი, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერია და ამას ჩემი ლიდერები გარკვევით აცხადებენ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა. დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილის მდგომარეობის პროფესიონალი ექიმების მიერ მიუკერძოებელი შეფასება. „ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, აქცენტი უნდა იყოს ამაზე. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობის შეფასება, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიერ მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართ ნდობა ყველას შეეძლება. ფუნდამენტურად ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბატონმა სააკაშვილმა ან ნებისმიერმა, მის მდგომარეობაში მყოფმა მიიღოს ის ზრუნვა, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კელი დეგნანმა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“. კობა ნაყოფიას განცხადებით, სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა.  იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. „პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.  

საგარეო საქმეთა მინისტრი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა შეხვედრისას აშშ-ისა და საქართველოს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი განიხილეს.საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის - თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.  

კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმეზე: დასაწყისიდანვე გაჩნდა კითხვები

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მთავარი არხის დირექტორის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ და თუნდაც აღქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მსგავსი „ქეისების“ შედეგების მიმართ. სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო „მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმ პოზიციაში არ ვარ, რომ საქმის არსებით ნაწილზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ. თუნდაც აღქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მსგავსი „ქეისების“ შედეგების მიმართ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელს, მეტად მიუკერძოებელს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის მშენებლობაში და ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს – ძალა ერთობაშია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ახლა დაპირისპირების დრო არაა და ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. კელი დეგნანი: ის, რომ თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა „ახლა არ არის ჩხუბისა და დაპირისპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ამ ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს. უნდა გაერთიანდეს ქვეყნის ინტერესების, უკეთესი მომავლის, სტაბილურობისა და წარმატების გამო. ერთობა არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში დაპირისპირების გადადება. იმედი მაქვს, რომ ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს, რაც მდგომარეობს შემდგომში - ძალა ერთობაშია“, - აღნიშნა დეგნანმა. აშშ-ის ელჩს ჟურნალისტებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შეფასება სთხოვეს, რომელიც მან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე არ ისაუბრებს.  პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია - ამერიკის საელჩო

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს სტუმრობდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. ამერიკის საელჩოს განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების შემოსვლისთვის მუშაობით შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. საელჩოს შეფასებით, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია და აჭარაში ყველაზე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს. „ტერმინალში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, როგორ უკვალავს მსგავსი ინვესტიციები გზას სხვა ამერიკულ ბიზნესებს, რომ დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და გამოიყენონ მისი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და კომერციული ჰაბის პოტენციალი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გასული წლის ივნისში გაიხსნა. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. წლის განმავლობაში ტერმინალს 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავება შეუძლია.

კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ის განცხადებები, რომ თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა. „30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოსთან, ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის. ყველა ჩვენი პროექტი თუ პროგრამა რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისაკენ, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი, რაც გახლავთ NATO-სა და ევროკავშირი ინტეგრაცია. ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამას ვუჭერთ მხარს, რომ ქართველმა ხალხმა და ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას მის ევროპულ მისწრაფებებში“, - აღნიშნა დეგნანმა. ამასთან, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ომი არცერთ ქვეყანაში არ სურს. ვიდრე უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, აშშ ყველაფერს აკეთებდა ამ კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად. „ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე, იმიტომ, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა, რომ უკრაინაში ომი შეჩერდეს. აშშ ყველაფერს აკეთებდა, რომ ვიდრე საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ომი თავიდან აეცილებინა. ამისთვის აშშ-მ დიდი მუშაობა გასწია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვინდა რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი. ზოგადად, ევროკავშირი და NATO არიან ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, წარმატებასა და მშვიდობას. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის მშვიდობის გარანტი. ზუსტად ეს გვინდა ჩვენ, ზუსტად ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ სრულიად ერთგულნი საქართველოს ამ მისწრაფებების - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის“, - აღნიშნა დეგნანმა.  

კელი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას განიხილებოდა ის გზები, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია, მხარი დაუჭიროს ეფექტიან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. „აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავი რეგიონული ვიზიტებისას ელჩი დეგნანი მოხარული იყო მოსამართლეებთან შეხვედრის შესაძლებლობით. საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას განიხილებოდა ის გზები, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია, მხარი დაუჭიროს ეფექტიან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. ელჩისთვის პატივი იყო დღეს შეხვედროდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ გამოცდილებასა და გამოწვევებზე სასაუბროდ. გასული 30 წლის განმავლობაში ქართველი და ამერიკელი მოსამართლეები და იურისტები ერთად მუშაობენ საქართველოს სასამართლო სისტემის გამტკიცებისა და მოდერნიზაციისთვის იურიდიული განათლების, ტრენინგებისა და გაცვლითი პროგრამების საშუალებით. შეერთებულ შტატებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის 30-წლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში 6 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ასობით მოსამართლე, შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამით გაიგზავნა. ხალხთა შორის ეს კავშირები წარმოადგენს ჩვენი მტკიცე პარტნიორობის საფუძველს. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სასამართლოს შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელდა.  

კელი დეგნანი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

„ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, ამ გზავნილით ვაშინგტონიდან მიმართა საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მოქალაქეებს. „მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით). ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

კელი დეგნანი: დროა ხელისუფლებისთვის, იმუშაოს ყველა მხარესთან - ეს არის ცალსახა გზა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოს მოსახლეობა ძალიან ცალსახად გამოვიდა გარეთ 20 ივნისს და გამოკითხვიდან გამოკითხვამდე გამოხატავს თავის მხარდაჭრას ევროკავშირის წევრობასა და ევროპულ გზასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს პირობები და რეკომენდაციები, რომლებზეც ევროკავშირის საბჭომ მკაფიოდ განაცხადა. უფრო მკაფიოდ მე ვერ ვიტყვი. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის ის ნაბიჯები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, იმედია, წლის ბოლომდე საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი.  ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი ძალიან პირდაპირი პასუხი. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირს სურს, მიესალმოს საქართველოს ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. ეს რეფორმები ახალი არ არის. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და განიცდიდა პროგრეს. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის. ვიმედოვნებ, ამას ვნახავთ მომავალ თვეებში“,- განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

თეა ახვლედიანმა კელი დეგნანს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული ხედვა გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ს ელჩს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობაზე; მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროცესის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თეა ახვლედიანი და კელი დეგნანი სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე, როგორც უწყების კომპეტენციაში შემავალ სხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განახლების საკითხებზე, რაც უფრო ფართო – საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ნაწილია. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, რომელთანაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაკავშირებს, გავაცანით შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, მის ფარგლებში შემუშავებული ხედვები, მიდგომები, პრიორიტეტები, რაც არსებულ რეალობას და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს დაეფუძნება,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.  

ახლა საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო არ არის - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, ახლა საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო არ არის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეთ სანქცირებული ტვირთის მქონდე გემის ბათუმის პორტში შესვლასა და უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით არახამიას განცხადებებზე, რომ თითქოს, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. კელი დეგნანის განმარტებით, ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ რუსეთს ასარგებლოებს. „გეთანხმებით, ეს ძალიან სერიზული ბრალდებებია და როგორც ადრეც განვაცხადე, ვფიქრობ, ასეთი სახის მსჯელობა, მთავრობებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა მედიის მეშვეობით, მედიისთვის საწყენად არ ვამბობ. მაგრამ ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უპასუხა ამ ბრალდებებს, რომ ბატონ არახამიას არ წამოუდგენია მტკიცებულებები. მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხები დიპლომატიური არხებით განიხილონ და შეწვიტონ საჯარო განხილვა, ვინაიდან საქართველო-უკრაინას შორის ამ საკითხებზე გაცვლა-გამოცვლით სარგებობს მხოლოდ რუსეთი. უკრაინა თითოეული ქალაქისთვის, თითუეული სიცოცხლისთვის იბრძვის და საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო ახლა არ არის, ახლა ამ ქვეყნების გაერთიანების დროა ორივე ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩი USAID-სა და სახალხო დამცველის ოფისს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდა. 27 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, თუმცა აღნიშნა, რომ საბაჟო სამსახურს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია. მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს. ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, „მთავარმა არხმა" გაავრცელა. ამას მოჰყვა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას კომენტარი, რომ, „აშშ-ში მათი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც მისი თქმით, რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. არახამიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.

კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობას შეუძლია, სწრაფად იმოქმედოს, როდესაც მას ეს სურს

ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად განახორციელოს კანონმდებლობა, სწრაფად მიიღოს კანონები. აშშ მზად არის, ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა. კელი დეგნანი: დროა ხელისუფლებისთვის, იმუშაოს ყველა მხარესთან - ეს არის ცალსახა გზა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად „ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია, იმოქმედოს სწრაფად, როდესაც სურს კანონმდებლობის მიღება, ჩვენ ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ასევე, სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება, ასევე ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად მოქმედება, როდესაც ეს სურს და ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ამ რეფორმების სწრაფად განხორციელება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. აშშ მზადაა და გამოხატავს სურვილს, ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ამ პროცესში. მომდევნო ექვსი თქვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დასაწყებად, დასაკარგი დრო არ არის, არის ბევრი დაინტერესებული მხარე, ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები, ასევე, მთავრობის ზოგი წევრი, რომელიც მზადაა ამ რეკომენდაციების განხორციელება დაიწყოს, ყველას სურს საქართველოს შესახებ დადებითი ანგარიშის მოსმენა", - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

კელი დეგნანი: აშშ ეხმარება საქართველოს, განავითაროს განახლებადი ენერგია, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე

„30 წელია, რაც შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოსთან, რათა განავითაროს მისი სუფთა, საიმედო, განახლებადი, ხელმისაწვდომი ენერგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი USAID-ისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც განახლებად ენერგიაში ინვესტიციებს ეძღვნებოდა.  „30 წელია, რაც შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოსთან, რათა განავითაროს მისი სუფთა, საიმედო, განახლებადი, ხელმისაწვდომი ენერგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა საქართველო იყოს უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი და არ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე. განახლებადი ენერგია და განახლებად ენერგიაში ინვესტიციების გაფართოება ასევე ეხმარება საქართველოს, გაუმკლავდეს კლიმატის გამოწვევებს, რაც სულ უფრო მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის. აქ, საქართველოში, სადაც თქვენ გაქვთ ასეთი ლამაზი გარემო და ეკოლოგია, განახლებადი ენერგია გეხმარებათ დაიცვათ ეს მშვენიერი, ლამაზი გარემო და ეკოლოგია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული შემოსავლებისთვისაც, რაც უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს უნიკალურობის შენარჩუნებას კერძო ინვესტიციების მეშვეობით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობას შეუძლია, სწრაფად იმოქმედოს, როდესაც ამის სურვილი აქვს

კელი დეგნანი: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ ჟურნალისტების კიდევ ერთ შეკითხვას უპასუხა. ელჩის განმარტებით, აშშ მსგავს აქტივობებს აკვირდება. „ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ჩვენ ვაკვირდებით ამგვარ აქტივობებს ყველგან. ჩვენ ვმუშაობთ სამთავრობო სტრუქტურებთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან, ეკონომიკის სამინისტროსთან. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამგვარ ანგარიშებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. 28 ივნისს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ რუსეთს ასარგებლოებს. 27 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, თუმცა აღნიშნა, რომ საბაჟო სამსახურს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია. მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს. ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, „მთავარმა არხმა" გაავრცელა. ამას მოჰყვა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას კომენტარი, რომ, „აშშ-ში მათი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც მისი თქმით, რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. არახამიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.

კელი დეგნანი: ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში ლგბტ საზოგადოების პრობლემებს გამოეხმაურა. ამერიკელი დიპლომატი „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში კინოჩვენების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული „ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ის გამოწვევები და პრობლემები, რის წინაშეც დგას საქართველოში ლგბტ საზოგადოება. მოგეხსენებათ, ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანების უფლებები აქვს პრიორიტეტულ რანგში, საგარეო პოლიტიკაში და მთავარი აქ გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მას ეპყრობოდნენ ღირსებით, ჰქონდეს თავისუფალი ცხოვრება შიშის გარეშე. მათი ეს უფლება არანაირად არ შეურაცხყოფს სხვის უფლებას, არ ლახავს სხვის კულტურას ან ტრადიციას. აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც განმტკიცებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე საქართველოს კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების კონვენციაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საკითხი დგას ასე, ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  „თბილსი პრაიდის“ კვირეული 28 ივნისს გაიხსნა.  

კელი დეგნანი: შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად

შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ, - საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს. კელი დეგნანი დღევანდელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველდღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა.შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე.  ასევე წაიკითხეთ: „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  

კელი დეგნანი: რუსეთია, ვინც სცადა ქართული ენის განადგურება, რუსეთია, ვისაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია, ვინც თქვენი ეკლესიები წაბილწა

„რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთი იყო ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები, რომელსაც შემდგომ ცხოველთა სადგომებად იყენებდნენ“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.   „მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. კელი დეგნანი: ომში ჩათრევის შესახებ ნარატივი FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება. რუსეთია, ვინც თქვენი ეკლესიები წაბილწა და გამოიყენა ისინი ცხოველთა სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ

ამერიკის ელჩმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საელჩო სწავლობს არსებულ ცნობებს. ელჩმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაჩვეულებრივი ღონისძიება“. „ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას. ჩვენთვის უცნობია, დაიწყო თუ არა რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. გუშინ, მართლაც არაჩვეულებრივი და პოზიტიური ღონისძიება გვქონდა. შევკრიბეთ ბევრი ქართველი. ჩვენ გვინდოდა, ხაზი გაგვესვა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ცოტა იმედგაცრუებულნი დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.   ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს 30 ივნისს გამოეხმაურა. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა. ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი, აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო. 

კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. როგორც დეგნანმა აღნიშნა, წერილი ბოლომდე ვერც კი წაიკითხა. „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე. ავტორი ალბათ, ვერ ხედავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად შექმნილი და მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი. ძალიან საშიშია, როცა კონსტიტუციური ინსტიტუტების ძირის გამოთხრა და შესუსტება ხდება. არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო ის, რაც მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი, თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ვინმეს საქართველო ომისკენ მიჰყავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი არ უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი არ გაგრძელდეს და ეს ომი დამთავრდეს, ის მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვისაც მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი აქვს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა NATO-ს სამიტზე მადრიდში კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რაც მიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომი. ასევე მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც ომში ჩართვასთან დაკავშირებით, რაზედაც ძალიან ბევრჯერ ითქვა და დაფიქსირდა პოზიცია, რომ სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი“, - განაცხადა დეგნანმა. დეგნანი ყველას რჩევას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ საქმე და 12 რეკომენდაციის შესრულება. „მე გეტყვით და ვიცი, იმას, თუ რა უნდა ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა, ევროპული ინტეგრაცია, რაც დემოკრატიულ მომავალს გულისხმობს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუნდაც, ინსტიტუტების კუთხით და ახლა ენერგია უნდა მიემართოს იმისკენ, ევროკომისიამ რა რეკომენდაციებიც გასცა, ეს რეკომენდაციები შინაარსიანად, ინკლუზიურად შესრულდეს და არა ზედაპირულად და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ, რადგან აღარ არის დასაკარგი დრო, ეს გეგმა უკვე შედგენილია და მის შედგენაში მონაწილეობა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, 22 ორგანიზაცია შეიკრიბა და შეადგინა სამოქმედო გეგმა, ზუსტად განსაზღვრულია, რა უნდა გაკეთდეს, არსებობს ძალიან კარგი გზამკვლევი. ახლა საჭიროა კეთება, მოქმედება და არა სიტყვები. ყველაზე მთავარი ახლა, სამუშაოს დაწყებაა, უკვე არსებობს კარგი გეგმები, ამისკენ უნდა მიემართოს ძალისხმევა, ყველამ იცის რა არის საჭირო და უნდა დაიწყოს მუშაობა, იქნება ეს კანონმდებლობის მიღება, რაც განსაზღვრულია, თუ იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რაც ევროკომისიამ გასცა და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება, სწრაფად. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ საქმე და ამ ყველაფრის განხორციელება“, - განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.  

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე: შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, მიშა ყაველაშვილს

სამწუხაროა, როცა დეპუტატს ტყუილებში ადანაშაულებ. ყაველაშვილი ხალხის მიერ არჩეულია და პასუხის ეს ფორმა და შინაარსი, ჩემთვის იყო სამწუხარო და დასანანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განცადა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილს წერილს გამოეხმაურა. „ამაში ჩვენ ვერ შევალთ ფორმა სწორია თუ არასწორია, როცა არის დამოუკიდებელი დეპუტატი, მას აქვს უფლება. აქ პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის იმიტომ, რომ მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ თან არგუმენტებით, ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ა.შ მართლა გაუგონარ რაღაცეებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა ბუნებრივია გაკრიტიკება, არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ გალერის ვეუბნებით არგუმენტით, შენ როცა ამბობ, რომ პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ეს არის ნონსენსი, ეს ხომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა. კრიტიკა არ სცილდება ეთიკის ფარგლებს, არ ვამბობთ, რომ ტყუილებს ლაპარაკობს გალერი. ეს ფორმა და შინაარსი ჩვენ არ აგვირჩევია, კრიტიკას ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით, შეურაცხყოფასაც ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე  

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. მან Facebook-ზე წერილი გამოქავეყნა, სადაც აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ“ კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე მისი თქმით, მან გადაწყვეტილება მიიღო გამოეყოს „ქართული ოცნების“ გუნდს, რათა რიგ საკითხებზე უფრო თავისუფლად ილაპარაკოს.  „ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.“ – წერს ღამბაშიძე. ღამბაშიძე საკრებულოს წევრად რჩება. ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა „ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს ქართული ოცნების გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით. რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის! თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს - მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების - ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა. და ბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე ქართული ოცნების გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ" - წერს ღამბაშიძე. ცნობისთვის, 8 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.

„ქართულ ოცნებას“ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ტოვებს

„ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში - ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, – ამის შესახებ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილი სოციალურ ქსელში წერს. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებსა და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის, იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა. თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა, მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, - წერს ჯიხვაშვილი. ცნობისთვის, 8 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.  

კელი დეგნანმა და კობა გვენეტაძემ ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების მიმართულებით სებ-მა გადადგა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შეხვდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენებზე გლობალურ საფინანსო სისტემაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის (Stand-by Arangement) მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც სებ-მა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ რუსეთის საფინანსო სექტორის მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით გადადგა. „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აფასებს ჩვენს თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან და მზად ვართ, სხვა პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული შოკის დაძლევის პროცესშია. ვფიქრობ, ეს სტაბილურობა სწორედ ეროვნულ ბანკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მყარი თანამშრომლობითაცაა განპირობებული", - განაცხადა კელი დეგნანმა. „აშშ-ის ელჩთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკა საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და პარტნიორია. სწორედ აშშ-ის ჩართულობით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და განვითარებას. აშშ-ის ელჩთან ვისაუბრე იმ რეფორმებსა და ნაბიჯებზე, რომლებიც სებ-მა გლობალური გამოწვევების ფონზე გადადგა. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას", - განაცხადა თავის მხრივ, კობა გვენეტაძემ.

საელჩო: ელჩი დეგნანი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია. ამის შესახებ ამერიკის საელჩო იუწყება.  „საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა საელჩოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ჩვენ ქართველ კოლეგებთან, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ელჩი დეგნანი ბანკის ხელმძღვანელობას გუშინ შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია და განეხილა გზები, რომლებიც ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჩვენს პარტნიორობას უფრო გააღრმავებს“, - აღნიშნული ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კელი დეგნანმა და კობა გვენეტაძემ ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების მიმართულებით სებ-მა გადადგა ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ხსენებული შეხვედრის შესახებ 12 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია.  

პრეზიდენტი ამერიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმცია პრეზიდენტის Facebook გვერდზე განთავსდა. შეხვედროს სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა და შესაბამისად, უცნობია, რა თემები განიხილეს კელი დეგნანმა და სალომე ზურაბიშვილმა.

კელი დეგნანი: ომში ჩათრევის შესახებ ნარატივი FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა

„როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ის არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩმა თავდაპირველად, NATO-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. „საქართველო NATO-ს ძლიერი პარტნიორია. ეს გამოჩნდა იმ მაღალი დონის დელეგაციითაც, რომელიც საქართველოდან მადრიდის სამიტს დაესწრო. ამ სამიტზე გამოჩნდა ისიც, რამდენად ძლიერია ალიანსის ერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის წინაშე. ეს იყო დადასტურება NATO-ს მიზნებისა, რომელიც თავდაცვითი ალიანსია და ემსახურება მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ევროპაში და მის მიღმა. ბევრი რეფორმა პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვისაა მოთხოვნილი. ამ რეფორმების შესრულება წაადგება NATO-ში ინტეგრაციის პროცესსაც, რადგან იგივე პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმებია მოთხოვნილი. უნდა გვახსოვდეს, რომ NATO არის პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური სტანდარტები. აშშ და მისი მოკავშირეებს მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს იმ პროგრესის მიღწევაში, რაც წევრობისთვის დაეხმარება. კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთს  საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთი იყო ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები „მე ეფესბეს სახელმძღვანელო წაკითხული არ მაქვს. არ ვიცი, ვის რა აქვს წაკითხული", - განუცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც კელი დეგნანის კომენტარის შეფასება სთხოვეს.

ამერიკის ელჩი: ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პროგრამები ღია და ხელმისაწვდომია სასამართლო სისტემაში მრავალი პროფესიონალისთვის. „მე ვერ ვისაუბრებ მოსამართლის სახელით. შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია, მათ შორის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მოხდეს გამოცდილებისა და იდეების გაზიარება. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა განხორციელდა და ეს იყოს სასარგებლო როგორც ქართველი, ისე ამერიკელი მოსამართლეებისთვის. ეს არის ძალიან პოზიტიური და ეს პროგრამები ღია რჩება ქართველი მონაწილეებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა. მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს.  დეგნანის თქმით, აშშ წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. „ეს არის ცენტრალური საყრდენი ამ სამუშაოსი, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში, ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მოსამართლე ამბობს, რომ აშშ-ში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე ასევე მიუთითებს მასსა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე.

კელი დეგნანის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს მშვიდობის დასამყარებლად და იმისთვის, რომ ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა, სხა ქვეყნებზე არ გავრცელდეს

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ძალიან ბევრს მუშაობს, რომ პუტინის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს ძალიან ბევრს მშვიდობის დასამყარებლად და იმისთვის, რომ ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა, სხა ქვეყნებზე არ გავრცელდეს, იქნება ეს საქართველო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ელჩის განმარტებით, ამისთვის შეერთებული შტატები ყოველდღიურად, ძალიან ბევრს მუშაობს. კელი დეგნანის განცხადებით, ეს ომი დაიწყო პუტინმა და მასვე შეუძლია დაასრულოს ის. „ჩვენ კი, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას, რომ ქვეყანას ჰქონდეს წარმატებული მომავალი და გახდეს, NATO-ს, ევროკავშირის და ევროატლატიკური ოჯახის წევრი. ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორობა გვქონდა, მიუხედავად იმისა, თუ რომელია პარტიაა სათავეში. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. ეს იყო ასე ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაში გამოიხატება. კერძოდ, ეს გულისხმობს უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვრის დაცვას, ეკონომიკის გაძლიერებას, ჯანდაცვას, განათლების სფეროს და ასე შემდეგ. ეს ხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხის სურვილი შესრულდეს და მათ ჰქონდეთ განვითარებული, წარმატებული, სტაბილური ქვეყანა, რომელიც არის დასავლეთთან ინტეგრირებული. ყოველთვის კარგია, როდესაც არჩეული პირები გამოხატავენ თავისი ამომრჩევლის ინტერესებს და ზრუნავენ მათ პრობლემებზე და მიმაჩნია, რომ თავად ამომრჩევლებიც ხედავენ ამას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სურს, ქვეყანა ინტეგრირდეს ევროკავშირში. შესაბამისად, ეს დიდი ძალისხმევა და შრომა უნდა იყოს მიმართული იმ რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომელიც ევროკომისიამ გასცა და რაც იქნება ერთგვარი ბილეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის ქართველი ხალხის პრიორიტეტი და სწორედ ამას მოელის ამომრჩეველი, საქართველოს მოსახლება მის მიერ არჩეული პირებისგან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.   ჟურნალისტებმა ელჩს ასევე ჰკითხეს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. კელი დეგნანის განცხადებით, მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. აშშ-სთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის. „მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო „ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და ეს ეხება არამხოლოდ ჟურნალისტებს. ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, რომ არ ეჩქარათ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოში მიღებულ საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, გამოეძიებინათ ის ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პირების მოსმენების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების საგანი ყველასთვის, რადგან ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ. მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კვირაში ეთიკის ქარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგ დისკუსია. ისინი საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც შეეხებოდა ზეწოლას, თავდასხმებს და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. ჩვენთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტი: ძალიან ვწუხვარ აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო წუხილს გამოთქვამს.  „ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომლებიც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. არ მგონია, ეს სწორი ფორმა იყოს. თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან საუბარი ერთი-ერთზე გაიმართოს და არა ტელევიზიებით და მედიის საშუალებით. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის Facebook გვერდზე 13 ივლისს განთავსდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. 15 ივლისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის გამამტყუნებელი განაჩენის დეტალებით ელჩი კელი დეგნანი დაინტერესდა. მოსამართლე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს. როგორც კელი დეგნანმა 15 ივლისს, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.

კელი დეგნანი: ჩვენი სურვილია, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-სთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის. „მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „მთავარი არხის“ რედაქციაში სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით მოპოვებული აუდიოჩანაწერის გავრცელების შესახებ. „ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და ეს ეხება არამხოლოდ ჟურნალისტებს. ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, რომ არ ეჩქარათ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოში მიღებულ საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, გამოეძიებინათ ის ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პირების მოსმენების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების საგანი ყველასთვის, რადგან ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ. მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კვირაში ეთიკის ქარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგ დისკუსია. ისინი საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც შეეხებოდა ზეწოლას, თავდასხმებს და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. ჩვენთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს.

კელი დეგნანი ნინო ლომჯარიას შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დღეს საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. კარლ ჰარცელი სახალხო დამცველის აპარატს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია „შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ელჩს გააცნო თავისი ხედვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის ძირითადი წინაპირობაა და ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევები განიხილა; ასევე, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სვანეთში სტუმრობისას ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სვანეთში სტუმრობისას ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა. „მესტიაში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა სვანური ცეკვა ისწავლა.         დიდი მადლობა ანსამბლ „რიჰოს“ შესანიშნავი გაკვეთილებისა და სვანეთის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაზიარებისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკის საელჩო: ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი წალენჯიხაში იმყოფება. ელჩი დეგნანი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა, რომ მათგან მედია წიგნიერების უახლესი ტენდენციების შესახებ მოესმინა. აშშ-ის ელჩის ვიზიტის შესახებ ამერიკის საელჩო იტყობინება.  „ციფრულ ერაში ინფორმაციის მიღებისას დაფიქრება გვმართებს. ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის, რომლებიც დაბნეულობისა და უნდობლობის დათესვას ცდილობენ. საელჩოს მრავალი წლის პარტნიორ მედია განვითარების ფონდთან ერთად საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს მედია წიგნიერებით ვაძლიერებთ . წალენჯიხაში ელჩი დეგნანი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა, რომ მათგან მედია წიგნიერების უახლესი ტენდენციების შესახებ მოესმინა“, - წერია ინფორმაციაში.  

კელი დეგნანი: საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს, როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა. ამერიკის ელჩის თქმით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, ეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის შესაძლებლობების განვითარებაში, მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალიზმის გაუმჯობესებაში, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობაში. კელი დეგნანის განცხადებით, ეს მოიცავდა უამრავ გაცვლით პროგრამას შეერთებული შტატების ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და იურისტებს შორის. „ჩვენ საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს და როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით­ ერთმანეთს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ვისაუბროთ ჩვენს უთანხმოებებზე და ამას, როგორც წესი, კერძო საუბრებში ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტიანია. ხანდახან საჯაროდაც ვსაუბრობთ, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე დიდი შეშფოთება გვაქვს და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ შემთხვევაშიც. ჩვენ გამოვაქვეყნეთ საჯარო განცხადება, რომელშიც გამოვთქვით შეერთებული შტატების შეშფოთება (ნიკა გვარამიას საქმეზე. რედ.) დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. მხოლოდ შეერთებული შტატები არ გამოხატავს ამ შეშფოთებებს. იგივე წუხილი გამოთქვეს სახალხო დამცველმა, არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებმა. ამრიგად, ეს არ არის რაღაც, რაც ფარულად გაკეთდა. ეს გაკეთდა საკმაოდ საჯაროდ და ეს საკმაოდ ნორმალურია. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, - აღნიშნავს ელჩი და ამატებს, რომ ეს არ არის სკანდალი, არამედ, ძალიან რუტინული პროცესია. ამერიკის ელჩი: ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს

აშშ-ის ელჩი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე: არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანს საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. „მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში რაც ხდება. ყველაზე სასიამოვნო რაც რეგიონებში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, მართლაც ხედავ, სად არის ამ ქვეყნის მომავალი, ხალხი რეგიონებში ნამდვილად არის ორიენტირებული მომავალზე და არა ამაზე. არ ვიცი, რაზეა საუბარი. არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი რაზე საუბრობს ის“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.  

კელი დეგნანი: ხალხი რეგიონებში ნამდვილად ფოკუსირებულია მომავალზე

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტებს რეგიონებში ვიზიტის შთაბეჭდილებებს უზიარებს. საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სვანეთში სტუმრობისას ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა „მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში რაც ხდება. ყველაზე სასიამოვნო რაც რეგიონებში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, მართლაც ხედავ, სად არის ამ ქვეყნის მომავალი, ხალხი რეგიონებში ნამდვილად არის ორიენტირებული მომავალზე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.  

ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა ეფექტიანი და სანდო სასამართლოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს - ამერიკის საელჩო

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდში მოსამართლეებს შეხვდა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა ეფექტიანი და სანდო სასამართლოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.  „რა უწყობს ხელს მშვიდობას, სტაბილურობასა და თანაზიარ კეთილდღეობას? - კანონის უზენაესობა და სასამართლო დამოუკიდებლობა. ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა განიხილეს საელჩოს მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი, ააშენოს ეფექტიანი და სანდო სასამართლო ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მენტორობა და სასწავლო კურსები. აშშ-ის ერთგულება საქართველოს განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი კვლავაც მტკიცეა“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. ამასთან, ამერიკის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეწვია. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო მზადაა, ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ხალხის საკეთილდღეოდ. მხარეებმა დაათვალიერეს პროექტები, რომელიც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანი ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაშიც იმყოფებოდა და სტუდენტებს გაესაუბრა.  

ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე - აშშ-ს საელჩო

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სამხედრო-საზღვაო ძალების 133-ე სამშენებლო ბატალიონს შეხვდა. კელი დეგნანმა მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენებს საქართველო ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტს, როცა მასშტაბურ წვრთნებს უმასპინძლებს და აღჭურვილობის გადატანა გახდება საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.  „სამხედრო თანამშრომლობა, წვრთნები და ერთად მსახური - ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომელსაც ვაგრძელებთ მშვიდობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობით. ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტის მშენებლობა საკვანძო პროექტია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

შეერთებული შტატები საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისმა ბრიფინგი ხსენებული თემით, შეკითხვების დასმამდე დაიწყო.  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ამ მისწრაფებას, თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას. „ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ ამ მისწრაფებას. თუმცა ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ განვაგრძობთ ფოკუსირებას საერთო მიზნების მხარდაჭერაზე. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება. დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე დაასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია", - განაცხადა ნედ პრაისმა. შეკითხვას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს შეერთებული შტატები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ საქართველომ თავისი წილი ვალდებულება უნდა შეასრულოს. აშშ მხარს უჭერს საქართველოში რეფორმებს და ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ნედ პრაისის თქმით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ ყველა მხარესთან უნდა იმუშაოს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის მხარე. არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც თავად საქართველომ უნდა გადადგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ის უზრუნველყოფს საქართველოს გზის გაგრძელებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.მან გადადგა ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების აღიარებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან - ქართველ პარტნიორებთან, ახორციელებენ რა ისინი აუცილებელ რეფორმებს და რეფორმებს, რომლისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვჯერა, რომ გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ არის ნათელი, რეალური, მიღწევადი და ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელიც მას მიეცა, გააგრძელოს ეს გზა, იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან და ქართული საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ერთად შეასრულოს ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის ელჩზე თავდასხმა არ ყოფილა, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც თავად აკეთებს, მმართველ პარტიას გადააბრალოს

"ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა - ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა. ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს "ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი გამორიცხულია მომავალშიც. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ათწლეულების განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ფასეული. თუ ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას კარგად გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. საპასუხოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე 19 ივლისს. კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა „არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის“, - აღნიშნა ელჩმა. „კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს. ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს. 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.  

კელი დეგნანი: ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს

აშშ ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რადგან საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი, რაც შეეხება ვაშინგტონს და იმ განცხადებას, რომელიც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ყურადღებით ადევნებს თვალს აქ მიმდინარე მოვლენებს, რადგან საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ზრუნავს ქვეყანაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ 30 წლის განმავლობაში და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს მედია დამატებით დაინტერსდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაზე ელჩის პოზიციით. „როგორც მან თქვა, პარტნიორები ასე არ ურთიერთობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ დიპლომატი, წარმოვადგენ ამერიკას და ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს და რაც ბატონმა პრაისმა თქვა, აბსოლუტური სიმართლეა, ჩვენ მეტი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, როგორც პარტნიორები და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც ვრცელდება სპეკულაციები, ჭორები და ასე შემდეგ, ძალიან დამაბნეველია საქართველოს მოსახლეობისთვის და ეს არ უწყობს ხელს დიალოგს“, - უპასუხა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანი: საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს, როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. საპასუხოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე 19 ივლისს. კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა „არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის“, - აღნიშნა ელჩმა. „კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს. ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს. 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.

კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას

„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მისი კოლეგის კარლ ჰარცელის მისამართით, მმართველი პარტიიდს ლიდერის განცხადების შეფასებისას განუცხადა. კელი დეგნანის შეფასებით, ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ამის თქმა ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ მძიმე სამუშაოს ასრულებდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რთული წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს მის მიერ გაწეულ რთულ სამუშაოს, რისი საშუალებითაც ის ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო საქართველოში. მან შესანიშნავი გზავნილი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

კელი დეგნანი: საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან

„საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან და როდესაც გვქონია მანამდე შეხვედრები, მე ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნაალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან შეხვედრის შესახებ კვლავ ჰკითხეს. ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს „საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან და როდესაც გვქონია მანამდე შეხვედრები, მე ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ჩვენს მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიმართულებით. არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ისეთი ტიპის, რომ რაიმე მომეთხოვოს ან დამეშანტაჟებინოს. ასეთი რამ არ ყოფილა. ამ ადამიანს, რომელიც ამაზე საუბრობს, პირადად არ ვიცნობ და არ ვიცი, რატომ საუბრობს ამას, რადგან არცერთ ასეთ შეხვედრას არ დასწრებია“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. აშშ-ის ელჩი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე: არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.

კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე

„ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ვინმეს სანქცირებისთვის, ან დასჯისთვის. ჩვენი პროგრამები ღიაა მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, ისარგებლონ ამერიკელ კოლეგებთან, სასამართლო ექსპერტებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით ჰკითხეს. „სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია დავეხმაროთ საქართველოს, განავითაროს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა. იმისთვის, რომ გამოტანილი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანონს, წარდგენილ მტკიცებულებებს და ამ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად ხდებოდეს. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აქ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ზეწოლა არ მოდის აშშ-ის საელჩოსგან. ამერიკის ელჩი: ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს მოხარული ვარ, რომ მქონდა მოსამართლეებთან შეხვედრის პატივი და ამ შეხვედრებზე განვიხილეთ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც აშშ-ს საქართველოსთან აქვს და ეხმარება საქართველოს, რომ ჰქონდეს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და ეს არის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. აშშ-ის საელჩოში არავინ არის ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლისა და გავლენის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე ან გავლენის მოხდენას რომელიმე საქმეზე გადაწყვეტილებზე. სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ხაზს უსვამს ისეთი მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების გამოტანის უნარს, რომლებიც კანონსა და წარდგენილ მტკიცებულებებს ეფუძნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფოთისა და მესტიის მღვდელმთავრებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფოთისა და მესტიის მღვდელმთავრებს შეხვდა. "საქართველო და შეერთებული შტატები იზიარებენ რწმენის ძლიერ ტრადიციას, რელიგიური ტოლერანტობის სულისკვეთებასა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას. სამეგრელო-ზემო სვანეთში ელჩი დეგნანი სულიერ წინამძღოლებს შეხვდა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა დაუდასტურა. ორ ათწლეულზე მეტია, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ქვეყნის უნიკალური კულტურისა და ისტორიის, მათ შორის ხატებისა და ეკლესიების შესანარჩუნებლად. მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი გვესაუბრა მრევლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე სვანეთში, რომელშიც ევროპაში ერთ-ერთი უმაღლესი მუდმივად დასახლებული ქალაქიც შედის. ელჩი დეგნანი ასევე შეხვდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, რომელსაც ახლახან ნიუ იორკის წმინდა ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიისგან დოქტორის საპატიო ხარისხის მინიჭება მიულოცა და მოისმინა მის საქმიანობაზე, რომელსაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის რანგში ახორციელებს“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კახა კალაძე: კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს

"კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.  კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას "არ ვიცი, ვერ გეტყვით რას გულისხმობს (კელი დეგნანი) კრიტიკაში. შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, როგორც ვიცი. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა", - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.  

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ელჩებს

„პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ცალკეულ ელჩებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკს ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც, რადგან სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არა გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული. არის რაღაცები დიპლომატიაში, ჯერ ერთი, ინსტიტუტების ურთიერთობა, ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე. აგერ იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრინდეს, ნახევარი საათით გვაქვს სასაუბრო. რატომ არავინ არ ჩასულა 12 პუნქტის შემდეგ, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ ბრალდება ხან ერთზე, ხან მეორეზე, ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.  

კელი დეგნანი: საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება

„როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება“, - ამერიკის საელჩო ელჩ კელი დეგნანის სიტყვებს ავრცელებს.

ნედ პრაისისადმი მიმართვის შემდეგ, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ღია წერილს კელი დეგნანს უგზავნიან

პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ. „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ „უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენ მიერ კითხვების დასმის მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ სწორედ მისი დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის დაცვა გახლდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ქართულ საზოგადოებას არ დაეკარგა ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ეჭვის დონეზეც კი არ დაეშვა, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედარებით უკეთ შესაკავებლად, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. ვფიქრობდით, რომ ამგვარი ეჭვის გაღრმავების შემთხვევაში, დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, რომლის გამყარებაშიც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, უმძიმესი ზიანი მიადგებოდა. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ აშშ-ის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის თავიდან აცილება და დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციული ზიანის პრევენცია იყო. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ თავი ვალდებულად, თქვენთვის დაგვესვა რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც, შეურაცხყოფის ნაცვლად, მკაფიო პასუხების მიღებას ველოდით.  კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აღნიშნული შეკითხვების შინაარსს: 1. ჩვენ გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ იყო მიმართული (სათითაოდ აღარ გავიხსენებთ გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჩერგოლეიშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას, კასიანოვის, ილვესის და სხვების პირდაპირ თუ ირიბ მოწოდებებსა და განცხადებებს, რომლებიც საქართველოში ომის იდეის მომწიფებას ისახავდა მიზნად; აღარ გავიხსენებთ არც სანქციების დაწესებასთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებულ უმძიმეს პროვოკაციებს; აღარ გავიხსენებთ არც ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას სანქციების არდაწესებისა და მოხალისეების არგაგზავნის გამო). ქალბატონო ელჩო, ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ფაქტებს თქვენ ტყუილი უწოდეთ, თუმცა, ჩვენს მიერ ნახსენები ყველა განცხადება საჯარო სივრცეში გაკეთდა და ისინი მედიამ ფართოდაც გააშუქა. შეკითხვაზე პასუხის არგაცემით, თქვენ დაგვიტოვეთ ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნებით, არამედ მისი წახალისება თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე ჩვენი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ლომჯარიასთან თქვენი დემონსტრაციული შეხვედრაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა. ჩვენი ეს ლოგიკური დასკვნა თავად ლომჯარიამაც დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ თქვენი შეხვედრა მისთვის მხარდაჭერის ღიად დაფიქსირებას ისახავდა მიზნად. ლომჯარიასთან შეხვედრით ქართულ საზოგადოებას თქვენ ღიად უთხარით, რომ საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასა და საქართველოში „ბომბების ცეცხლს“ შორის უპირატესობას თქვენც საქართველოში ბომბების ცეცხლს ანიჭებთ. ალბათ, ხვალ კიდევ ერთ თქვენს ფავორიტს, ეკა გიგაურსაც შეხვდებით, რომელმაც სათქმელი კიდევ უფრო ნათლად გამოხატა და განაცხადა, „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“. აქვე გავიხსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ თქვენ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთეთ - „როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგო“. ომის რიტორიკის ღია მხარდაჭერის ფონზე, ეს ფრაზა საბოლოოდ ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რადიკალების მიერ წარმოებული კამპანიის მხარდაჭერა არა თქვენი პოლიტიკური სუბიექტივიზმის, არამედ წინასწარ მოფიქრებული გეგმის გამოხატულებაა; კელი დეგნანი: საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება 2. ჩვენი მორიგი შეკითხვა ბაკურიანის შეკრებას შეეხებოდა. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ამ შეკრებას, სადაც რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ამერიკიდან ჩამოსული პიტერ აკერმანი რევოლუციის მოწყობაში ატრენინგებდა. ასევე გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა მიერ მოგვიანებით დაყენებულ მოთხოვნას ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ. ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებმაც სცენიდან აღნიშნული მოთხოვნა წამოაყენეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით ფინანსდება. თუმცა, ამ კითხვებზე თქვენი პასუხი არ მოგვისმენია, რასაც იმის დასტურად აღვიქვამთ, რომ, სამწუხაროდ, ბაკურიანის შეკრებასაც ქმედითად თანაუგრძნობდით და მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნასაც მხარს უჭერდით; კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე 3. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების, ხოლო, მოგვიანებით, მოსამართლეების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ: ა) მოსამართლე ჩხიკვაძე დაიბარა თქვენი საელჩოს თანამშრომელმა; ბ) საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს თქვენი სახელით მოსთხოვა ანგარიში გვარამიას საქმის შესახებ; გ) შეხვედრის დასრულებისას, საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს აცნობა რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტიდან მისი მოხსნის შესახებ. ჩვენ დავინტერესდით, ადასტურებდით თუ არა ამ ფაქტს, რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, საქართველოს კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა. სასურველი იყო, თქვენგან ამგვარი შესაძლო ფაქტის უარყოფითი შეფასებაც მოგვესმინა, რაც საზოგადოებას გაუმყარებდა რწმენას, რომ ამერიკის საელჩოს არცერთი თანამშრომელი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და სისტემაში კლანური ელემენტების შეტანას მომავალში მაინც არ ეცდება და არ იკადრებს. თუმცა, თქვენ ეს ფაქტი არც უარყავით და არც შეაფასეთ, რამაც საბოლოოდ გაგვიმყარა რწმენა, რომ ჯერ ნაციონალური მოძრაობის, ხოლო შემდეგ მოსამართლეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა ნორმად გინდათ წარმოგვიჩინოთ; 4. და ბოლოს, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, გქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენდა ნათელს და მრავალ ეჭვს გაფანტავდა, მათ შორის გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარიული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. თუმცა, თქვენს მიერ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ამ ეჭვს, პირიქით, საბოლოოდ გვიმყარებს. რომ შევაჯამოთ, თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ: 1. თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას. 2. თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას.  3. თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას.  4. თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა. რადგან გაქვთ იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად შეგიძლიათ ჩაერიოთ, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეთ. თუმცა, ჩვენს ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჩართვა არჩიეთ. როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარების ლეგიტიმურ კითხვებს გაურბიხართ, სიმართლის გაგებას გვიკრძალავთ და ჩვენი გაჩუმება გინდათ, ეს თქვენს დამოკიდებულებას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ცხადად აჩვენებს. ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის - ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა. იგივე ეხება მეორე ფრონტის საკითხსაც. რა თქმა უნდა, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული შეღავათი იქნებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ამარაგებთ უკრაინას იარაღით და შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უპირატესობის განეიტრალება თქვენთვის პრინციპული ამოცანაა. გარდა ამისა, გვესმის, რომ მეორე ფრონტი დამატებით შეარყევდა რუსეთის იმიჯს, რაც ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ფრონტის დახმარების მოტივაციას შეუნარჩუნებდა. თუმცა, როდესაც ამგვარი მიზანი გამოძრავებს, უნდა გაბედო და ქართველ ხალხს ეს ღიად უნდა უთხრა. რაც მთავარია, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მისცე და მის ზურგსუკან, კულისებში მისი ხელისუფლების დარწმუნებას თუ იძულებას არ უნდა ეცადო. იმასაც ვიტყვით, რომ გვაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საუბრები იმართებოდა კონკრეტულ კაბინეტებში, თუმცა, ამ საუბრების დეტალების გასაჯაროებისგან კვლავაც თავს შევიკავებთ. აქვე ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული. კელი დეგნანი: საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის. თუმცა, იმისათვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს. კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. „როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ. როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ, შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბატონმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებული განცხადებით დაადასტურა, რომ „აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

კელი დეგნანი: ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი, სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი, სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე“, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა შეკითხვას, რამდენად არის პერსონალური სანქციების დაწესების თემა აქტიური განხილვის საგანი შეერთებულ შტატებში? კელი დეგნანის შეფასებით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. „შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. „შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ. „ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. საელჩო ორიენტირებულია გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა, რამაც განსაზღვრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იყო წარმატებული და პროდუქტიული პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რითიც ათასობით საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

კელი დეგნანი: ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს

შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას უწევს არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმასთან“ინტერვიუში განაცხადა.  აშშ-ის ელჩის თქმით, ამერიკისა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება, საქართველოს უსაფრთხოების დასუსტებას და ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.  „საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - განაცხადა დეგნანმა.  ელჩის განცადებით, რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაჰყოს საქართველო და მისი მოკავშირეები ასეთ დროს. „საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე დიდი მეგობარი. ჩვენ საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად - რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.  

კელი დეგნანი: საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ, ქართველი ხალხის მხრიდან, მომავლის ხედვა არ შეცვლილა

როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები და როგორ არის შესაძლებელი, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს, შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამ შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ფოკუსი მნიშვნელოვან საკითხებზე შენარჩუნდება. კელი დეგნანი: საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი „ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს [მოლაპარაკების] მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას უწევს არამხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც. ამის გამო, ელჩის თქმით, ამერიკისა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება, საქართველოს უსაფრთხოების დასუსტებას და ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება. მისი თქმით, „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. კელი დეგნანი: ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს „ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“, - აღნიშნავს კელი დეგნანი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. კელი დეგნანის თქმით, ქართველი ხალხის მხრიდან, მომავლის ხედვა არ შეცვლილა. „წელს მთელს ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყველგან, სადაც მივდივარ, ხალხს, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, უფრო მჭიდრო კავშირები სურთ და შეერთებულ შტატებთან უფრო ღრმა თანამშრომლობა აქვთ“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი.

კელი დეგნანი: საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. „ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“. წელს, შეერთებული შტატები და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელს აღნიშნავს. ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს და 30 წლის განმავლობაში, ამ ურთიერთობაში ჩადებულ გულმოდგინე შრომას ეფუძნება“. მისვე თქმით, ქართველი ხალხის მხრიდან, მომავლის ხედვა არ შეცვლილა. „წელს მთელს ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყველგან, სადაც მივდივარ, ხალხს, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, უფრო მჭიდრო კავშირები სურთ და შეერთებულ შტატებთან უფრო ღრმა თანამშრომლობა აქვთ“, - აცხადებს ელჩი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით, მაქსიმუმს გავაკეთებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას, იყო თუ არა საქმის კურსში შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის გაიმართა. ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შეერთებული შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „მე როგორც პრემიერ-მინისტრი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას, გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით მე მაქსიმუმს გავაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რატომ დაიწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანტიდასავლური კამპანია და ეთანხმება თუ არა „განდგომილების პოზიციას“, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ დიდი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში“. „ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ და ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც არის ომი, ავარიდეთ ქვეყანას მიუხედავად დიდი პროვოკაციებისა, პირდაპირი მოწოდებებისა“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან. „ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა“, - დაამატა ღარიბაშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩს ღია წერილით მიმართავს

პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს. სოზარ სუბარი კელი დეგნან კითხვით მიმართავს, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო; ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება და შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება. კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“ „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მოუხდა პოზიციის შეცვლა და იმის თქმა, რაშიც ჩვენ ეჭვი იმთავითვე არ გვეპარებოდა. ჩვენი ლოგიკით, დარწმუნებული ვიყავით, რომ ომის დაწყების შემდეგ შეხვედრა ამერიკის ელჩსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა და ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი უკვე მივიღეთ. თუმცა, ამერიკის ელჩის უკანასკნელმა ბუნდოვანმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაგვიმყარა საფუძვლიანი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილისგან კონკრეტული შედეგის მიღებას ემსახურებოდა. თუ მანამდე ამერიკის ელჩი შეხვედრის გამართვის შესახებ არიდებდა თავს მკაფიო პასუხის გაცემას, ახლა ის შეხვედრის შინაარსის შესახებ საუბრობს ბუნდოვანი ფრაზებით. ეს შეხვედრა „აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერის სფეროში“ რომ არ ეხებოდა, ბავშვისთვისაც ცხადია. გარდა ამისა, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რაც სრულიად არადამაჯერებელია. როდესაც ამერიკის ელჩი ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი საათით ხვდება, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ განიხილება პირად შეხვედრად. შესაბამისად, ელჩის განცხადება „პირადი შეხვედრის“ შესახებ კიდევ უფრო აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მას რაღაც აქვს დასამალი. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული და ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ომის დაწყებიდან არასრული ერთი თვის თავზე ელჩის მოთხოვნით არავითარი პირადი შეხვედრა არ გაიმართებოდა. კელი დეგნანმა ისიც განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია. მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილთან მისული ამერიკის ელჩი საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში პირდაპირი ტექსტით არ მოითხოვდა. დიპლომატიაში დაუწერელი კანონია, რომ ასეთი მოთხოვნა ირიბი ფორმით უნდა დააყენო. შესაბამისად, როდესაც ელჩი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია, ეს ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორც მისივე განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს „საკმაოდ დიდი ხანია“ არ შეხვედრია. ელჩისთვის ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება შეიძლება ისეთივე ე.წ. აღქმის საკითხია, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, კელი დეგნანმა მოსამართლე ჩხიკვაძის საელჩოს თანამშრომლის მიერ დაბარება, მისთვის ელჩის სახელით კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნა და ამერიკაში ვიზიტით არგაშვება ისე დაადასტურა, რომ იქვე აღნიშნა, ეს მოსამართლეზე ზეწოლა არ იყოო. შეიძლება ის ბიძინა ივანიშვილსაც ზუსტად ისევე არ აშანტაჟებდა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძეზე არ განუხორციელებია ზეწოლა. ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული. მაგალითად, თუ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით გამოხატა უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებაზე მითითებით, ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება მოსთხოვა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს უკვე ცხადი შანტაჟია. ამ ყველაფერს ისიც თუ დაემატა, რომ შეხვედრაზე ელჩი ბიძინა ივანიშვილისგან, მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მთელი დაჟინებით ითხოვდა, ომისკენ მიმართული შანტაჟის ლოგიკური ჯაჭვი უკვე სრულად იკვრება. ცხადია, ბიძინა ივანიშვილს ელჩისგან უშუალო დაშანტაჟება საერთოდ არ ჭირდებოდა. როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული. იმ დროისათვის, მას შეჩერებული ქონდა არა მხოლოდ საბანკო გადარიცხვები, არამედ, აგრეთვე, ფერწერული ნამუშევრების გადატანა ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან და ვერტმფრენის ჩამოყვანა გერმანიიდან, რაზეც საერთაშორისო მედიაში უამრავი სტატიაც დაიბეჭდა. ასეთ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის არდაშანტაჟება ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ამერიკაში ვიზიტის „რუტინული მიზეზებით“ გაუქმება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიპლომატიას თავისი შეზღუდვები აქვს და ელჩი საქართველოს ომში ჩართვას ბიძინა ივანიშვილისგან ღია ტექსტით არ მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სივრცეში გაიმართა. თუმცა, ცხადია, ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციით უკმაყოფილების გამოხატვა, პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დაჟინება ბიძინა ივანიშვილისთვის იქნებოდა სრულიად საკმარისი ლოგიკური საფუძველი იმისათვის, რომ ელჩის საუბარი საქართველოს ომში ჩათრევისკენ მიმართულ შანტაჟად აღექვა. ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ეს აღქმა ძალიან მკაფიოდ იკითხება. აქედან გამომდინარე, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა დავუსვა შემდეგი შეკითხვა: ა) ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო; ბ) ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება; გ) შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ამ კითხვებზე პასუხი მეც და ქართულ საზოგადოებასაც შეუქმნის ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, ცდილობდა თუ არა ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას საქართველოს ომში ჩართვის მიზნით. თუ ამერიკის ელჩი ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციების ფონზე ესაუბრა, ეს შანტაჟის სრულიად უტყუარი მტკიცებულებაა. ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებზე ზრუნვისთვის ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ სპეკულაციურად რომ არ მისაყვედუროს, ვიტყვი, რომ მე არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსებს ვიცავ, არამედ არსებითად ის მაინტერესებს, ეს ფინანსები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შანტაჟისთვის ხომ არ გამოიყენება“, – ნათქვამია წერილში. მანამდე, 25 ივლისს, კელი დეგნანს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივი წერილით მიმართეს. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე უფრო ადრე კი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ნედ პრაისს მიმართეს.

კელი დეგნანი: ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გავუწიეთ

შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას უწევს არამხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც, ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაიღო. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმასთან“ინტერვიუში განაცხადა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - განაცხადა დეგნანმა.  კელი დეგნანი: ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს  

თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური კელი დეგნანის მისამართით „ორგანიზებულ შეტევას“ ეხმაურებიან

პარლამენტის დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ეხმაურებიან „ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მისამართით და დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა“. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ღია წერილს კელი დეგნანს უგზავნიან დეპუტატები ერთობლივ განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე. „ამ ერთობლივი წერილით გვსურს გამოვეხმაუროთ "ქართული ოცნების" რიგი წევრების, თუ მისგან „გადგომილების“ ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის ქალბატონ კელი დეგნანის მისამართით და მათ ღიად დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა, რაც აძლიერებს საქართველოში ანტიდასავლურ კამპანიას და ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელშიც ჩვენი კოლეგები ჩართნენ, საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ, გვსურს მათ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით. თუ რატომ არის კრემლისთვის სასარგებლო დეზინფორმაციული განცხადებები აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ამის მარტივად ახსნა შემდეგია: ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, რისი შედეგიცაა განგრძობითი ოკუპაცია, ასიათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში, რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების მილიტარიზაცია და ანექსიური პროცესები. რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარეობს რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით, რამდენადაც რუსეთის ინტერესია საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის რუსეთის ინტერესების შესაბამისად გატარება. რუსეთი ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით უპირისპირდება საქართველოს საერთო ღირებულებას დასავლეთთან, რაც მდგომარეობს ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემაში, დემოკრატიზაციაში, კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში, რაც შექმნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის ქოლგას საქართველოს ინტერესების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში. დეპუტატები ასახელებენ არგუმენტებს, თუ რატომ არის დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკას საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმა სურს. „აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც ძირითადად დგას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ინტერესი, ისევე როგორც ქვეყნის დემოკრატიის და კეთილდღეობის განვითარება და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. წლების მანძილზე აშშ-ს კანონმდებელთა ორპარტიულად მხარდაჭერილი „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე. აშშ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულიდან მხარს უჭერს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს იყოს რეგიონში ალტერნატიული ენერგორესურსების გამტარი და მიმწოდებელი ენერგოდერეფანი კასპიის ზღვის ენერგო რესურსების დასავლეთისთვის. უკრაინაში ომის ფონზე, ახლახან ევროპისთვის აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაორმაგების შეთანხმებაც, რომელიც საქართველოზე გადის მოწმობს იმას, რომ დასავლეთი და აშშ არის დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით. საქართველო არის არამხოლოდ მნიშვნელოვანი ენერგოდერეფანი, არამედ ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის მატარებელი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს გავლით გაზრდილი ტვირთბრუნვა და ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ დასავლეთის ინტერესია რეგიონში და საქართველოში მშვიდობა. აშშ-ს დახმარებით გაიზარდა საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდგომ გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს შუამავლობით სამხედრო ტყვეების გაცვლა, ისევე როგორც მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი თბილისში მოწმობს იმ ფაქტს, რომ აშშ-ს და დასავლეთის ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა რეგიონში და არა ომი. რუსეთის მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, 2022 წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოს სამხედრო მხარდაჭერის ზრდას, ისევე როგორც ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას. რუსეთის სასარგებლოდ შავ ზღვაზე დარღვეული სტრატეგიული ძალთა ბალანსის ფონზე ( რუსეთის მიერ 1993 წელს აფხაზეთის და მისი სანაპირო ზოლის დაკავებით, 2014 წელს კი უკრაინის ყირიმის ანექსიით) საქართველო განსაკუთრებული მნიშვნელობის ხდება ნატო-ს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში დასავლეთისთვის. როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო ალიანსის შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში მრავალი კუთხით მონაწილეობს. მათ შორის არის ნატო-სთან ინფორმაციის ორმხრივად მიმოცვლა, ნატო-ს ქვეყნების სამხედრო გემების ჩვენს საზღვაო აკვატოტრიაში საპორტო ვიზიტები და ერთობლივი სამხედრო წვრთები და თავსებადობის ამაღლება. ეს თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა აძლიერებს უსაფრთხოებას როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის. აშშ ეხმარება საქართველოს რუსული საინფორმაციო ომის და დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასა და რუსული ჰიბრიდული ომის და ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, რაც საფრთხედ არის საქართველოს მიერ შეფასებული. აშშ წლების მანძილზე ეხმარება ჩვენს თავდაცვის ძალებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ნატო-ში წევრობამდე საქართველოზე გარე სამხედრო აგრესიის შემთხვევაში შეწევდეს ძალა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად წინააღმდეგობის გაწევის. ცალკე აღნიშვნის ღირსია აშშ-ს უდიდესი როლი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებაში და ის პრაქტიული დახმარება, რაც რუსეთთან ომით დაზარალებულმა ქვეყანამ აშშ-სგან მიიღო. აშშ-სთან საერთო ღირებულების და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-მ საქართველოს 30 წლის მანძილზე კონკრეტული პრაქტიკული პროგრამების მეშვეობით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. რუსეთთან ომში ჩართვით კი უდიდესი საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები. და ბოლოს, ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით ვფიქრობთ, ცხადი ხდება, რომ დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია ასუსტებს ერთი მხრივ, საქართველოს დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს რუსეთს და მის საინფორმაციო ომის მიზანს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს პარლამენტში იმოქმედონ ქვეყნის დეკლარირებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულია ანტიდასავლური განწყობებების გასაძლიერებლად, საერთო დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ და ასუსტებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია პარლამენტის დეპუტატების: თეონა აქუბარდიასს, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ანა ნაცვლიშვილისა და ანა ბუჩუკურის ერთობლივ განცხადებაში. ცნობისთვის, 25 ივლისს, კელი დეგნანს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივი წერილით მიმართეს. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე უფრო ადრე კი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ნედ პრაისს მიმართეს.  

მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაგადაზიდვებს ქართული კომპანია შეასრულებს

აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკული ინვესტიციის მეშვეობით CAMEX-მა თვითმფრინავი „ბოინგ-737" შეიძინა და საქართველოში პირველი საჰაერო გადაზიდვების კომპანია გახდება, რომელიც ტრანსკონტინენტულ მარშრუტზე იმუშავებს. ამის შეახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „როდესაც მსოფლიო მომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებსა და ქსელებს ეძებს, ინვესტირება ისეთ ქართულ კომპანიებში, როგორიცაა CAMEX-ის ავიახაზები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკული ინვესტიციის მეშვეობით CAMEX-მა თვითმფრინავი „ბოინგ-737" შეიძინა და საქართველოში პირველი საჰაერო გადაზიდვების კომპანია გახდება, რომელიც ტრანსკონტინენტულ მარშრუტზე იმუშავებს“, - იტყობინება საელჩო. „ამ თვითმფრინავის დასავლეთში ფრენა სიმბოლურად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დასავლურ მისწრაფებებსაც აღნიშნავს", - ამბობს თავის მხრივ, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

ადამ კინზინგერი: როდესაც ამერიკის ელჩს ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, არ აჩვენებ შენს ნებას, იარო დასავლეთისკენ

„როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო, ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს. „ყველა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია და სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს, იქნება დეზინფორმაცია. ეს ამერიკაშიც გვაქვს. აქ გვყავს ხალხი, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მომხრეები არიან, დეზინფორმაცია აქაცაა. განსხვავება ისაა, რომ ხელისუფლება აქტიურად არ ავრცელებს დეზინფორმაციას. მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფომაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს - რომ შესაძლოა, არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა. თუ თქვენ სამთავრობო ლიდერი ხართ, ან უბრალოდ, საქართველოს მოქალაქე და გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყნის მომავალს შეხედოთ, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, თუ ამ ქვეყნის მომავალს უყურებთ და ხედავთ რუსეთის ცივ შენობებს, რუსეთის უგულობას და ასევე ხედავთ, რომ ყველა სიცოცხლე დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება აქვთ, მე გეტყოდით, რომ ეს უკანასკნელი აირჩიოთ. როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო“, - აცხადებს ადამ კინზინგერი. იქონიებს თუ არა ბოლოდროინდელი მოვლენები გავლენას საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, ამ შეკითხვის საპასუხოდ, კინზინგერი იმედოვნებს, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენს ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება. ვფიქრობ მომავალი განისაზღვრება იმით, დღეიდან როგორ და სად წავალთ. კიდევ ერთხელ, არავინ ამბობს, რომ საქართველო კრიტიკული არ შეიძლება იყოს ამერიკის ელჩის მიმართ, თუ ეს მიზეზები ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც ქვეყნებს, შეიძლება დიდი განსხვავებები გვქონდეს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რომელიმე ელჩს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. მაგრამ არ შეიძლება, რომ ვიტყუებოდეთ იმაზე, რაც ხდება და ვცდილობდეთ, რომ ყალბი სურათი შევქმნათ. კიდევ ერთხელ, ამერიკა და საქართველო ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ელჩი დეგნანი კი სუპერგმირია, რომელიც ცდილობს, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს [საქართველო-ამერიკას შორის]. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა, თუმცა ეს საბოლოოდ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - ამბობს კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე.

კელი დეგნანი: კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს, დავები მას მხოლოდ ეხმარება

საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები არიან და მათ უნდა მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება პირადად და არა მედიის საშუალებით, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თმით, კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს.  „ვიცით, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს. ვიცით, რომ კრემლი ცდილობს ქართველების და უკრაინელების დაბნევას, ასე რომ საჯარო დავები მხოლოდ ეხმარება კრემლს თავისი ბინძური საქმის შესრულებაში. ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან კონცენტრირებულნი იმაზე რომ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“, - განაცახდა დეგნანმა.   

კელი დეგნანი: საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება

შეერთებული შტატები იყო და არის საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობდით. ფაქტობრივად, საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცახდა.  მისი თქმით, აშშ-ს სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის.  „ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს არის საქართველოს ისტორია. ეს არის ის, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და ეს არის საქართველოს ბედი. ასე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, როგორც ქვეყნის მტკიცე მეგობარი, რათა დავეხმაროთ იმ მოთხოვნების შესრულებაში, რაც NATO-სა და ევროკავშირის წევრობის ნაწილია. ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს NATO-ს ნებისმიერ მოკავშირესა თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შეუძლია, დაადასტუროს. ეს ძალიან მომთხოვნი პროცესია და მას სჭირდება ყველა დაინტერესებული მხარის პოლიტიკური ნება და დიდი ძალისხმევა არამხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების“,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა. ამასთან დეგნანის განცახდებით, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები იმისთვის, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს NATO-ს მოკავშირეებთან ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას მიაღწევს და აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ გზაზე. საბოლოო ჯამში, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწევთ დიდი სამუშაოს შესრულება“,- აღნიშნა დეგნანმა.  

კელი დეგნანი: პროპაგანდის კამპანიებს ვხედავთ, მიზანი ქართველი ხალხის დაბნევაა, ომში არ გითრევთ

პრობლემა მოდის დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს. ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე,-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.  აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვისაა გამიზნული. „[დეზინფორმაციილი კამპანიები] ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს რომ საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა არც ამ, და არც სხვა რომელიმე ომში. ეს არის პროპაგანდა - იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში“, - აღნიშნა დეგნანმა.   

კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებსა და სანქციებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს მის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან, რომლის შესახებაც თავად მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ინფორმაცია გაავრცელა.  ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა „ცხადია, არ მსურს ბატონი ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩემი მხრიდან, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც წესი არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს. იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი ასე მოიქცეს. თუ კი მეორე მხარეს ურჩევნია, რომ არ გასაჯაროვდეს, მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალ სხვა სფეროზე სადაც აშშ ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას. ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ის ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ, ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქესთან. სინამდვილეში, სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა. ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ქვეყანაში. ამ შეხვედრაზე ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა შეერთებული შტატების ერთგულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენს ძალისხმევაზე, რომ მრავალმხრივი მხარდაჭერა უზრუნველყოთ საქართველოსთვის ჩვენი საქმიანობით“, - განაცახდა კელი დეგნანმა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ივანიშვილთან შეხვედრისას მისი პირადი ფინანსების საკითხი არ განუხილავს. „ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა, წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. შეხვედრისას საერთოდ არ ყოფილა ამ თემებზე საუბარი... როგორც ვთქვი, მე ვხვდები ბევრ სხვადასხვა ადამიანს საქართველოში - ძალიან გავლენიან წარმატებულ ქართველებს, სტუდენტებსა თუ მასწავლებლებს. ამდენ განსხვავებულ ადამიანს იმიტომ ვხვდები, რომ მინდა უკეთ გავიგო ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება, ქართული ოცნებები და მისწრაფებები. მინდა გავიგო, როგორ შეუძლია აშშ-ის უკეთ დაეხმაროს საქართველოს",- თქვა ელჩმა. ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი ესტუმრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ელჩს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით თამაზაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა. „გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, დავით თამაზაშვილმა სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - ნათქვამია შსს ინფორმაციაში.  

ამერიკის საელჩო: წლებია, ვზრუნავთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ადრეული შუა საუკუნეების შედევრი - სვეტიცხოველი დაათვალიერა. შესაბამის ინფორმაციას საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს ძეგლები არამხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის მემკვიდრეობის ნაწილია. „ოფიციალური თუ პირადი ვიზიტებისას ყოველთვის ვნახულობთ დროს საქართველოს საგანძურების მოსანახულებლად. კულტურული ძეგლებით მდიდარ საქართველოში ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის მეშვეობით, აშშ-ის საელჩო წლებია ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ზრუნავს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.

კელი დეგნანი: პოლარიზაცია „გავრილოვის ღამემ“, შეუსრულებელმა დაპირებებმა და არადემოკრატიულმა ქმედებებმა გამოიწვიეს და არა დასავლელმა პარტნიორებმა

„პოლარიზაცია „გავრილოვის ღამემ“, შეუსრულებელმა დაპირებებმა და არადემოკრატიული ქმედებებმა გამოიწვიეს  და არა დასავლელმა პარტნიორებმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი ბრალდება, რომ შეერთებული შტატები არის პასუხისმგებელი პოლარიზაციაზე, რომელიც საქართველოში არსებობს, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობაა მათგან, ვინც იციან, რომ პასუხისმგებლები თავად არიან. ელჩის განმარტებით, დასავლელი პარტნიორები 30 წელზე მეტია, ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა განაცხადა, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატების მორიგ განცხადებაზე ჰკითხეს.  ელჩი დეგნანი „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: ბრალდებები არის დაუფიქრებელი და კონსპირაციულ თეორიებს ეფუძნება „შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს. მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხსენონ, სამი-ოთხი წლის წინ, საიდან დაიწყო ეს პოლარიზაცია. „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები - აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში მხოლოდ ეხმარებიან. პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა და ის 12 რეკომენდაცია, რომლებიც ევროკავშირმა გასცა, მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ შეასრულებდნენ, ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ამ დეპუტატების მხრიდან წამოსული ბრალდებები არის გაუაზრებელი და ფაქტებს არ ეყრდნობა. შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და წერენ, რომ „აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“. აშშ-ის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არის წინააღმდეგობა საქართველოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი კონსულტაციების საგანია უკვე დიდი ხანია და ყველა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს.  

აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას - აშშ-ის საელჩო

აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში, რომელიც საელჩოს Facebook-ზე, ელჩი დეგნანის მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა.    „ამერიკელებისთვის „დამფუძნებელი მამების" ცნება ძალიან ახლო და ძვირფასია. ამ ქვეყანაში თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა. მისი მრავალმხრივი საქმიანობა და მდიდარი მემკვიდრეობა აღმაფრთოვანებელია. ჩვენი მისიისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.    მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა საგურამოში ილიას სახლი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა.

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშები, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა

„ამერიკის საელჩოს ისფედის მიმართ სრული ნდობა აქვს და მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს რეფორმების შემუშავებაში, რომელიც შემდეგ პარლამენტმა მიიღო“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (OSCE/ODIHR) ანგარიშები, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. მათ შორის კარუსელი, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება როგორც არჩევნების დღეს, ისე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ასე შემდეგ. „ზოგადად, ეს არჩევნები არცერთ ორგანიზაციას არ შეუფასებია, როგორც სრულად სამართლიანი, ასე რომ ეს დარღვევები ისფედის პასუხისმგებლობა არ არის. „ზოგადად, საზოგადოების ნდობაც რომ ნაკლებია საარჩევნო შედეგების მიმართ, ეს არ არის ისფედის პასუსიხმგებლობა“, - განაცხადა ელჩმა.  რაც შეეხება ISFED-ის შეცდომას, ელჩის განმარტებით, ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეცნობა და მისი ისე წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციიაა. „რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომლებიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, მაშინვე, როგორც კი, დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ ამის შესახებ შეატყობინეს საზოგადოებას. როგორც ისფედის, ისე სხვა ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში მნიშვნელოვანია და ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის რეკომენდაციებშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა კელი დეგანმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუსებს „ირაკლი კობახიძის განცხადებას, ISFED-მა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად და ის რომ საელჩომ იცოდა და არ გაამხილა, ეს კითხვებს ბადებს“. „ყველამ, ვინც 6-თვიან მოლაპარაკებებში მონაწილოებდა, კარგად იცის, რომ მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.  

კელი დეგნანი: ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითა "მთავარს", "ფორმულასა" და "TV პირველს" სანქციები დაეკისრა. „მართლაც სამწუხაროა მოვლენების ასე განვითარება. მედიისა და სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, მთავრობის მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმა.ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 27 წლისთავზე და ყოველთვის. ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ეს არის უფლება, რომელიც ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი, წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა.  

კელი დეგნანმა ISFED-სა და რევოცულიურ სცენარზე კობახიძის განცხადებას ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თითქოს, „სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა. რაც შეეხება ISFED-ის შეცდომას, ელჩის განმარტებით, ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეცნობა და მისი ისე წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციიაა. „რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომლებიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, მაშინვე, როგორც კი, დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ ამის შესახებ შეატყობინეს საზოგადოებას. როგორც ისფედის, ისე სხვა ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში მნიშვნელოვანია და ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის რეკომენდაციებშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა კელი დეგანმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუსებს „ირაკლი კობახიძის განცხადებას, ISFED-მა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად და ის რომ საელჩომ იცოდა და არ გაამხილა, ეს კითხვებს ბადებს“. ამერიკის ელჩმა შემდეგი პასუხი გასცა: „ყველამ, ვინც 6-თვიან მოლაპარაკებებში მონაწილოებდა, კარგად იცის, რომ მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.

„ოცნებიდან“ წასული ოთხი დეპუტატი მორიგ განცხადებას ავრცელებს

კელი დეგნანის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან, - საქართველოს პარლამენტის წევრები, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. მათივე ცნობით, აშშ-ის საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას. „საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა, დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა იმალება. სწორედ ხალხამდე ამ სიმართლის მიტანაში ყველაზე მეტად გვეხმარება ქალბატონი დეგნანი, რომლის ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა. ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ეს არის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, „ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი „გავრილოვის ღამეს“ და „არასამართლიან არჩევნებს“ უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული. ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი – ოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე. რაც შეეხება არასამართლიან არჩევნებს: ქალბატონმა დეგნანმა თქვა, არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არ არსებობსო. სწორედ აქ წამოცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი. ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორც „თავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინ „სამართლიანს“ ეუთო/ოდირი თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ISFED-ის ბორდის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა. როდესაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით გავრცელებულ და არგუმენტებით უკვე მრავალგზის განეიტრალებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმისა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია. ქალბატონმა ელჩმა ასევე აღნიშნა, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების ყიდვაზე, ძალადობრივ ადმინისტრაციულ რესურსებზე და ე.წ. კარუსელზე მიუთითებდაო. ქალბატონ დეგნანს გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ეს თემა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, მათ შორის დეტალურად გამოიკითხნენ დამკვირვებელი ენჯეოების ხელმძღვანელები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რაიმე მყარი ფაქტები ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის თუ ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენების შესახებ არ ჰქონდა. სრულიად სამართლიანად, საქილიკო თემადაც კი იქცა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრისას ყოველ ჯერზე სიტყვა „სავარაუდოს“ იყენებდნენ, რითაც მტკიცების ტვირთს სრულად იხსნიდნენ. ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საელჩოდან მართული ენჯეოების მიერ ჩამოთვლილ „სავარაუდო დარღვევებზე“ რომ მიუთითებდნენ, ეს ელჩისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, ეს ტერმინი ეუთო/ოდირის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ელჩი რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ მოგონილ ამ ფეიკს იმეორებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის. სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის მორიგი გზავნილი ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების შესახებ. ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“ უწოდა და თქვა, ISFED-ის მიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაცია ელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს. რაც შეეხება „უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივე PVT-ის, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაც ISFED-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, 0,7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და PVT-ის შედეგებს შორის სხვაობა 0,7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ცესკოს და PVT-ის მონაცემებს შორის დაფიქსირდა 2,4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ან PVT. აქვე შეგახსენებთ, რომ 2,4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა და PVT-ის ამდენი ხმით გაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2,4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, PVT იყო გაყალბებული. რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, ISFED-ის მიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევე მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა PVT-ის ცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, PVT-ის თემაზე შედგა არაერთი შეხვედრა როგორც ISFED-ის ხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. ISFED-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოს PVT-ის ცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა. ასეთ პირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდა PVT-ის სიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებების მოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული. ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია – ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც „პივიტის“ გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „პივიტისთან“ ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, „ისფედისვე“ დასკვნით, არჩევნებზე 4,1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, „ისფედმა“ „ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელურ დათვლაში 45,8 პროცენტი დაუწერა და ამას 4,1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არა 48,2, არამედ 41,7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ისფედის“ ფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მის მიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, „ისფედს“ ეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია. ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის. როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, PVT-ის გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს PVT-ის გაყალბება იყო. თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.  

კელი დეგნანი ომბუდსმენის შერჩევაზე: ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩართვის და არა პროცესის დახურვის

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველის შერჩევისას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას მნიჩვნელოვნად მიიჩნევს. დეგნანი პროცესის ინკლუზიურობის აუცილებლობას უსვამს ხაზს, რათა მიუკერძოებლობაში არ იყოს ეჭვი შეტანილი. ამასთან, ელჩი თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებ იმას, რომ პროცესი წარიმართოს ყველა მხარისთვის მისაღებად ქვეყნის შიგნით და ასევე ის იღებდეს მაღალ შეფასებას საქართველოს პარტნიორებისგანაც. „სახალხო დამცველის შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია. პარლამენტს აქვს უდიდესი შანსი, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს. ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩართვის და არა პროცესის დახურვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა შერჩევის პროცესმა მაღალი შეფასება დაიმსახურა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც აკვირდებიან სახალხო დამცველის შერჩევას. საქართველომ მართლაც მაღალი შეფასება მიიღო წინა სახალხო დამცველის შერჩევისას, რადგანაც პროცესი ინკლუზიური იყო და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარეები მონაწილეობდნენ. თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს ეს ძალიან მაღალი შეფასება, რომელიც მან მიიღო „ადამიანის უფლებებზე მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების გლობალური ალიანსის" მხრიდან, მან უნდა დაიცვას პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სახით, პარიზის პრონციპებით და რეკომენდაციებით, რომლებიც საქართველოს გადაეცა 5 წლის წინ. საქართველო ასე შეინარჩუნებს იმ მაღალ შეფასებას, რომელიც მან მიიღო წინა ჯერზე სახალხო დამცველის შერჩევის გამართული პროცესისათვის, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიჩ მონაწილეობდნენ. ასე რომ, რთულად გამოსაცნობი არ არის, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ეს ყველაფერი გაწერილია პარიზის პრინციპებში, ევროსაბჭოს რეკომენდაციებში, „გლობალური ალიანსის" შეფასებაში. ამ პროცესის კარგად წარსამართად საქართველოსთვის მრავალი სახელმძღვანელო პრინციპი არსებობს, რათა სახალხო დამცველი შეირჩეს კონსენსუსის საფუძველზე და ყველა მხარის აღიარებით. უნდა გვახსოვდეს, რომ სახალხო დამცველის მთავარ ამოცანას საქართველოს თითოეული მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელიც ითხოვს მიუკერძოებელ პირს, სათანადო კვალიფიკაციითა და ყველა მხარის აღიარებით. დავამატებდი, რომ პროცესის ინკლუზიურობასთან დაკავშირებით მაგალითად ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური. ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო და მტკიცე მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესისიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველა ჩართულობას. ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

კელი დეგნანი: ფარული მიყურადების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა მტკიცე და მკაფიოა

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვენეციის კომისია საქართველოს სთავაზობს დაცვის მექანიზმს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების პირადი სივრცე ხელშეუხებელი იქნება. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. „ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური. ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო და მტკიცე მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესისიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველა ჩართულობას. ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, ის გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კარა მაკდონალდი: ელჩ დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს

ელჩ კელი დეგნანისადმი ვაშინგტონის მხარდამჭერი გზავნილი თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმაც ჩამოიტანა. ამ შინაარსის კომენტარი მან მედიასთან, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გააკეთა. „ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდონალდმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანისადმი მხარდაჭერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 ივლისს, მას შემდეგ დააფიქსირა, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ელჩი გააკრიტიკეს. ნედ პრაისმა თავისი ყოველდღიური ბრიფინგი სწორედ ხსენებული თემით გახსნა.

კელი დეგნანი 12 ქართველის სანქცირებაზე: ინფორმაციას სანქციების დაწესებაზე წინასწარ არავინ ახმოვანებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით 12 ქართველის სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა. უკრაინა 12 ქართველისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს აშშ-ის ელჩის განცხადებით, კონკრეტული პირისთვის სანქციების დაწესებამდე, ინფორმაციის გახმაურება არ ხდება. „ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ სანქციები როცა წესდება, არ განიხილება წინასწარ და ამ ინფორმაციას არავინ ახმოვანებს. ეს ხდება  მხოლოდ მას შემდეგ, როცა სანქციები დაწესდება“, - განაცხადა დეგნანმა. მისი თქმით, სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტურად მუშაობს. „სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ვხედავთ. სხვადასხვა სანქცია, რომელიც მსოფლიომ დააწესა, უკვე მუშაობს და გარკვეული რეაგირება აქვს რუსეთში“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.   

კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას

აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომ შეძლოს ჰქონდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატია., – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თბილისის საერთაშორისო კონფრენეციაზე „დიდება უკრაინას“ გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინის კონფლიქტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას და ამ ჩარჩოში არ არის მხოლოდ უკრაინა ან მოლდოვა, არამედ მთელი რეგიონი და საქართველო ამის ნაწილია. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ქართული კონტექსტით საუბარი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. მნიშვნელოვანია საქართველომ დაინახოს, რომ საქართველოს მეგობრები, საერთაშორისო საზოგადოება სწავლობენ პრობლემას და ცდილობენ კრიზისის დასასრულებლად გზების გამოძებნას. საქართველომ ეს უკვე გაიარა და პრობლემის გადაწყვეტის ნაწილია. წლების განმავლობაში აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომ შეძლოს ჰქონდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატია", - განაცხადა დეგნანმა. ამასთან, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა.  

კელი დეგნანი: 12 რეკომენდაციაზე სხვადასხვა ხედვის გათვალისწინება, ევროკავშირისთვის ძლიერი სიგნალი იქნებოდა

საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმართოს ძალიან ნორმალური პროცესი, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვარდეს ეს 12 რეკომენდაცია. „ეს ძალიან ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ევროკავშირს“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.  მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებების გაერთიანება მოხდეს. „კარგი სამუშაო მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდეს 12 რეკომენდაცია, ახლა ამოცანა არის ამ შეხედულებების თავმოყრა ერთიან დოკუმენტში, სადაც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი შეხედულებები იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირს სურს ამ ხმების ერთიანობის ხილვა, ძლიერი პასუხი 12 რეკომენდაციაზე, რომელშიც ბევრი ხმა იქნება გაერთიანებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა.   24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  გაეცანით Europetime-ს სტატიას:   ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას

კელი დეგნანი სანქციებზე: ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა ვცადოთ ხვრელების დახურვა პორტებსა და საზღვრებზე

საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას“ მეორე დღის პანელურ დისკუსიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი შეუერთდა. დისკუსიას უძღვებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე და მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი. კითვა-პასუხის რეჟიმის დროს, ელჩს შეკითხვა დაუსვეს საქართველოს გამოყენებით სანქციების შესაძლო გვერდის ავლის საკითხზე. ელჩმა საპასუხოდ განმარტა, რომ აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს იმისკენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ სანქციებისგან თავის დასაღწევი საშუალებების დასახურად. „ჩვენ ვთხოვთ ქვეყნებს – იქნება ეს ამ რეგიონში თუ სხვაგან, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა ქსელი დაიხუროს, იმიტომ, რომ ეს არის გზა, რითაც სანქციები ყველაზე ეფექტიანად მუშაობს. სწორედ ეს მესიჯი გადავეცით საქართველოს მთავრობასაც. საქართველოს მთავრობა მაშინვე დაემორჩილა ფინანსურ სანქციებს, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ამ ქსელის დახურვა და ის კვლავ სიფხიზლეს ინარჩუნებს ფინანსური სანქციების მიმართ. ჩვენ ძალიან მჭირდოდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა როგორც შეგვიძლია, ვცადოთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებების დახურვა პორტებსა და საზღვრებზე. ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის, რომ წავახალისოთ საქართველო გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია. არ შემიძლია, გიპასუხოთ, რომ 100 %-ით არ ხდება, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით და იმ უწყებებთან, რომლებთანაც ჩვენ აქ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება საუკეთესოდ შევაჩეროთ ეს ნაკადი“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა. თავის მხრივ, ეველინ ფარკასმა დაამატა, რომ „BMW-ებზე გაცილებით უფრო მეტად შემაშფოთებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი კომპიუტერული მიკროჩიპები და ტექნოლოგია, რომელიც რუსებს თავიანთი სამხედრო მანქანისთვის სჭირდებათ“. მანამდე, კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელჩს მიმართა, რომ რუსებისთვის სრულიად კანონიერია, ჩამოვიდნენ აქ და მიიღონ ნაწილები თავიანთი BMW-სთვის და წაიღონ მოსკოვში, რადგან საქართველოს მთავრობა არ მონაწილეობს სანქციებში. ის დაინტერესდა, რას აკეთებს აშშ ამ მიმართულებით.  

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ არ არსებობდეს „უკანა კარი“, რომლითაც სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ისარგებლებენ

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთი ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არ არსებობდეს „უკანა კარი“, რომლითაც ისარგებლებენ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ეს არის მაგალითი, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, უზრუნველვყოთ, რომ არცერთი ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არ არსებობდეს „უკანა კარი“, რომლითაც ისარგებლებენ სანქციებისგან თავის არიდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დავრწმუნეთ, რომ მსგავსი საშუალებები არ არსებობს. ყველაზე ეფექტიანი იქნება, შევქმნათ ერთგვარი ქსელი, რომელიც იქნება კონტროლის მექანიზმი ექსპორტთან თუ სხვა სანქციებთან მიმართებით“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტების დამატებითი შეკითხვის საპასუხოდ, ელჩმა განმარტა, რომ ირანულ თვითმფრინავზე არ ფლობს რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.  

კელი დეგნანი: ჩვენ, როგორც თქვენი პარტნიორი, გვერდში გიდგავართ, რომ შექმნათ უფრო ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო

ჩვენ, როგორც თქვენი პარტნიორი, გვერდში გიდგავართ, რომ შექმნათ უფრო ძლიერი, უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა, დღეს სასამართლო სისტემის პროგრამის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.  ამ პროგრამის წარმატების აღნიშვნისას ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სასამართლოსთან მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებზე ფოკუსირებას. „მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს სასამართლო სისტემის 1000 თანამშრომელი მოვამზადეთ და სასწავლო პროგრამით 50 ქართველი მოსამართლე გავგზავნეთ შეერთებულ შტატებში. ვიცით რამდენს ნიშნავს ეს შესაძლებლობები და შეერთებულ შტატებში მიღებული ცოდნის საქართველოში წარმატებულად დანერგვის მაგალითებიც გვაქვს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კელი დეგნანი: „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ საქართველოს შესაძლებლობები

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. სალომე ზურაბიშვილი: ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია! მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით უწყების ცნობით, სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროებს სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. სპეციალურად ამ დღეზე დასასწრებად საქართველოში უცხოელი გენერლები ჩამოვიდნენ აშშ-დან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტიროინგის მისიის წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (SWEDINT). როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, „ღირსეული პარტნიორი 2022“ აშშ-ის ერთგულების სიმბოლოა. „სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ პარტნიორის შესაძლებლობები და განვავითაროთ ნდობა. ეს სწავლება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისას ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობას გვიჩვენებს. მკაფიოდ რომ ვთქვა: ეს არის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც აფერხებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს. „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებლობას იძლევა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი და მრავალეროვნული მზადყოფნა და გავაძლიეროთ სანდო ძალები ევროპის მასშტაბით. მსგავსი სახის სწავლებებით საქართველო მომზადებას გადის და ამავე დროს ხელს უწყობს აშშ-ის, NATO-სა და პარტნიორი სამხედროების მზადყოფნასა და ურთიერთთავსებადობას, რათა უკეთესად მომზადებული შეხვდნენ დღევანდელ რთულ გამოწვევებს. საქართველოს მზადყოფნა და ვალდებულება, უმასპინძლოს მრავალეროვნულ წვრთნებს, ნათლად გვიჩვენებს საქართველოს, როგორც აშშ-სა და NATO-ს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე, სურს, აღიაროს და მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მონაწილეობდა „ღირსეულ პარტნიორში“. შეერთებული შტატები განაგრძობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სამხედრო წვრთნებში ინვესტიციებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და ნდობის ჩამოყალიბებას. „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ერთმანეთის მხარდამხარ გაიარონ წვრთნები და შექმნან უფრო ძლიერი, უფრო თავსებადი ძალა, რაც აუცილებელია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კელი დეგნანმა. გენერალ-მაიორ ჯეფრი ბროუდვოთერის განცხადებით, სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორიათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია „დღეს ჩვენ ვიმყოფებით „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიალზე, რომელიც მეექვსედ ჩატარდა. სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორიათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. აშშ-ის ევროპის სარდლობის, ჯორჯიის შტატისა და დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართულ მექანიზებულ და სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, ასევე 19 ქვეყნის სამხედროებთან ერთად კომბინირებული ოპერაციები განახორციელეს. ამით მათ ხელი შეუწყვეს მრავალეროვნული და რეგიონული დონის ურთიერთთავსებადობას. მათ გააძლიერეს მზადყოფნა მრავალეროვნული სამეთაურო და კონტროლის შესაძლებლობების მეშვეობით. მჯერა, სწავლების მეშვეობით თოთოეულმა მონაწილე ქვეყანამ განავითარა ნდობა და გააძლიერა პარტნიორობა“, – განაცხადა ჯეფრი ბროუდვოთერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ. წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.  

კელი დეგნანი: ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ომი გავრცელდეს საქართველოზე

ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. „შეერთებული შტატები ძალიან აფასებს საქართველოს [უკრაინისადმი] მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე: ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად, იმ შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად რაც შეეძლო. სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ: დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საკუთარი სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში და აღკვეთონ რუსეთის მცდელობა აღადგინონ რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე, ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში.  

კელი დეგნანი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროატლანტიკური ოჯახის წევრი გახდება

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ახლა აქვს წარმოუდგენელი და უნიკალური შესაძლებლობა ევროკომისიის რეკომენდაციების სახით, რაც წარმოადგენს იმის დასტურს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. მისივე თქით, ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. თქვენ გჯერათ დემოკრატიული ცხოვრების წესის, რომლისკენაც მიისწრაფით და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რადგან ეს თქვენი ხვედრია. „მე და ჩემი საელჩო ყურადღებას ვამახვილებთ ქართველი ხალხის დახმარებაზე, ვმუშაობთ მთავრობასა და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან საკითხების იმ ფართო სპექტრზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველებისთვის. ეს მოიცავს ეკონომიკის სტიმულირებას; ენერგორესურსების დივერსიფიკაციას იმგვარად, რომ საქართველო აღარ იყოს ასეთი დამოკიდებული რუსეთზე; განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ყველა დონეზე, იქნება ეს საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, თუ საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები; და რა თქმა უნდა, საქართველოს დახმარებას განავითაროს და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანის თქმთ, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ მრავალი განსხვავებული მიმართულებით მიაღწია, ნამდვილად შთამბეჭდავია და ეს მოხერხდა ერთი მხრივ, საქართველოს ერთგულებისა და მეორე მხრივ, იმ ძლიერი მხარდაჭერის გამო, რომელიც წლების განმავლობაში მიიღო საქართველომ შეერთებული შტატებისგან და სხვა მეგობარი ქვეყნებისგან. „ეს უნდა გაგრძელდეს. უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ საქართველოს ახლა აქვს წარმოუდგენელი და უნიკალური შესაძლებლობა ევროკომისიის რეკომენდაციების სახით, რაც წარმოადგენს იმის დასტურს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველოს პროევრეპულობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის არის და ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა. ის ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველომ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა, ან ქართველი ხალხი მოელოდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა განაგრძოს ეს ძალისხმევა და გააგრძელოს სვლა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში.

კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან მივიღე კითხვები იმ პირთა მოტივების შესახებ, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებს იმეორებენ

დასაფასებელია, რომ პრემიერმა თავისი პოზიცია გამოხტა, ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი განაცხადა. „უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ, აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხტა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია. ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში.   

კელი დეგნანი: დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება

ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ და ვაგრძელებთ ბევრი მიმართულებით მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ განაცხადა.  „იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

კელი დეგნანის მეუღლე: ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან პოზიციას, რომელსაც აშშ წარმოადგენს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მეუღლე დაგ მორისი „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ კელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და თავდასხმები არ სწყინს, რადგან, ვინც ამას აკეთებს „ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან ამერიკულ იდეას“.   კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნება „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას ამის შესახებ დაგ მორისმა „მთავარი არხის“ კითხვის - „ბრაზდება თუ არა ის როცა საქართველოს ხელისუფლების და მათთან აფილირებული პოლიტიკოსების მხრიდან არასამართლიან თავდასხმებს ისმენს“ საპასუხოდ განაცხადა „კელი ძალიან ძლიერია, ვიცი რომ ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან ამერიკულ იდეას, პოზიციას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. ასე რომ ეს არ მაწუხებს, რადგან ვიცი, რომ ეს კელისაც არ აწუხებს. ეს თავდასხმა კელის არ ეხება. ეს უფრო იმ ადამიანებს გამოხატავს, ვინც ასე საუბრობს“, - განაცხადა დაგ მორისმა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ ივნისში დატოვეს. შემდეგ მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს და პერიოდულად აშშ-ის ელჩთან მიმართებით კრიტიკულ წერილებს აქვეყნებენ.   

კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნებიან „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან კითხვებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების თავდასხმებს აშშ-ზე. ამ საკითხზე კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ ისაუბრა.  „არაერთი მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან მისვამს შეკითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან. აგრეთვე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ მმართველი პარტია და მთავრობა, რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას. ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას. ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა მიზანს ემსახურება ეს, მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ, ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია“, - განაცხადა დეგნანმა. მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავრობასთან ბევრი მიმართულებით სხვადასხვა სფეროში, მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს.  „იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა  

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩს: ვერ ვხვდები, „ქართული ოცნება“ რა შუაშია

ვერ ვხვდები, აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და ესაუბროს, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია ყოფილი თანაგუნდელების, ე.წ. ოთხეულის განცხადებებს. კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნებიან „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას კელი დეგნანის მეუღლე: ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან პოზიციას, რომელსაც აშშ წარმოადგენს "ვერ ვხვდები, აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვთ, ესაუბროს. ისინი არ გახლავან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, შესაბამისად, ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა, მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი", - ამბობს პაპუაშვილი. "ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ  

შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია - ამერიკის საელჩო

ელჩი კელი დეგნანი და ამერიკელი სამხედროები საქართველოში პატივს მიაგებენ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. ამის ამსახველ ფოტოსა და ტექსტს ამერიკის საელჩო ავრცელებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავაც ურყევია. „სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს.   მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.   სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა - ამერიკის საელჩო მთავრობის, პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს  

კელი დეგნანი: განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მცდარია

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით, სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორი და მცდარია. მისი თქმით, აშშ მთელ მსოფლიოში მოუწოდებს პარტნიორებს და მოკავშირეებს, ​რაც შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, რადგან უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. „თავიდანვე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს დასახმარებლად. ჩვენ ასევე ცხადად ვამბობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არასდროს გვითქვამს საქართველოსთვის, გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩართულიყო ამ ომში. აშშ-ის არ სურს, საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანა ჩართული იყოს ამ ომში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი შეჩერდეს რაც შეიძლება სწრაფად, რომ შევძლოთ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის აღდგენა. სწორედ ამისთვის მუშაობს აშშ“, – განაცხადა კელი დეგნანმა. კელი დეგნანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა“.  

კელი დეგნანი: უმთავრესია, დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, ასევე მნიშვნელოვანია, იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებაზე დასმული შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ რა პოლიტიკას განსაზღვრავს. სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე - ექსკლუზივი  „ეს საკმაოდ რთული საკითხია. მთავრობის გადასაწყვეტია, რა პოლიტიკას შეიმუშავებს ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა იღებს სხვადასხვა ზომას მათი გარემოებებიდან გამომდინარე და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა განსაზღვროს საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირების მიზნით, რათა პირველ რიგში, დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, და ასევე მოხდეს იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: ამერიკის ელჩმა უარი თქვა, რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს

ამერიკის ელჩმა უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული, – ამის შესახებ ნათქვამია "ქართული ოცნებიდან" წარული დეპუტატების, საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებით, აშშ-ის ელჩი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება დაუტოვა. „გუშინ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა გიორგი ვაშაძის, გიგა ბოკერიას, აგრეთვე რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისა და მათი კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ აგორებული კამპანიის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის მრავალმილიარდიანი შეიარაღების გადაცემისა და უკრაინისთვის ქართული შეიარაღების მიწოდების თემას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, ქალბატონმა ელჩმა მკაფიო პასუხს ამ შემთხვევაშიც აარიდა თავი და ჟურნალისტებს ძალზე ბუნდოვნად უპასუხა, „ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორიაო“. ერთი მხრივ, ელჩი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება დაუტოვა. კერძოდ, როდესაც ელჩი ამბობს, რომ რადიკალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობებს შეიცავს და ის ამ ინფორმაციას სრულად არ უარყოფს, რჩება ობიექტური განცდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლეს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ელჩს რომ ეთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა არ შეუთავაზებია, ყველაფერი ნათელი იქნებოდა. საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ელჩი საჯაროდ უარყოფს რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას საქართველოში მეორე ფრონტის შექმნის სურვილის შესახებ. თუმცა, ელჩმა ჟურნალისტებს მკაფიო პასუხი არ გასცა, რაც სწორედ რომ საპირისპირო დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არა ვაშაძის მიერ წარმოდგენილი მასშტაბით, მაგრამ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა. ეს ხდებოდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გიორგი მარგველაშვილი და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვის შესახებ კამპანიის აგორებას ცდილობდნენ. ყველასათვის ცხადია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ ნებისმიერი სოლიდური ოდენობით შეიარაღების შესყიდვა, აგრეთვე უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და მეორე ფრონტის გახსნისთვის მყარ საბაბს შექმნიდა. ძალიან კარგად გვესმის, რომ გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილი და სხვები საკუთარი ინიციატივით არცერთ მნიშვნელოვან განცხადებას არ აკეთებენ. როდესაც ამას ემატება ელჩის დუმილი ან დუმილის ტოლფასი ბუნდოვანი პასუხები, საზოგადოებას დასკვნების ცხადად გამოტანა შეუძლია. სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამ შემთხვევაშიც უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს იმის შესახებ, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.  

კელი დეგნანი: განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ლუკაშენკოს „ვიზიტი“ განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ლუკაშენკოს „ვიზტზე“ ვაშინგტონის გზავნილი გააჯღერა. ელჩის თქმით, აშშ გმობს ბელორუსის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ. „მინდა ხაზი გავუსვა ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ გზავნილს, რომელიც მკაცრად გმობს ბატონ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავიდან მეორე დღეს, როდესაც პირადად მე და მრავალმა სხვამ, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. აშშ არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელ რეგიონში მშვიდობისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციაზე: არ ვფიქრობ, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციის“ კანონის შესახებ აცხადებს, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად ვერ იმუშავებს. ამასთან, ელჩი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ისეთი პრაქტიკის შემოტანა და კარგი მაგალითის აღება, რაც საქართველოსთან არის შესაბამისობაში. „დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის შემცირებას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე - კერძოდ, იმ საკითხებზე რეაგირებას, რომლებიც იწვევს არასათანადო ფინანსურ და სხვა სახის გავლენას. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში, ის მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც. თითოეული ქვეყანა ეძებს საკუთარ გზებს, თუ როგორ მოახდინოს რეაგირება ამ არასათანადო გავლენაზე.   მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს და საკითხის გადასაჭრელად შესაბამისი გზები მოიძებნოს. ანრი ოხანაშვილი: წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული მოდელის ანალოგია რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანას აქვს გარკვეული ზომები მიღებული, თუმცა არ ვთვლი, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს, რადგან თითოეულ ქვეყანას თავისი გარკვეული კონტექსტი აქვს. თუმცა არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომლის გამოცდილების გაზიარება შესაძლებელია, ისეთის, რაც შესაბამისობაშია საქართველოსთან“, - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.  კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

კელი დეგნანი: სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა, განსაკუთრებით გასაკვირი იყო

სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა, განსაკუთრებით გასაკვირი იყო, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რამდენად კრიტიკულ როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღ დემოკრატიაში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „დღეს მქონდა კარგი შესაძლებლობა, მოვსულიყავი პარლამენტში USAID-ის მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ერთად. ჩვენ გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოში USAID-ის თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე მრავალ სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, საბაზისო თუ პროფესიული განათლება, ინდუსტრიაზე ორიენტირებული უნარების განვითარება და, რა თქმა უნდა, დემოკრატია, მმართველობა. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ბევრი კარგი სამუშაო შევასრულეთ პარლამენტთან ერთად მისი საზედამხედველო შესაძლებლობების განვითარების, მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე კანონმდებლობის შემუშავებაში დახმარების, ასევე, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით. ამრიგად, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, წარგვედგინა USAID-ის მისიის ახალი დირექტორი. როგორც სპიკერმა თავად აღნიშნა, მან კარიერის დიდი ნაწილი დაუთმო განვითარების სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენთვის სასარგებლო იყო, გაგვეცვალა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ სამოქალაქო საზოგადოებას და განვითარების ორგანიზაციებს ნებისმიერი მთავრობისთვის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ჩვენ გვაქვს ასეთი ხანგრძლივი პარტნიორობა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა, განსაკუთრებით გასაკვირი იყო, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რამდენად კრიტიკულ როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღ დემოკრატიაში. ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ეს არის მათი როლი, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება. ზოგჯერ ეს შეფასება არის არაკომფორტული, თუმცა მათი ამოცანა არაა მთავრობისთვის მუშაობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მუშაობა, ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის, მოქალაქეების უფლებებისთვის და იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული. ვფიქრობ, საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს - იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატურ ცვლილებებთან, გამონაბოლქვთან ბრძოლა, დასაქმებულების, უფლებების დასაცავად რეგულაციების შემუშავების დახმარება. სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს ბევრ სექტორში და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაფასოთ მათ მიერ ყოველდღიურად შესრულებული კარგი სამუშაო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი „ხალხის ძალაზე“: მთავრობიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების რიტორიკაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტებმა ელჩს ასევე ჰკითხეს ამ ძალის გაფართოებასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებზე. „ერთი მხრივ, მთავრობიდან მოდის დამაბნეველი გზავნილი, რომელიც გარკვეულწილად ეთანხმება მას, ვინც როგორც ჩანს, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და აშშ-ის შორის პარტნიორობას, მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრი და სხვები გამოთქვამენ მზადყოფას და სურვილს, რომ გაძლიერდეს ურთიერთობა და პარტნიორობა აშშ-სთან. მე ყოველთვის მსურს, ვისაუბრო ფაქტებით. ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა ჩვენ გარშემო, თუმცა სიმართლეს ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა, ეკონომიკა, ქვეყნის სუვერენიტეტი და რა თქმა უნდა, დემოკრატია. ირაკლი ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე“: პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნული თუნდაც ის ფაქტი, რომ ეკონომიკა წინ მიდის და კარგი ციფრებია, ამაში წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს მეგობრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ შორის იმ პერიოდში, რომელიც პანდემიის დროს და მის შემდგომ განხორციელდა. აშშ-ის მთავრობა ძალიან დიდ ძალისხმევას სწევს, რომ დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს რწმენა, რომ მათი ქვეყანა ძლიერი, განვითარებული დემოკრატიისკენ მიდის, რომელიც არის სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და ე.წ. ოთხეულს უერთდება რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს“, - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე: შემიძლია, კელი დეგნანს პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას

მე შემიძლია, კელი დეგნანს პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას, ამის უფლება მაქვს. – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „თქვენ მეკითხებით, სხვისი განცხადება რას ემსახურება, ეს მას უნდა ჰკითხოთ, ვინც გააკეთა, მე შემიძლია, პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას, ამის უფლება მაქვს. თქვენ ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები ან რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლები, თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იყოს, დავუშვათ, ძალიან დიდი წვლილი ჰქონდეს ამ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი, მასთან შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის მათ შორის არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე. კელი დეგნანი „ხალხის ძალაზე“: მთავრობიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. მისი თქმით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა. „მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელსაც ელჩი დეგნანი და საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ასევე საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელიც ელჩმა დეგნანმა და საელჩოს გუნდმა გასწიეს თუმცა ეს ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რომლებიც ვიხილეთ. მოდით ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.  ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.  

ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელიც ელჩმა დეგნანმა და საელჩოს გუნდმა გასწიეს

სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტისას პირველ განცხადებას აკეთებს. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, არამხოლოდ ამ კონფერენციაზე, არამედ საქართველოში, სადაც შეერთებული შტატები სარგებლობს ასეთი პროდუქტიული თანამშრომლობით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მუდმივი დემოკრატიული განვითარების და საჭირო რეფორმების, ეკონომიკური ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობაში ჩვენს პარტნიორებს, და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არჩეული აქვთ ევროატლანტიკური გზა. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა. ამ კონფერენციაზე მე ყურადღება გავამახვილე იმ გამოცდილებაზე, რაც მივიღეთ პანდემიის მართვისას და ხაზგასმით ვისაუბრე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს გაკვეთილები, რომლებიც  მომავალ გლობალურ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და პანდემიისას მზადყოფნისა და რეაგირების ძალისხმევაში. რა საკითხებს განიხილავს საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც შესანიშნავი ხელმძღვანელობა უძღვება დაავადების კონტროლის ცენტრში. აქ ვარ იმისათვის, რათა ხაზი გავუსვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩემი, როგორც შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ერთ-ერთი პრიორიტეტია,  ბიოუსაფრთხოების და ბიოუსაფრთხოების ნორმების, პრაქტიკის, ინსტრუმენტების და რესურსების საკითხზე თანაშრომლობის გაძლიერება ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, გლობალური პარტნიორობა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგი. ჩემი გუნდი იმუშავებს ამ გამოწვევების გადასაჭრელად, საჭირო ინსტრუმენტებისა და რესურსების მოძიების გზით. ჩემი ვიზიტის განმავლობაში მე ასევე შევხვდები ქართველ ლიდერებს იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფერო და მიმართულება როგორიცაა, საზღვრის უსაფრთხოება და საბაჟო თავდაცვა. მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელსაც ელჩი დეგნანი და საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ასევე საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა ეს ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რომლებიც ვიხილეთ. მოდით ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა. შეერთებული შტატები ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს, რადგანაც ისინი იბრძვიან თავისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი, საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ჯენკინსმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ელჩის და მისი გუნდის საქმიანობას.  "ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შევხვდი. მივესალმები მისი და საელჩოს გუნდის მიერ საქართველოს ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას", - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.  საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. მისი თქმით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა. ბონი ჯენკინსმა დააფიქსირა, რომ ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია.   

ამერიკის ელჩის თქმით, ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უნდა დაეთმოს

ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უნდა დაეთმოს, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებნს განუცხადა. შეკითხვა ეხებოდა „ხალხის ძალის“ განცხადებას აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ. „ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ ვსაუბრობთ და ჩანს თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვეხმარებოდით და ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა, განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ვეხმარებოდით განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ჯერ კიდევ 1918 წელს, ასი წლის წინ, ვიდრე რუსეთი მას დაიპყრობდა. საქართველო იყო ძალიან პროგრესული, თუნდაც ინსტიტუტების კუთხით და დღეს ეს საქმიანობა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ამ ინსტიტუტების მშენებლობაში არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას სურს ეს, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, გაწევრიანდეს NATO-ში და ეს მისწრაფებებიც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი. ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რადგან მიიღწეს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ კუთხით. მას აქვს ასოცირების ხელშეკრულება, აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა ესეც, რაც არის ახალი მიზანი, ეს არის სრულიად მიღწევადი თუ საქართველოს ლიდერების ყურადღების 100 პროცენტი მიმართული იქნება აქეთკენ. სწორედ ამაში ეხმარება აშშ საქართველოს, რომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რაც გახლავთ მთლიანად ქართველი მოსახლეობის სურვილი“, - განაცხადა კელი დეგნანმა. აშშ-ის ელჩისგან ვერ მივიღეთ პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ. ეს განცხადება ანტიამერიკული განცხადებებით გამორჩეულმა „ხალხის ძალამ“ ორი დღის წინ გაავრცელა.

ელჩი დეგნანი ФСБ-ს ინფორმაციაზე: ბევრი სპეკულაციაა

ამერიკის ელჩმა სპეკულაცია უწოდა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა გიორგი კაკაურიძე: საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია „არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სატვირთოს შესახებ. ძალიან ბევრი სპეკულაციაა მთელი ინციდენტის შესახებ, მაგრამ რა მოხდა ამ სატვირთოსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არავის აქვს ინფორმაცია. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, ასევე სანაპირო დაცვასთან და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, სწავლებით, რათა დაიცვან საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო. ФСБ-ს მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი სომხეთში. შემდეგ კი, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უსაფუძვლოს უწოდებს.  არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - განაცახადა მინისტრის მოადგილემ.  მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. „ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას“, - აღნიშნა კაკაურიძემ.  

კელი დეგნანი: ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის წევრობა

ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღწევა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხისადმი „ვერ ვიტყვით, ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის კონკრეტული ინიციატორი, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან, 19 აპრილის შეთანხმებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. ელჩის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების თითოეული პუნქტი და საკითხი მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან და იყო იმ დიალოგისა და მოლაპარაკებების შედეგი, რაც იმართებოდა. „მართლმსაჯულების რეფორმაზე იყო საკმაოდ დიდი განხილვები, დისკუსიები და გარკვეულწილად ეს საკითხები, ამასთან დაკავშირებით, მოდიოდა ან პოლიტიკური ლიდერებისგან თავად ან ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის ან ეუთოს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა განეხორციელებინა საქართველოს. ვერ ვიტყვით კონკრეტული ინიციატორი ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა და თითოეული საკითხი რაც იქ განიხილებოდა და რაც იქნა მიღებული, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან, ვინც ესწრებოდნენ ამ მოლაპარაკებების პროცესს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მოგეხსენებათ, რომ ეს კომისია დაკომპლექტებულია სამართლის სფეროს ექსპერტებით, რომლებიც სწავლობენ ევროპის და არამხოლოდ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ საქართველოს ვურჩიეთ, რომ ვიდრე მიიღებს კანონმდებლობას ეს გადაგზავნილიყო ვენეციის კომისიაში და ასევე ეუთოში შეფასებებისთვის იმიტომ, რომ მათ უკეთ იციან, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული კანონმდებლობა საუკეთესო სტანდარტებს, რამდენად შეესაბამება ევროპის კანონმდებლობას და აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. შესაბამისად, სწორედ ამიტომ გადაეგზავნა ვენეციის კომისიას ეს კანონმდებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე კონცენტრირება და კანდიდატის სტატუსის მიღწევა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხისადმი. ეს იყო ყველაზე დიდი პრიორიტეტი და დაპირება, ვინაიდან ქართველი ხალხის არჩევანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი. ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის წევრობა”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, აპირებს თუ არა აშშ, შეუერთდეს უკრაინის მიერ ამოქმედებულ სანქციებს

შეერთებული შტატები წინასწარ არ აკეთებს განცხადებას სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებისთვის უკრაინის მიერ სანქციების დაწესების შესახებ დაუსვეს შეკითხვა. „ეს შეკითხვა ალბათ უკრაინის მთვრობის და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ არის“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს. ელჩ დეგნანს ასევე ჰკითხეს, „აპირებს თუ არა აშშ, შეუერთდეს სანქციებს, რადგან უკრაინის მთავრობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, მათ სანქციებს შეუერთდნენ და დაუწესონ სანქციები მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრილ პირებს“. „რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ, ქვეყნდება გარკვეულ პლატფორმაზე, ვებგვერდზე და არ ხდება წინასწარ განხილვა/დაანონსება“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. სანქცირებულთა სიაში არიან ბიზნესმენები დავით იაკობაშვილი, რომან აბრამოვიჩი, ლეონიდ ლებედევი და სხვები. ხსენებულ პირებს უკრაინის ტერიტორიაზე შეეზღუდებათ: სავაჭრო ოპერაციები უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა ქონების უფლება რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა

ელჩი დეგნანი: ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა

ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა. კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ სექტორში ინვესტორების მოზიდვაზე. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან, რათა შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით. ელჩი დეგნანი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტია ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტიანი პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ელექტროკაპიტალის ბაზრის ამოქმედებისკენ, რეალისტური ვადებითა და პროექტის განსახორციელებელი მიზნებით. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანად, გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით.შეერთებული შტატები ძალიან ბედნიერია, რომ განაგრძობს მუშაობას საქართველოსთან, ამ სექტორების განვითარების მიზნით. ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტურობა უნდა იყოს პრიორიტეტები ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არამხოლოდ კლიმატის ცვლილებისა და ენერგიის სუფთა, კლიმატისთვის ხელსაყრელი წყაროების განვითარების მნიშვნელობის გამო, არამედ მაშინ, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას და მისი მთავარი სამიზნეა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული უსაფრთხოება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება. ეს მკაფიო მაგალითია იმისა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასია. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოსთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.30 წელია, შეერთებული შტატები მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. USAID-ის 16 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა, კონკრეტულად ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება.ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფოკუსირებას სუფთა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროების განვითარებაზე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ელჩი დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები

„მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები ეს მნიშვნელოვანი გზაა ინვესტორების მოსაზიდად“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან, რათა შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით ელჩი დეგნანი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტია ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტიანი პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ელექტროკაპიტალის ბაზრის ამოქმედებისკენ, რეალისტური ვადებითა და პროექტის განსახორციელებელი მიზნებით. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანად, გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით.შეერთებული შტატები ძალიან ბედნიერია, რომ განაგრძობს მუშაობას საქართველოსთან, ამ სექტორების განვითარების მიზნით. ელჩი დეგნანი: ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტურობა - ეს უნდა იყოს პრიორიტეტები ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, - განუცხადა ელჩმა მედიას.

ელჩი დეგნანი ალიევის გზავნილზე: ძალიან კარგად გვახსოვს საქართველოს როლი. ეს იყო საქართველოს, როგორც მედიატორის წარმატებული ისტორია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდგომი განცხადება შეაფასა. ელჩის თქმით, ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან. „რაც შეეხება საქართველოს როლს, როგორც მედიატორისა, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ შეასრულა როლი, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები და ეს იყო წარმატებული ისტორია საქართველოსი, როგორც მედიატორისა ამ პროცესში. თუმცა გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა, თუ სხვადასხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს. ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედისმომცემი და საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია ეს როლი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩი დეგნანი: მართლმსაჯულების რეფორმამ სასამართლოს წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები უნდა გადაჭრას

ამერიკის ელჩის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმამ სასამართლოს წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები უნდა გადაჭრას. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების არჩევას ეხებოდა. „რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა და არამხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის აქვს მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც დემოკრატიის დაცვაზე ვსაუბრობთ. თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, ასევე, დაინტერესებული მხარეები, ეს უნდა ხდებოდეს არამხოლოდ იმიტომ, რომ მათ ამის ინტერესი აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ მათ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები აქვთ. მე ხშირად მიწევს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა, მქონია შეხვედრა ბევრ მოსამართლესთან და მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ბევრი პროფესიონალი და საქმის ერთგულია და ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას მთავარი და ძირითად გამოწვევები, რომლებიც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგ სასამართლოში ძალიან ბევრი დაგროვილი საქმეა, ზოგან მოსამართლეების ნაკლებობაა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

ელჩი დეგნანი: ნებისმიერ რამ, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხმოებას, სარგებელს მხოლოდ რუსეთს აძლევს

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. კელი დეგნანმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. „მე არესტოვიჩის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ის უკრაინის მთავრობის წევრია. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის და NATO-ს წევრობას და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ქვეყანამ თავის მიზნებს მიაღწიოს. ახლა ამისთის რეალური შესაძლებლობა არსებობს, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც აუციელებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის და ამისთვის რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა ეს მზაობა დაინახოს“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.  მისივე თქმით, ნებისმიერ რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას, ან ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხმოებას, რუსეთს აძლევს სარგებელს, რადგან საქართველოში და რუსეთში შეიჭრა რუსეთი, საფრთხეს უქმნის მათ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენტიტეტს. „ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტუმრები მიმდინარე სამუშაო პროცესსა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს გაეცნენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია რეგიონებში ახორციელებს, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. „მოხარულები ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ადგილზე გაეცნო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას. ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, ამ თანამშრომლობის შედეგად კი, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა. პრესსამსახურის ცნობით, კელი დეგნანმა ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობას პანდემიის კვლევასა და ტესტირებაში, ამასთანავე, ისაუბრა ლაბორატორიის როლზე ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს ასეთი ლაბორატორიის ფუნქციონირებას", - განაცხადა კელი დეგნანმა. ახალციხის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

აშშ-ის საელჩო: ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერა აშშ-ისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის ნაწილია

"ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის ნაწილია", - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. "ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის ნაწილია. მადლობას ვუხდით ახალციხისა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოებს საინტერესო დისკუსიისა და გულთბილი მასპინძლობისთვის. მათ, როგორც საქართველოს უწყვეტი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტიტუციის წარმომადგენლებს, ელჩი დეგნანი მათ გამოცდილებასა და გამოწვევებზე სასაუბროდ შეხვდა. საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად შეერთებული შტატები მუშაობს ყველა მოსამართლესთან, რათა ისინი უკეთ ემსახურონ ქართველ ხალხს, რომელიც კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის წევრობის გზას ადგას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ელჩი დეგნანი: ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი

ამერიკის ელჩის განცხადებით, ამერიკამ საქართველოს განვითარებაში მრავალი მიმართულებით შეიტანა წვლილი. კელი დეგნანის თქმით, საუბარია არამხოლოდ ეკონომიკურ განვითარებსა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ჯანდაცვა, განათლების სისტემის რეფორმირება და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ელჩის განცხადებით, ეს ყველაფერი ემსახურება ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც გულისხმობს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები 25-ე, ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს მიერ არის ორგანიზებული. აქ ასევე აღვნიშნავთ საქართველო-ამერიკის 30 წლის ურთიერთობებს და ვზეიმობთ მას. ჩვენ ძალიან ბევრი რა გვაქვს ერთად საზეიმო, რადგან ამ წლების განმავლობაში ერთად, ძალიან ბევრი მიღწევა და წარმატება გვქონია. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაგრძელება.  საქართველოს განვითარებაში მრავალი მიმართულებით შეიტანა წვლილი. საუბარია არამხოლოდ ეკონომიკურ განვითარებსა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ჯანდაცვა, განათლების სისტემის რეფორმირება და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ეს ყველაფერი ემსახურება ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც გულისხმობს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. სწორედ ძლიერ ეკონომიკას, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ შედეგებს იმ თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რაც წლების განმავლობაში ქართულ და ამერიკულ ბიზნესებს შორის არსებობს. ეს შედეგები განაპირობებს ძალიან ბევრი ქართველის უკეთეს ცხოვრებას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი და ეს საქმე უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ეს კეთილდღეობა და სარგებელი მიწვდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ცხოვრობს რეგიონებში, პატარა ქალაქებში, სოფლებში, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი იდეები და ჩვენ გვინდა, რომ ამ იდეებს ხსლი შევუწყოთ და მე ვფიქრობ, რომ წინ კიდევ თანამშრომლობის ბევრი წელია“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ილია დარჩიაშვილმა და კელი დეგნანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრს. კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ მიმდინარე და სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად საკითხზე.  

ელჩი დეგნანი: აშშ გააგრძელებს მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ ეფექტიანი საქმიანობა შეძლონ

აშშ გააგრძელებს მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ შეძლონ ეფექტიანი საქმიანობა და გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, მოსამართლეთა მოსაზრებები მათთან შეხვედრის დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართული შეხვედრებისას მოისმინა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დონეზე უამრავ მოსამართლეს შევხვდი. მათგან ძალიან ბევრი მონაწილეობდა გაცვლით, სასწავლო პროგრამებში, სხვადასხვა ტრენინგში, მათ შორის მაშინაც, როდესაც ამერიკელი მოსამართლეები საქართველოში ჩამოდიან და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სხვადასხვა შეხვედრა ტარდება. მე რაც მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ მსგავსი შესაძლებლობა იყოს კიდევ უფრო მეტი, რადგან მიიჩნევენ, რომ ძალიან მათთვის მეტად ღირებულია, გაუზიარონ თავისი ხედვები ამერიკელ მოსამართლეებს, თავის მხრივ, ამერიკელი მოსამართლეები უზიარებენ თავიანთ აზრებს იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება მათი გადალახვა. როგორც წესი, ეს არის ნაყოფიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ემსახურება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სასამართლოს სისტემის მოდერნიზებისკენ. ეს ძალისხმევა ძალიან ბევრი წელია, გრძელდება და მას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, პროგრესიც სახეზეა, თუმცა ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რადგან სწორედ ეს შედის 12 პრიორიტეტში, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა. ჩვენ ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ შეძლონ ეფექტიანი საქმიანობა და იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ელჩი დეგნანი: ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი  

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა გვარამიას შესახებ, აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო „გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა კობახიძემ. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.  

ელჩი დეგნანი: გვსურს, რომ საქართველო ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული

„ქართველმა ხალხმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიას 3 ნოემბერს განუცხადა. მას დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე ჰკითხეს. ელჩს აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის კომენტარზეც დაუსვეს შეკითხვა. ელჩი დეგნანი: ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს „თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, ასევე, ევროკავშირის და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება. ყველაფერი, რაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერას, უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისათვის. ამ მომავლის მისაღწევად, მიუკერძოებელი სასამართლოს ცენტრალური ადგილი უკავია და ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, ქართველ ხალხს დაჰპირდა საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს ამას, ღრმად შემაშფოთებელია. შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რასაც მოაქვს მედეგობა, სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა ქართულ მედიას.

ელჩი დეგნანი: ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს

ამერიკის ელჩის განცხადებით, ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის საქმეზე ჰკითხეს. ელჩს აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის კომენტარზეც დაუსვეს შეკითხვა. „თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, ასევე, ევროკავშირის და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება. ყველაფერი, რაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერას, უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისათვის. ამ მომავლის მისაღწევად, მიუკერძოებელი სასამართლოს ცენტრალური ადგილი უკავია და ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, ქართველ ხალხს დაჰპირდა საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს ამას, ღრმად შემაშფოთებელია. შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რასაც მოაქვს მედეგობა, სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა ქართულ მედიას. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო ამერიკის საელჩოს განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა, სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირ ჩარევად შეაფასა.

კელი დეგნანის თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრას მიესალმა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.  ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო გზაა „ნებისმიერ დროს, როცა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთად სხდებიან სასაუბროდ, ეს აზრთა გაცვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ვაშინგტონში, მდივან ბლინკენთან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის განსხვავებების გადასალახად. ეს მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის. ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისათვის, ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. „აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.  

კელი დეგნანი: ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს, ან ძირს უთხრის მას, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს

ამერიკის ელჩის განცხადებით, მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ჟურნალისტებმა ელჩს ჰკითხეს „მედიის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე“, რომლის მაგალითად, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ ხელმძღვანელების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები მოიყვანეს. მედია ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ჩანაწერებზე, ელჩის შეფასებითაც დაინტერესდა. „მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი. მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც აშშ-ის კონსტიტუციით. ყველაფერი, რაც მას ასუსტებს, ან ძირს უთხრის მას, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ, მიგვაჩნია, მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ასეთ მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.  

ამერიკის საელჩო: იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა

თბილისში გამართული საერთაშორისო ფორუმისადმი მიძღვნილ ტექსტში ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ახლა, როდესაც რუსეთი აგრძელებს თავის სასტიკ, არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. „მნიშვნელოვანი დიალოგის გასამართად თბილისის მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე რეგიონული სტაბილურობისთვის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები შეიკრიბნენ და განიხილავენ ბირთვულ-რადიოლოგიურ უსაფრთხოებას მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით. შეერთებული შტატები სიამაყით უჭერს მხარს ამ ფორუმს და ვიმედოვნებთ, რომ ეს და სხვადასხვა ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის ხელშემწყობი იქნება“, - წერია განცხადებაში.

ელჩი დეგნანი მმართველ პარტიას და ოპოზიციას პოლარიზაციის დაძლევისა და რეფორმებზე კონცეტრირებისკენ მოუწოდებს

ახლა მნიშვნეოლოვანი ეტაპია ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის შეახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომდესაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზე ჰკითხეს. „აშშ არ არის ევროპარლამენტის ნაწილი და ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ რეზოლუციის შემუშავებაში. თუმცა ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენ ასევე გამოვთქვამთ წუხილს პოლიტიკური გარემოს ღრმა პოლარიზაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ვეთანხმებით მოწოდებას მხარეებისადმი, რომ გაერთიანდნენ და განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის არის სასამართლო რეფორმა და სხვა დემოკრატიული რეფორმები. ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს იმ კუთხით, რომ წარუდგენს თავის რეკომენდაციებს ვენეციის კომისიას და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს და შემდგომ მათგან იღებს შეფასებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და რამდენად აკმაყოფილებს მას. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიში მიიღო ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული კანონმდებლობა ასევე წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა ამ კომისიამ შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს, რომელიც გულისხმობს სტაბილურ, წარმატებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები, მმართველი პარტია და ასევე ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდებიან და ისე შეასრულებენ სამუშაოს, რომ საქართველომ ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლოს. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები ამას შეძლებენ ქართველი ხალხისთვის“, - განუცხადა მედიას კელი დეგნანმა.  

ელჩი დეგნანი: საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად

საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს კონფერენციაზე „ქალები საყოველთაო თავდაცვისთვის“ განუცხადა. „ეს კონფერენცია არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ გავაერთიანოთ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, რათა ისაუბრონ NATO-ს ყოვლისმომცველ თავდაცვის კონცეფციასა და საქართველოს მიდგომაზე ამ კონცეფციის განსახორციელებლად. ელჩი დეგნანი მმართველ პარტიას და ოპოზიციას პოლარიზაციის დაძლევისა და რეფორმებზე კონცეტრირებისკენ მოუწოდებს ქალები ცენტრალურ როლს ასრულებენ ყოვლისმომცველი თავდაცვის კონცეფციაში და ამაზე უფრო მეტად ვისაუბრეთ დღევანდელ კონფერენციაზე. საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, თავისი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს ეხება თამარ მეფეს და ბევრ ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად. ეს კონცეფცია თანამედროვე ვერსიაა იმისა, რაც ხდებოდა წარსულში და რაც მოიცავს მზაობას და საზოგადოების ჩართულობას ისეთ საკითხების მიმართ, როგორიცაა, სტიქიური უბედურებები, წყალდიდობა ან მიწისძვრა, ან რაიმე სახის თავდასხმა ან საზიანო მოქმედება. ასე რომ, NATO-ს ყოვლისმომცველი თავდაცვის კონცეფციის მრავალი განსხვავებული ასპექტია და ჩვენ მათ დღეს გამოვიკვლევთ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა მედიასთან.  

კარენ დონფრიდი: კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა, ძირს უთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას

საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა, ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს, - განაცხადა ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა განიხილებოდა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მთავარი გზავნილები „ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა და ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხვილვის საგანი. შეკრებას დემოკრატი სენატორი, კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უძღვებოდა. სხდომაზე მიწვეული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. მან რეგიონში აშშ-ის ინტერესების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

ჩემთვის პირადად მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით - ღარიბაშვილი

ჩემთვის პირადად მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „ჩემთვის პირადად მიუღებელია, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. ეს არის ჩემი აზრი. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ. არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება განსხვავებები გქონდეს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის განვიკითხავთ, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, - აღნიშნავს პრემიერი. შეგახსენებთ, რომ  საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალხის" ძალა აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და "ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას".  

ელჩი დეგნანი: ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა მტკიცეა

ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ (აშშ-ის) მხარდაჭერა მტკიცეა, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. „მე ვისაუბრებ ჩვენს მხარდაჭერაზე. ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცეა და ამას ადასტურებს ის კანონმდებლობა, რომელიც სულ ახლახან მიიღეს. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც ივლისში მიიღეს. ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ სენატორი ჯინ შაჰინი იყო. ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის კონგრესი რჩება საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, წარმატების ერთგული მხარდამჭერი“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ელჩი დეგნანი NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს

ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადება კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს აგონებს. ამის შეახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვა ეხებოდა „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომ „NGO-ებს დაფინანსება უნდა შეუმცირდეთ“.  „რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს NGO-ებთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. ჩემი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყო. „ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა. შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მხრიდან, სენატორ შაჰინის მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, განაცხადა, რომ „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ, მათ იდარდონ“.

ელჩი დეგნანი სენატორ შაჰინის მისამართით დეპუტატის ნათქვამზე: არ მქონდა მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქართველი ამ სიტყვას გამოიყენებდა ვინმეს მიმართ

„არ მქონდა მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქართველი ამ სიტყვას გამოიყენებდა ვინმეს მიმართ“, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დეპუტატის მხრიდან სენატორის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამთან დაკავშირებით ჰკითხეს.  „ყველა დამეთანხმება, რომ ეს არის არასაჭირო და შეუფერებელი“, - განაცხადა ელჩმა. „რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს NGO-ებთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. ჩემი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყეს. „ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა. შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მხრიდან, სენატორ შაჰინის მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა.

ელჩი დეგნანი: ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი მრავალფეროვანი დახმარებით, მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, საქართველოს თითოეულ კუთხეს

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანნმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპასუხებდა რიგი დეპუტატების განცხადებებს, რომ შეერთებული შტატების დახმარების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მიემართება. კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყო. ელჩი დეგნანი NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს ელჩის თქმით, ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის. კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის. „რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ სად მიდის ეს (აშშ-ის, რედ.) დახმარება, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მიწის თხილის ფერმები აქვთ და მათ, ვინც დახმარება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე, მათ, ვისაც მოცვის, რძის პროდუქტების საწარმოები აქვთ და მუდმივად იღებენ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ალბათ, სტუდენტებს, რომლებიც აშშ-ში გაცვლითი პროგრამებით მიდიან და იქ იღებენ განათლებას. ასევე, საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს, რომლებიც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით მოგზაურობენ აშშ-ში. რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება, მათ შორის, თავდაცვის, სანაპირო დაცვის, სამართალდამცავი უწყების, სასაზღვრო პოლიციის დახმარების პროგრამები. ასევე, ნაწილი ჩვენი დახმარებისა, მიდის ძალიან კარგი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს. ეს არის მათი ძირითადი მიმართულება. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ, დახმარების ძალიან კარგი ჩამონათვალი და ისტორია გვაქვს, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხს, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და ჩვენი სურვილია, რომ ამ მრავალფეროვანი დახმარებით, მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, საქართველოს თითოეულ კუთხეს, ეს იქნება მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობით თუ ინდივიდუალურად და არასამთავრობოების საშუალებით. შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მხრიდან, სენატორ შაჰინის მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, განაცხადა, რომ „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ, მათ იდარდონ“.

ელჩი დეგნანი: რუსეთი და სხვა ავტოკრატიული რეჟიმები აზრთა სხვადასხვაობას უთანხმოების გასაღვივებლად იყენებენ

დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ეროვნულმა ერთობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. პარტიათა შორის კონკურენცია, პარტიული მიმხრობა, ეს ნებისმიერი დემოკრატიის ჩვეული და ჯანსაღი კომპონენტია, ისევე როგორც კომპრომისი – საერთო სიკეთისთვის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. „გასულ კვირას, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვეყანაში რომელსაც მსოფლიოში უძველესი კონსტიტუციური დემოკრატია აქვს, ჩავატარეთ მშვიდი არჩევნები. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ დემოკრატია ხშირად ხმაურიანი და ქაოტურია და შეუძლია საზოგადებაში არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოების გამოვლენა. ეს ყოველთვის ცუდი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც საქართველოში, ვხედავთ პოლარიზაციისა და უთანხმოების ზრდას. სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, როგორ იყენებენ ამ აზრთა სხვადასხვაობას რუსეთი და სხვა ავტოკრატიული რეჟიმები უთანხმოების გასაღვივებლად, რომლის მიზანი ჩვენი საზოგადოებების ძირის გამოთხრაა. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ეროვნულმა ერთობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ყველაფერზე ვთანხმდებით და განსხვავებული აზრი აღარ იარსებებს, განსაკუთრებით საკვანძო პოლიტიკურ საკითხებზე. პარტიათა შორის კონკურენცია, პარტიული მიმხრობა, ეს ნებისმიერი დემოკრატიის ჩვეული და ჯანსაღი კომპონენტია, ისევე როგორც კომპრომისი – საერთო სიკეთისთვის. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებენ ავტოკრატები „მართულ“ ან სუვერენულ დემოკრატიას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და საკუთარი ინტერესების წინსვლისთვის. ავტოკრატიული რეჟიმები, ისეთი, როგორიც რუსეთია, ხშირად იყენებს ეროვნული ერთობის საბაბს დამოუკიდებელი აზრის ჩასახშობად. ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს აქ არსებული მოსაზრებებისა და შეხედულებების მრავალფეროვნებით, და სიმართლის უშიშრად თქმის ისტორიული გამოცდილებით, ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის უზრუნველსაყოფად. შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ, მოვძებნოთ უფრო დემოკრატიული მიდგომა ერთიანობის გასაძლიერებლად დიალოგისა და ძირითად ღირებულებებზე შეთანხმების გზით. უაღრესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და ინტენსიური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, ადვილია იმის დავიწყება, რომ ქართველი ხალხი ერთიანია საქართველოს წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ. საქართველოს ხალხმა არაერთხელ და მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ სურთ წარმატებულ, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველოში ცხოვრება, რომელიც სრულადაა ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ამ მიზნის მიღწევაში და ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ აქ ემსმახურება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ხელშეწყობას, ვმუშაობთ რა მთავრობასთან და პარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ამ მიზანს. ქართველ ხალხთან ჩვენი ოცდაათწლიანი ურთიერთობისას ჩვენი ყურადღება ყოველთვის მიმართული იყო ამ მიზნის რეალობად ქცევაზე, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოთქვა ეს სურვილი. საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მომენტია. ნაკლებად მნიშვნელოვანმა პარტიულმა მიკუთვნებულობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქართველი ხალხის ამ დიდი ხნის ოცნების ასრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხადია, რომ ხალხს მრავალი საერთო მიზანი აქვს, მიუხედავად იმისა, თუ ვის ემხრობა. სასწორზე ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, საქართველოსთვის სახელმძღვანელო პრინციპებზე კონსენსუსის მისაღწევად, რაც შეიძლება გახდეს ცივილიზებული დისკუსიის საფუძველი. ეს არის ძალისხმევა, რომ კონკურენცია წარიმართოს ჯანსაღად და გამოინახოს საუკეთესო გზები იმ მიზნის მისაღწევად, რაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტად სურს. საქართველოს დევიზი ხომ - ძალა ერთობაშია. ჩვენი იმედი გვაქვს რომ ეს ძალისხმევა განამტკიცებს ამ დევიზის ძალას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიური დაკვირვების ქვეშ არის. ელჩმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, მედიასთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რაც კონსტიტუციით, ნებისმიერი მოქალაქისთვის არის გარანტირებული. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას. გვაქვს რეგულარული კონტაქტი სახალხო დამცველის ოფისთან დღევანდელი დღის ჩათვლით, რათა მოვიკითხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა. არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სააკაშვილი ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მონიტორინგს მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილი იღებს იმას რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს და რაც გარანტირებულია საქართველოა კონსტიტუციით“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონს ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მნიშვნელოვანს უწოდებს ევროკავშირის რჩევას იმის შესახებ, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. ელჩის თქმით, კარგი იქნება თუ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ის ინსტიტუტი, რომელთანაც საქართველო თანამშრომლობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი რჩებაა მათი მხრიდან. მე მგონი, არსებობდა გარკვეული დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გაიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება. თუმცა რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში.  ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

კელი დეგნანი: არ მსურს, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ის არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში

 არ მსურს, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე, აინტერესებს მისი წარმატება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე ჰკითხეს. კერძოდ, ამერიკელ დიპლომატს ჰკითხეს დევიდ კრამერის იმ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ“. ელჩის თქმით, დევიდ კრემერი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში. „ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“,  - განუცხადა აშშ-ის ელჩმა მედიას.  

აშშ მუდმივად ცდილობს, მოიძიოს გზები, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან

აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია NATO-ში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც NATO-საქართველოს ურთიერთობებზე ჰკითხეს. ელჩის თქმით, აშშ ყოველთვის ცდილობს, მოიძიოს სხვადასხვა გზა, საქართველოს თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის, რომ გაზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან. ელჩის თქმით, ეს არის ის, რასაც ამერიკა საქართველოში მრავალი წელია, აკეთებს. „NATO-სთან საქართველოს შესაძლებლობებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთელ მთავრობასთან. აშშ ამას საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს. ცხადია, რომ გასაკეთებელი მეტია. ცხადია, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ეს აისახება ხოლმე ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა NATO-სთან ყოველწლიური კონსულტაციის შედეგად ამზადებს. აშშ მუდმივად ცდილობს, მოიძიოს გზები, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან. „წვრთნები, რომლებსაც საქართველო NATO-სთან, აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ატარებს ხოლმე, არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ყველა ვხედავთ იმას, თუ სად შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარი, ერთობლივად ვუპასუხოთ, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება. ამასთანავე, საქართველოს საზღვრების დასაცავად, გავზარდოთ თავდაცვის ძალების უნარები“, - განაცხადა კელი დეგნანმა. მან NATO-ს მოკავშირეებთან და ალიანსის ხელმძღვანელობასთან საქართველოს ლიდერების მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საქართველოს ლიდერებისთვის შესაძლებლობა, რომ ესაუბრონ NATO-ელ მოკავშირეებს და ალიანსის ხელმძღვანელობას და ეძიონ გზები, საქართველოს NATO-ს წევრობასთან დასაახლოებლად. ეს მოითხოვს მუშაობას საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე მოითხოვს განგრძობად მხარდაჭერას აშშ-სგან და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნებისგან. ყველა მათგანს სურს, იხილოს საქართველოს წინსვლა NATO-სკენ მიმავალ გზაზე, იმ უსაფრთხო მომავლისკენ, რომელიც საქართველოს სურს და იმსახურებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

ამერიკის საელჩო: 30 წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერდა საქართველოს და კვლავაც განაგრძობს ამ მხარდაჭერას

USAID-ის ახალი პროგრამის - ერთიანობა მრავალფეროვნებაში ოფიციალურად გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იუწყება. საელჩოს ინფორმაცით, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს, გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები. „პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში. ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მეორე მსოფლიო ომში. თბილისში დაბადებულმა ალექსანდრე ქართველიშვილმა, რომელიც ცნობილია როგორც ალექსანდრე ქართველი, დააპროექტა ინოვაციური მოერიშე თვითმფრინავი, რომელიც გერმანიასთან ბრძოლაში იმდენად წარმატებული იყო რომ მოხდა მისი სერიული ( 15 000 ერთეული) წარმოება. ალექსანდრე ქართველის ღვაწლმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ახალი პროგრამის - ერთიანობა მრავალფეროვნებაში ოფიციალურ გახსნაში. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს, გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები. პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში. ძლიერი და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, დემოკრატიასა და ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა ეთნიკური კულტურის წარმომადგენელს. სწორედ ამიტომ, 30 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს საქართველოს, მათ შორის უმცირესობების გაძლიერებას“.

კელი დეგნანის თქმით, აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა წარედგინოს

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, რომ ეს კანონპროექტი უნდა წარედგინოს ვენეციის კომისიას. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

კელი დეგნანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა

აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. ექსკლუზივი - სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში და ასე შემდეგ „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით.  ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - აღნიშნა ელჩმა. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა  

ელჩი დეგნანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად ვრჩებით

აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად რჩება. შესაბამისი განცხადება ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა. ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. ექსკლუზივი - სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში და ასე შემდეგ „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით.  ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე გლობალური კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია ხსენებული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ელჩი დეგნანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად ვრჩებით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - აღნიშნა ელჩმა. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

ელჩი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ვაგრძელებთ

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სამედიცინო დასკვის/დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაიდგას სათანადო ნაბიჯები, რომლებიც მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დავისათვის არის მნიშვნელოვანი.   „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მჭიდრო მონიტორინგს ვაგრძელებთ. ჯერჯერობით ვეცნობით სამედიცინო დასკვნას, რომელიც ახლახან გახდა საჯარო. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. მისი უფლებები უნდა იყოს დაცული“, - აღნიშნა ელჩმა.  ელჩის განცხადებით, მთავარია, ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მისი ოფისი აქტიურად აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უფლებების დაცვის საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც აყენებს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

ელჩი დეგნანი: იმედი გვაქვს, ახალ სახალხო დამცველს ექნება იმის გამბედაობა, რომ თქვას სიმართლე

ამერიკის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის გუნდს, მის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს წლების განმავლობაში. ამ ერთობლივი თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რომ სახალხო დამცველის ოფისი და ინსტიტუტი უფრო ეფექტიანად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა მედიას სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. ელჩის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასრულდება ისეთი შედეგით, რომ მივიღებთ ასეთივე კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ სახალხო დამცველს, რომელსაც ექნება იმის გამბედაობა, რომ თქვას სიმართლე, დაიცვას საქართველოს ხალხის უფლებები, მისი ინტერესები და შეასრულოს თავისი მოვალეობა ისე, როგორც ამას ნინო ლომჯარია და მისი გუნდი უზრუნველყოფდნენ. „სახალხო დამცველის საქმიანობა გამოწვევებით აღსავსე ნებისმიერ დემოკრატიაში მნიშვნელოვანია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის მთავარი მანდატი გახლავთ თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა. ამით შეიძლება, ხშირად არ იყოს კმაყოფილი მთავრობა, არ იყვნენ კმაყოფილნი სხვა ადამიანები, თუმცა სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ილაპარაკოს სიმართლე, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ძალიან დიდ გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას. ამერიკის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის გუნდს, მის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს წლების განმავლობაში. ამ ერთობლივი თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რომ სახალხო დამცველის ოფისი და ინსტიტუტი უფრო ეფექტიანად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ჩვენთვის ნამდვილად დიდი პრივილეგიაა, რომ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან. ეს გახლავთ უაღრესად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი დღევანდელ სისტემაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანაშრომლობას“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას.

კელი დეგნანი ომბუდსმენს: ძვირფასო ნინო, ნამდვილი ჩემპიონი იყავით

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ლომჯარია ნამდვილი ჩემპიონი იყო. „ძვირფასო ნინო, მინდა პირადად მადლობა გითხრათ თქვენი, როგორც სახალხო დამცველისა და ომბუდსმენის, სამსახურისთვის. თქვენ ქართველი ხალხის ნამდვილი ჩემპიონი იყავით. ვიცი, რომ უკიდურესად რთული დრო იყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ, სახალხო დამცველის ოფისი, თქვენ და თქვენი გუნდი, ყოველდღე მუშაობთ, რომ ღირსებით, პატიოსნებით და წარმოუდგენელი გამბედაობით დაიცვათ თქვენი როლი, რომელიც კონსტიტუციაში ასე გარკვევითაა გაწერილი. ჩვენ ყველანი ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესს და ყველას იმედი გვაქვს, რომ შედეგად აირჩევა დამოუკიდებელი, ძალიან კვალიფიციური და აპოლიტიკური სახალხო დამცველი”, - თქვა დეგნანმა.  

ელჩი დეგნანი: გამჭვირვალედ უნდა შეირჩეს ომბუდსმენობის ისეთი კანდიდატი, რომელიც თავისი გამბედაობით დაიცავს ადამიანის უფლებებს

ამერიკის ელჩის განცხადებით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, რათა შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც თავისი კვალიფიკაციით, დამოუკიდებლობით, გამბედაობით შეძლებს და უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უფლების დაცვას. შესაბამისი განცხადება კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა. „ყველას გვახსოვს ნინო ლომჯარიამ და მისმა პროფესიონალთა გუნდმა სახალხო დამცველის ოფისიდან, მართლაც გამორჩეული საქმიანობა გასწია. ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი პოზიციაა.  ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლის მოვალეობაც არის თითოეული ადამიანის უფლების დაცვა, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, შერჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც თავისი კვალიფიკაციით, დამოუკიდებლობით, გამბედაობით შეძლებს და უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უფლების დაცვას“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ელჩი დეგნანი: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შთააგონებს ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს შთამაგონებელია ზოგიერთი ქართველისთვის, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძის თქმით, პირი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ დადასტურდა, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა „მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველებმა ძალიან კარგად იციან იმ ბრძოლის შესახებ, რომლის წინაშეც ახლა უკრაინელები არიან, რაც გულისხმობს მათი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაცვასა და შენარჩუნებას. ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და გრძელდება შევიწროება, გატაცებები. ვფიქრობ, ეს შთამაგონებელია ზოგიერთ ქართველისთვის, გააკეთონ, რაც შეუძლიათ დასახმარებლად. იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, უკრაინისადმი გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება მკაფიოდ ადასტურებს, რომელ მხარეს დგას საქართველოს ხალხი

„ნათელი და მკაფიოა, რომელ მხარეს იჭერს ქართველი ხალხი, ისინი არიან სოლიდარულები უკრაინის მიმართ, რადგან ეს ქვეყანა იცავს თავის სუვერენიტეტს, ერთიანობას და საკუთარ იდენტობას“, - შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა მედიასთან გააკეთა.  მისი შეფასებით, ქართველი ხალხისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ეს ყველაფერი და გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია.  „უნდა უჭირდეს თუ არა ცივილური სამყაროს ხელისუფლების წარმომადგენელს პასუხის გაცემა იმაზე, თუ ვისკენ უნდა იყოს ის რუსეთ-უკრაინის ომში“, ელჩმა ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა. „უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის, ის იბრძვის არსებობისთვის, იდენტობისთვის. ყველაფერი ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცით რუსული აგრესიიდან მიღებული საკუთარი გამოცდილებიდან, გამოცდილებიდან რომელიც თქვენ მიიღეთ, როცა რუსეთი თქვენი იდენტობის, ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას ცდილობდა. ასე რომ, როდესაც ქართველი ხალხი გულუხვ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ჩვენ ნათლად ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. „მე ვარ საქართველოს მხარეს, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასეც იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ვალდებულება და ყველა ჩვენი მოქალაქის სურვილი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 7 დეკემბერს, მედიის მხრიდან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

კელი დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა

ამერიკის ელჩის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამერიკის ელჩის თქმით, შეერთებული შტატები თვალყურს მაიდევნებს, კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს. „აშშ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი სააკაშვილის საქმეს. შექებას იმსახურებს სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა, მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. როგორც ვიცი, მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ გასული კვირის განმავლობაში. ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.  

კელი დეგნანი: გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ამერიკაში წასასვლელად ლეგალურ გზას მიმართონ და არ ჩაიგდონ თავი საფრთხეში. „უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით, ეს არის ძალიან საშიში და ამავდროულად არაკანონიერი. ამასთანავე, გართმევთ შანს, მეორედ ჩამობრძანდეთ ამერიკაში უკვე ლეგალურად. როდესაც ასეთი გზით შედიხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ითვლება რომ იქ იმყოფებით არალეგალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება ამ ადამიანების დეპორტაცია. ვწუხვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება“, - განაცხადა დეგნანმა. მისივე თქმით, პანდემიის გამო აშშ-ის ვიზის გაცემა გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო და ბევრი საქმე დაგროვდა ამ კუთხით. „ეს არა მარტო საკონსულოში, არამედ მსოფლიოს მაშტაბითაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ ვიზა და გაემგზავრნონ. უბრალოდ ამისათვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და უფრო ადრე საბუთების შემოტანა. ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კოვიდის პერიოდმა გარკვეული შეზღუდვები მოგვიტანა და სწორედ ამან გამოიწვია ინტერვიუების შეფერხება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მე ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ამერიკაში მოხვედრა, რომ ყველაფერი გააკეთონ კანონიერი გზით”, - განაცხადა კელი დეგნანმა „ქუთაისიპოსტთან“ ინტერვიუში. აშშ-ის ელჩი იმერეთში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმყოფებოდა.  

ელჩი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაუდებელი ვითარებაა

„ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის მდგომარეობას. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტის შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება. „ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას და დამატებით კითხვებს აჩენს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. „როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

კელი დეგნანი სააკაშვილზე: მიმდინარე სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს მათ შორის პირადი ცხოვრების უფლების დაცვით

„მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.  „მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, ფსიქოლოფიური დახმარების გაწევა და რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, არის სასამართლო მოსმენები, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით“, - განუცხადა ელჩმა მედიას. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

ელჩი დეგნანი: ჩვენთვის შემაშფოთებელია ფემიციდის და გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა

„შემაშფოთებელია როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში ფემიციდის, გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აშშ-ის საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს კონფერენცია უკვე ათი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ქალთა და გოგონათა სოციალური, ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მოგეხსენებათ, გენდერული თანასწორობა არის პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი. ჩვენთვის შემაშფოთებელია ზოგადად, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ფემიციდის და გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამ კუთხით ცნობიერება გაიზარდოს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან საქმეს, ასევე მინდა გითხრათ ცხელი ხაზის შესახებ, სადაც მსგავსი შემთხვევევბის დროს შეუძლიათ, დარეკონ -116006“,  – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. ცნობისთვის, საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეროვნულ კონფერენციას მართავს. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ელჩი დეგნანი: აშშ საქართველოს სტაბილური დემოკრატიის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია

რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, გაექრო საქართველოს სუვერენიტეტი და იდენტობა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა მტკიცე მისწრაფება, გაემყარებინა კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მას შემდეგ, რაც 30 წლის წინ, საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა რეპრესიებისგან და მანამდე, რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, გაექრო საქართველოს სუვერენიტეტი და იდენტობა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა მტკიცე მისწრაფება, გაემყარებინა კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია. აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტის განმავლობაში, საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია ამ ძალისხმევაში.  ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ პარტნიორები ვიყავით და დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი ეს გამოფენა ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს ამ ძალისხმევაში. აქ არის ჩვენი სამხედროების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად გადიან წვრთნებს, ჩვენი ლიდერების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად შრომობენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. აქ არის ქართველი და ამერიკელი ხალხის ფოტოები. ამ მეგობრობის ასაშენებლად 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი გავაკეთეთ. ჩვენ დღეს ვიხსენებთ განვლილ პერიოდს და ამავდროულად, ვფიქრობთ მომავალზე, იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ერთობლივად მომავალში“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა გამოფენა - „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“. ექსპოზიცია, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ასახავს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე. ექსპონატებს შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოში საელჩოსა და სხვა ორგანიზაციებში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომელიც წარმოაჩენს აშშ­-ისა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას და ხაზს უსვამს ამ ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას.

კელი დეგნანი: ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს

  კარგად ჩანს, როგორ აფასებენ საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ღონისძიებაზე განუცხადა. „ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, უაღრესად ვაფასებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მხარში დაუდგეთ მათ და ასევე მათ ოჯახებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ომში დაშავებული და დაჭრილი ჯარისკაცებითვის, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცენტრისა და ფონდის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს, რომ სამხედროებმა გაიარონ რეაბილიტაცია და ხელახლა დაიწყონ ცხოვრება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ფონდს მხარს ვუჭერთ“, - განაცახდა კელი დეგნანმა მედიასთან.  

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს.  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო „ჩვენ დიდი მღელვარებითა და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის  სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. 130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ასევე მთავრობის მოვალეობაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, მათ შორის სახალხო დამცველმა, რომ მას სჭირდება სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

აშშ-ის ელჩი ნიკა გვარამიას საქმეზე: ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, რომ პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკური ჩარევით, ან ზემოქმედებით

ბატონ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არსებობდა კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მთავარი მედია არხის ხელმძღვანელს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ აღნიშნული საკითხი არის გადაწყვეტილი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. „როგორც უკვე აღვნიშნეთ, კითხვები თავიდანვე დაიბადა, თუნდაც შერჩეულ სასჯელისა და მისი არაპროპორციულობის, ბრალდებასთან მიმართებაში და განსაკუთრებით ასეთ პოლარიზებულ გარემოში. მაშინ, როდესაც მედიასივრცე გარკვეულწილად მცირდება, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, რომ აღნიშნულ პროცესი მიმდინარეობს ან პოლიტიკური ჩარევით, ან ზემოქმედებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს არ ეშინოდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების", - აღნიშნა კელი დეგნანმა.  „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ 2 ნოემბერს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

ელჩი დეგნანი: აშშ რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო

აშშ-ის საელჩო უაღრესად აფასებს მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში. ამის შესახებ ელჩი კელი დეგნანი აცხადებს. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო. „ჩემთვის დიდი პატივია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მივულოცო და პატივისცემა გამოვხატო მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიმართ, დაბადებიდან 90 წლის იუბილესა და აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით. 1977 წლიდან მისი უწმინდესობა სულიერ მხარდაჭერასა და წინამძღოლობას უწევს ქართველ ერს, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი. მისმა მადლმა, სიბრძნემ და ზნეობრივმა სიცხადემ სასიცოცხლო როლი შეასრულა ქართველი ერის თვითმყოფადობისა და რწმენის შენარჩუნებაში ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ერის ხელახლა დაბადებასა და აღორძინებაში მე წილად მხვდა პატივი, შევხვედროდი მის უწმინდესობას და ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელი იყო მისი სიბრძნე, თანაგრძნობა და ძალა. მას მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ საზოგადოებაში და გასაკვირი არ არის, რომ ის ამდენ ადამიანს ასე უყვარს.  აშშ-ის საელჩო უაღრესად აფასებს მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში. მისმა უწმინდესობამ თავისი ცხოვრება მიუძღვნა მშვიდობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სანუკვარ ფასეულობებს – ღირებულებებს, რომლებიც ამერიკელებისთვისაც ძალიან ძვირფასია. თავისი ხანგრძლივი და გამორჩეული მოღვაწეობის განმავლობაში, პატრიარქი მოუწოდებდა და მოუწოდებს ყველას გამოწვევების მშვიდობიანი გადაჭრისკენ და ის აგრძელებს იყოს ერთიანობის ხმა დღევანდელ პოლარიზებულ სამყაროში. შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო. მილიონობით ადამიანი საზრდოობს უწმინდესის სულიერი წინამძღოლობით და ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულებით. ვუსურვებთ მას ძალას, ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს მრავალი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია კელი დეგნანის მილოცვის ტექსტში.

ელჩი დეგნანი: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა

„ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - ამის შესახებ Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა. ელჩის შეფასებით, შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს.   ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს.

ელჩი დეგნანი: ევროკომისიის 12 პრიორიტეტი უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს

თუ არსებობს ერთი საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს, ეს უნდა იყოს ევროკომისიის 12 პრიორიტეტი. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის შეფასებით, ქართველებმა იციან, რომ ევროკავშირის წევრობა მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის ტოლფასია. „ეს არ არის მარტივი, ეს მოითხოვს კომპრომისსა და დიდ შრომას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.  

კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ექსკლუზივი აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს  მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს.   ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ცნობისთვის, 19 დეკემბერს, უზბეკეთმა რუსეთის გვერდის ავლით, სპილენძით დატვირთული მატარებელი ევროპაში, ახალი მარშრუტით, პირველად გაგზავნა. მარშრუტი, რომელიც ცნობილია როგორც შუა დერეფანი, კვეთს თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ასევე კასპიის ზღვას და შავ ზღვას. შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე გაეცანით NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება

კელი დეგნანი: წარმატებას გისურვებთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლოს ხართ მასთან

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით განაცხადა, რომ ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყანა, ისტორიულ გადაწყვეტილებას მიუახლოვდა. ირაკლი ღარიბაშვილი: კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს დეგნანის შეფასებით, ევროპა საქართველოსგან, ერთიან პოზიციას ელოდება. „პირველ რიგში მშვიდობა, ყველასთვის, განსაკუთრებით უკრაინისთვის, მთლიანი რეგიონისთვის და საქართველოსთვის, რა თქმა უნდა. მინდა ვუსურვო წარმატება ქართველ ხალხს, მშვიდობა, ერთობა, მეგობრობა, ჯანმრთელობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა წარმატება გისურვოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლოს ხართ მასთან, თუ ქართველები გადადებენ გვერდზე თავის განსხვავებულ პოზიციებს, გაერთიანდებიან და ერთად გააკეთებენ ამ ყველაფერს, ზუსტად ამის ნახვა უნდა ევროპას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მკაფიო არჩევანს ევროპისკენ. სწორედ ამას გისურვებთ. გილოცავთ ახალ წელს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.  ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

კელი დეგნანი: ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს უსურვებს. კელი დეგნანის თქმით, ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში „ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი ადამიანისა თუ თემის ცხოვრება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართველებისა და ამერიკელების ერთობლივი შრომით და რატომ გვიხარია ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის გაგრძელება მომავალშიც. ჩვენ გვაახლოებს საერთო ღირებულებები – სიყვარული თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ; ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, რელიგიური და კულტურული ტრადიციების პატივისცემა და ჩვენი ენთუზიაზმი ინოვაციების, მეწარმეების და ეკონომიკური პროგრესის მიმართ. ჩვენი მეგობრობის და ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველია ის, რომ ქართველ ხალხს შეუძლია და მიაღწევს წარმატებას ამ ქვეყნის სტაბილური, აყვავებული, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში. ეს არის მომავალი, რომლის შენება ქართველებმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყეს და ახლა უკვე ახლოსაა. ეს ამბები მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, რასაც ქართველებმა და ამერიკელებმა ერთად მიაღწიეს. ვიფიქრეთ, რომ მათი გაზიარება წლის შეჯამების კარგი გზა იქნებოდა. ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების მათი პარტნიორობისა და ძალისხმევის გამო, ვუჭერთ რა მხარს თქვენს წარმატებას ევროპულ გზაზე. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ სასიამოვნო დღესასწაულებს, ჯანმრთელობასა და მშვიდობიან, წარმატებულ ახალ წელს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, გაგიმარჯოთ!“, – ნათქვამია კელი დეგნანის საახალწლო მილოცვაში, რომელსაც ამერიკის სელჩო ავრცელებს.

კელი დეგნანი უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების გადაცემაზე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად და არა საჯაროდ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების გადაცემის საკითხი საქართველომ და უკრაინამ კონფიდენციალურად უნდა განიხოლონ.  კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა „ჩვენ განუწყვეტლივ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას, რომ განიხილონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კონფიდენციალურად და არა საჯაროდ“, - განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.  მისვე თქმით, ახლა ძალიან სენსიტიური დროა. თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია „რუსეთი აწარმოებს ომს იმისთვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად“, - აღნიშნა ელჩმა. მანამდე, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა.  სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.   

კელი დეგნანი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: როდესაც ხალხს კითხვები უჩნდება საქმეების შედეგების სანდოობაზე, ეს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მუშაობს

უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არის საქმე რომლის შესახებაც ბევრი კითხვა გაჩნდა ბრალდებებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც ქართველ ხალხს უჩნდება კითხვები საქმეების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, ეს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის წინააღმდეგ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთელი საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მუშაობს საქართველოსთან ერთად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს. მაგრამ ამის მსგავსი საქმეები, რომელიც წარმოშობს კითხვებს კანონის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და ასევე მოსამართლეების უნართან დაკავშირებით, აღასრულონ კანონი წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად და ჩარევის გარეშე, ეს მხოლოდ კანონის მიმართ ნდობას უთხრის ძირს“, - განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გასულ წელს აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესები შეჩერდა. 2020 წლის იანვარში დამძიმდა ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარკვეული პერიოდით ის უცხოეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. ამასთან პროცესების შეჩერება დაემთხვა 2020 წლის ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებულ 8 მარტის შეთანხმებას.  

ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები

„რამდენადაც საქართველოს ისტორიიდან გავიგე, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც მიცემულ პირობებს რუსეთი საუკუნეებია, არღვევს, რუსეთი ცდილობს, საქართველოს წაართვას იდენტობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი“, -  ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, აქვთ თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების პრობლემა, თუკი მათ ეს სურთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. ელჩმა ასევე უპასუხა ჟურალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს შავ ხვრელად რუსული სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად. „ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სასაზღვრო პოლიციასთან, საბაჟო სამსახურთან, რათა ხელი შევუწყოთ იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა საერთაშორისო სანქციები დაიცვას. შესაძლებლობა საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთებისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები. ჩვენ ველით საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შუა დერეფანში საქართველოს წვლილის მშენებლობაში, მას ასევე ჰქონდეს საერთაშორისო სანქციები დაცვის საშუალებაც“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ცნობისათვის, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.    

კელი დეგნანი: თვალყურს ვადევნებთ, ომბუდსმენის შეფასებას სააკაშვილის საქმეზე, ჩემი მთავრობა საკითხით შეშფოთებულია

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ სახელწმიფოს პასუხისმგებლობაა მისი სამედიცინო მეთვალყურეობა და უფლებების დაცვა უზრუნველყოს. ამის შესახებ კელი დეგნანმა „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.  დეგნანის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია აღნიშნული საკითხით. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს  არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან საქმე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის მთავრობის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მისი სამედიცინო მეთვალყურეობა მისი უფლებების დაცვა. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ასევე, სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეშფოთებული ვართ, ასევე, ჩემი მთავრობა არის შეშფოთებული აღნიშნული საკითხით. მათ შორის, როდესაც სამედიცინო ექსპერტები საუბრობენ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა და შეიძლება ვერ იღებდეს საჭირო მკურნალობას, რაც მისთვის აუცილებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაიცვას სააკაშვილის უფლებები", - თქვა კელი დეგნანმა. (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი) ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

უკრაინამ და საქართველომ, ორივემ გამოსცადა რუსეთის აგრესია, მათ ერთად დგომისკენ მოვუწოდებთ - დეგნანი

უკრაინამ და საქართველომ, ორივემ გამოცადა რუსეთის აგრესია, მათ ერთად დგომისკენ მოვუწოდებთ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. "რუსეთის საქართველოსთან კავშირის ისტორია, ეს არის ისტორია ღალატის, ოკუპაციის, ჩაგვრის, ზეწოლის. ჩვენ კარგად ვხვდებით საქართველოს ძალიან სენსიტიურ მდგომარეობას, იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნის მეზობელია. საქართველოს კარგად ახსოვს თავისი ისტორიიდან ის შეუსრულებელი პირობები, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც არ ასრულებს რუსეთი და არ გაჰყავს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და კიდევ მრავალი სხვა. საქართველომ, ქართველმა ხალხმა თანაგრძნობით უპასუხა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფით, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო უკრაინელი ხალხისთვის და ამას ძალიან აფასებენ უკრაინელები. უკრაინამ და საქართველომ ორივემ თავის თავზე გამოცადეს რუსეთის მოქმედება და ეს უნდა იყოს ის, რაც გააერთიანებს ამ ორ ქვეყანას, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა დადგა საფრთხის წინაშე, რომ რუსეთს შეეძლო წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა, იდენტობა, კულტურა და ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ და ვურჩევთ უკრაინასა და საქართველოს ერთად დგომისკენ, იმიტომ, რომ თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ეს სარგებელს მხოლოდ რუსეთს მისცემს", - განაცხადა "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.  

ამერიკის საელჩო: აშშ მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას

შეერთებული შტატები მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას. ამ ტექსტით ამერიკის საელჩო ელჩ კელი დეგნანის რეგიონულ ვიზიტს აღწერს. „2023 წლის პირველ რეგიონულ ვიზიტს კახეთში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეებთან და თანამშრომლებთან შეხვედრით ვიწყებთ. შეერთებული შტატები მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას. ამ ყოველივეს მოაქვს კანონის უზენაესობა, უკეთესი ბიზნესკლიმატი და წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური წევრობის გზაზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას“, - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტექსტში.  

კელი დეგნანი, სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ქალებს შეხვდა

დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ქალებს შეხვდა და გაიგო თუ როგორ ცდილობენ ისინი ახალი იდეებითა და დაუღალავი შრომით საკუთარი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებასადა საზოგადოებისთვის უკეთესი პირობების შექმნას. ინფორმაციას USAID/Georgia ავრცელებს.   შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების  მიღების პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის შესახებ. „USAID აგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის კეთიდღეობას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში მცხოვრებ ქალებს, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა და ამ გზით, ხელი შეუწყონ თავიანთი რეგიონების გაძლიერებას. დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება ძლიერია მაშინ, როცა ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი შანსი, გააჟღეროს საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღოს მნიშვნელოვან მიმდინარე პროცესებში. USAID აქტიურად მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ქალებს მიეცეთ საშუალება თავიანთი წვლილი შეიტანონ  პოლიტიკური პროცესების, ბიზნესის, მათი თემებისა და ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - ნათქვამია USAID/Georgia-ს ინფორმაციაში.     

კელი დეგნანი სააკაშილზე: ვითარება სერიოზულია

ამერიკის შეერთებული შტატები ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას ახლოდან აკვირდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  „ვითარება სერიოზულია. ჩემი ქვეყნის მთავრობა და სხვა ქვეყნის მთავრობები სიტუაციას ახლოდან აკვირდებიან. ეს შეშფოთების საგანია. მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, რაც სჭირდება და ამისთვის საჭიროა დიაგნოზის ცოდნა და საჭირო დახმარების განსაზღვრა“, - აღნიშნა ელჩმა.  

ქართველებმა კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია - კელი დეგნანი

„თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება“, - ამერიკის ელჩმა ამის შესახებ ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე განაცხადა. „ოძისში, ისევე როგორც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა სხვა ადამიანებმა, კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია. ჩემი თვალით ვნახე როგორ ჩანს რუსეთის სამხედრო ბაზა ამ სკოლიდან. თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება. ამის მიუხედავად, აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი ურყევი სულისკვეთება“,  - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დეგნანი ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე.  ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს  

ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, რუსეთთან დაახლოება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ შედის

„რუსეთთან დაახლოება ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ შედის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ექსკლუზივი „ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან დაახლოებით არ არის დაინტერესებული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე. თავს ესხმის სკოლებსა და საავადმყოფოებს, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს უკრაინელების სუვერენიტეტსა და იდენტობას. ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა საქართველოში. ამდენად, რუსეთთან დაახლოება ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ შედის“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ელჩი დეგნანი: ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, რომ უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით ადევნებს თვალს. ამასთან დაკავშირებით ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ცალსახად, ეს არის ძალიან სერიოზული სიტუაცია. ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მე არ მინახავს ჯერ მოსამართლის გადაწყვეტილება, არ წამიკითხავს ის, მაგრამ როგორც მითხრეს, ხალხს გაუკვირდა, რომ გადაწყვეტილება ასე სწრაფად დადგა. ვფიქრობ, ისინი ელოდნენ მეტ განხილვას გადაწყვეტილების გამოტანამდე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უკეთესია, მოვიცადოთ და წავიკითხოთ მოსამართლის გადაწყვეტილება იქამდე, სანამ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს გავაკეთებდეთ. _სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შეაფასა მისთვის სასიკვდილო განაჩენის მისჯად. არ მსურს დრამატული სცენარების განვითარება, მაგრამ ვალდებული ვარ გკითხოთ - იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ფატალურად დასრულდება, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია? ამ შეკითხვის საპასუხოდ ელჩმა განაცხადა შემდეგი: „კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ ამ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, დიდი იმედგაცრუება იყო მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ოჯახისთვის, რომელიც ძალიან განიცდის ამას. ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, რომ მან გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა თავიდან იყოს არიდებული ვითარების იმაზე მეტად გამწვავება, ვიდრე უკვე არის და უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება“. „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და უკრაინას გადასცეს“- აღნიშნული განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამ გააკეთა. მსგავსი მოწოდებები ჩვენ მოვისმინეთ უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტისგანაც. პოლონეთი მზად არის უზრუნველყოს სააკაშვილის ტრანსპორტირება და მკურნალობა. ევროპარლამენტარებმა დებატებიც კი გამართეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ მოწოდებების ფონზე? - ელჩმა ჟურნალისტის ამ შეკითხვასაც უპასუხა. „ბუნებრივია, რომ უკრაინის ხელისუფლება ისაუბრებს თავისი მოქალაქის სახელით. აქედან გამომდინარე, არ მგონია, გასაკვირი იყოს, რომ მტკიცე განცხადებები მოვისმინეთ. ბევრი ქვეყნის პარლამენტის წევრია მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ამ საკითხს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს და შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კეთილდღეობით. ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ განცხადებები და შეფასებები სახალხო დამცველის ოფისის ან სხვების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ და როგორც მე ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს იმ სახის მზრუნველობას, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ ვაგრძელებთ თხოვნას ხელისუფლებისთვის, რომ გადადგან საჭირო ნაბიჯები მისი უფლებების დასაცავად, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს

კელი დეგნანი: ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს

ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ელჩმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს არასდროს მოუხდენია ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი სანქციები დაეწესებინა. მისი თქმით, ერთადერთი დისკუსია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონიათ, ეხებოდა იმას, უკრაინისთვის რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული. „საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დახმარების ნაწილში. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, ახლა უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალი ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ისინი არ იცავენ სანქციებს. არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება ჩვენს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ ასპროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი, და აღჭურვილობა, იციან რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

ელჩი დეგნანი: საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის

„ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან. ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა. საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა“. ამასთან დაკავშირებით ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. _რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკვე არაერთხელ მოიწონა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური თბილისი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. რუსეთის პირველი დიპლომატი უფრო შორსაც წავიდა და აღნიშნა, რომ საქართველო მამაცურად უმკლავდება დასავლეთისგან მომავალ წნეხს. როგორ ფიქრობთ, რა არის სერგეი ლავროვის მიზანი, როცა ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს? ელჩმა ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა. „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დიდი სანდოობით არ სარგებლობს. ეს წლებია ასეა, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა სურს რუსეთს. რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები. თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, დაინახავთ ვინ არიან რუსეთის პარტნიორები, ისინი არიან სუსტები და რუსეთზე დამოკიდებულები. ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად 30 წლის განმავლობაში ქმნიდა არის ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავისუფლება და საკუთარი ეკონომიკა. საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დასახმარებლად. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალი ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება რომ ისინი არ იცავენ სანქციებს. არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება ჩვენს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ ასპროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი, და აღჭურვილობა, იციან რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში“, - აღნიშნა ელჩმა. შემდეგი შეკითხვა რუსეთთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობას ეხებოდა. _ბოლო პერიოდის განმავლობაში გააქტიურდა საუბრები იმასთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა, რუსეთთან ორმხრივი ფრენები განახლდეს. ჩვენ უკვე ვიხილეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ. სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. თქვენ, როგორც აშშ-ის წარმომადგენელი საქართველოში, ხედავთ რუსეთთან ჩართულობის გაზრდის მცდელობებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან? „ალბათ, უკეთესია ეს კითხვა ხელისუფლებისკენ იყოს მიმართული, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან. ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა. საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა. საქართველო ასევე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ის არ არის დამოკიდებული რუს ტურისტებზე, ასე რომ, არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული. არ არის. და როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს სხვა მეგობართან ერთად, რათა დავხმარებოდით საქართველოს, შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია, რომელიც ამას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ქვეყანა სუსტი, მასზე დამოკიდებული გახადოს და ეს გამოიყენოს ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ეს სჭირდება ან უნდა. ეს არ არის ის მდგომარეობა,რომელშიცსაქართველოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასყოფნასურდეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩი დეგნანი: ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს, საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირის ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ამის შესახებ კელი დეგნანმა მედიას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს, საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ეს ქართველი ხალხის ნათელ არჩევანს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ძალიან მკაფიოდ და არაერთგზის აირჩიეს ევროპისკენ წასულიყვნენ. ხალხს ევროპული მომავალი უნდა, ხალხს ძლიერი დემოკრატია უნდა, ხალხს წარმატებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა უნდა, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული. და წინა წლების განმავლობაში საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია რუსეთისგან დაშორების მხრივ. ეს იმპულსი უნდა გაგრძელდეს. საქართველოსთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობაში, უსაფრთხოებაში, ნებისმიერ რამეში. საქართველოს კარგი მეგობრები ჰყავს. ყველას გვჭირდება კარგი მეგობრები და, ვფიქრობ, ისინი, ვინც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოს ძლიერ მეგობრობას აშშ-სთან, ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, მათ ქართველი ხალხისგან უნდა გაიგონონ, რომ ეს მისაღები არ არის“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მედიასთან. მან უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „ჩემმა ქვეყანამ და სხვა ქვეყნებმაც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ვთხოვეთ ყველას, შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ უკრაინას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. დიდად დასაფასებელია ქართველი ხალხის პასუხი, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, უპასუხოს უკრაინელი ხალხის საჭიროებებს უკრაინაშიც და აქაც, საქართველოშიც. საქართველოს მთავრობამ უპასუხა ინდუსტრიული გენერატორების გაგზავნით იმ დროს, როცა ეს უკრაინელებს ძალიან სჭირდებოდათ, უპასუხა გუშინაც კი, გაეროს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციის კენჭისყრისას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. საქართველო დგას დასავლეთთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე, დგას უკრაინის გვერდით ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფით და ეს ძალიან დასაფასებელია. ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია, რომ ასეთ დროს უკრაინელების საჭიროებებს უპასუხოს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა მედიასთან.  

ელჩი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე: დასანანია, რომ ნაჩქარევად შემუშავდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა, როდესაც ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ჰკითხეს. „ეროვნული ბანკის სანდოობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკში არის ასეთი გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ბანკი ამ პერიოდის განმავლობაში. ამაზე მიანიშნებს არსებული სტატისტიკა, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, გუნდი, რომელმაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც იყო კოვიდპანდემია, ასევე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იყო რუსული ფულის შემოდინება - ყველა ამ გამოწვევას ძალიან კარგად გაართვა თავი ეროვნულმა ბანკმა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის და დასანანია, რომ აღნიშნული კანონი ნაჩქარევად შემუშავდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - აღნიშნა ელჩმა მედიასთან. პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო ელჩი ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებას - „7 წელი საქართველოს ეროვნული ბანკის საუკუნოვანი ისტორიიდან„ ესწრებოდა. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს, რომელიც არის პროფესიონალი და მოქმედებდა დამოუკიდებლად, იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესის გათვალისწინებით.   „დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალია ბატონი კობა და როგორ დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართავდა ბანკს 7 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც საქართველოში მიიღწა ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და მიღებული იყო ხანგრძლივ პერსპექტივაში მოქმედები გადაწყვეტილებები. ასევე, იყო ისეთი ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობაზე, ეს ყველაფერი იყო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა ამაყობდნენ, რომ ჰყავდათ ასეთი გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა, - განაცხადა ელჩმა მედიასთან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება. მანამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება შემოდის და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, სწორედ მას ეკისრება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესზე  დაკვირვების შედეგად გადაწყვეტენ, დაძლიონ თუ არა პრეზიდენტის ვეტო.

აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს - ელჩი დეგნანი

აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც მიღწეულია ეკონომიკური სტაბილურობა, - შესაბამისი განცხადება ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა. ელჩი ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებას - „7 წელი საქართველოს ეროვნული ბანკის საუკუნოვანი ისტორიიდან„ ესწრებოდა. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს, რომელიც არის პროფესიონალი და მოქმედებდა დამოუკიდებლად, იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესის გათვალისწინებით.   „დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალია ბატონი კობა და როგორ დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართავდა ბანკს 7 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც საქართველოში მიღწეულია ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და მიღებული იყო ხანგრძლივ პერსპექტივაში მოქმედები გადაწყვეტილებები. ელჩი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე: დასანანია, რომ ნაჩქარევად შემუშავდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ასევე, იყო ისეთი ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობაზე, ეს ყველაფერი იყო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა ამაყობდნენ, რომ ჰყავდათ ასეთი გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება. მანამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება შემოდის და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, სწორედ მას ეკისრება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესზე  დაკვირვების შედეგად გადაწყვეტენ, დაძლიონ თუ არა პრეზიდენტის ვეტო.  

ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე „ხალხის ძალის“ კანონპროექტს რუსული კანონმდებლობის ანალოგი უწოდა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისი პროექტი. შესაბამისი განცხადება ელჩმა დეგნანმა მედიასთან გააკეთა. ელჩის შეფასებით, საქართველოს არ სჭირდება ხსენებული კანონპროექტი. „ამ კანონების მიზანია, დაიბლოკონ ქართველები, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრასა და სერვისების მიწოდებას ცდილობენ, იქნება ეს კლიმატის ცვლილების საკითხი, ბიზნესასოციაციების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება თუ ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა. ეს კანონები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა. მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა. როდესაც უყურებ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავ, როგორი ეფექტიანი აღმოჩნდა რუსული კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმის გასაჩუმებლად. საქართველომ ბევრი იბრძოლა დემოკრატიის ასაშენებლად და თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა. ამიტომ გესმით წუხილი გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს ბევრი დიდი ხნის მეგობრისგან, რომელიც 30 წელზე მეტია, საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს თავისუფლების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად. ამიტომ წუხს ასე ძალიან ხალხი. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი", - განაცხადა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ უნდა გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რატომ მოხდა ამ კანონის წარდგენა. ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ძალაინ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე ელჩმა ჯერ კიდევ 24 თებერვალს განმარტა, რომ ამერიკული კანონი ეხებათ ლობისტებსა და იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც უცხოური მთავრობები ქირაობენ პოლიტიკური ინტერესების წარმოსადგენად.  „საერთოდ სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, როცა უკვე არის საკმარისი გამჭვირვალობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ნდობა დონორებსა და მათ შორის, ვინც საქართველოს თემებისა და საზოგადოების განვითარებისთვის მუშაობენ?!“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს 24 თებერვალს. სენატორი შაჰინი„ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონის მსგავსია ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. "ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.

შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ქართველი ხალხის გვერდით დადგება - ელჩი დეგნანი

მომავალი წლების განმავლობაში, შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატბის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ესეების კონკურსის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. „დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვთ თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ინდივიდუალური ღირსების გასაღები. როგორც ბოლო დროს ვნახეთ ბევრ ქვეყანაში, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები ავტოკრატიული ტენდეციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, დაცვის საუკეთესო საშუალებაა. 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად. და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ქართველი ხალხის გვერდით დადგება, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება მისი წარმატება აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში. თქვენ, ქართველ ამომრჩეველთა მომავალ თაობას, გადამწყვეტი როლი გაქვთ ამ პროცესში. წარმატებას გისურვებთ ყველას ამ ესეების კონკურსში. საქართველოს ხალხს ბევრი რამ აქცს საამაყო თქვენი ისტორიისა და იმის გათვალისწინებით, რასაც თქვენ მიაღწიეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ასევე ბევრი სამუშაო გაქვთ წინ. შეერთებული შტატები თქვენ გვერდით დგას ამ ძალისხმევაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ. ძალა ერთობაშია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ძალაინ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე

„ძალაინ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე“, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე.  ელჩის შეფასებით, ეს კანონი ასევე არ არის ამერიკული. კელი დეგნანმა განმარტა, რომ ამერიკული კანონი ეხებათ ლობისტებსა და იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც უცხოური მთავრობები ქირაობენ პოლიტიკური ინტერესები წარმოსადგენად. ძალაინ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე, არსებობს უამრავი ანგარიში იმაზე, თუ რას აკეთებენ USAID-ი და დონორები, ვინც დიდი ხანია, საქართველოს უჭერენ მხარს. ყოველ 3 თვეში ჩვენ დეტალურ ანგარიშებს ვაწვდით პარლამენტს იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება ჩვენი დახმარება საქართველოში. ყველა ჩვენი ქართველი პარტნიორი ასევე ვალდებულია, დეტალური ანგარიშები წარუდგინოს საქართველოს შემოსავლების სამსახურს. ძალიან დიდია გამჭვირვალობაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენება ეს დახმარება აქ, საქართველოში და შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია რიგ ვებგვერდებზეც. ეს კანონი ასევე არ არის ამერიკული. ამერიკული კანონი ეხებათ ლობისტებსა და იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც უცხოური მთავრობები ქირაობენ იმ მიზნით, რომ ხსენებული უცხოური მთავრობების პოლიტიკური ინტერესები წარმოადგინონ. აქ წარმოდგენილ კანონპროექტს კი ამასთან არ აქვს კავშირი. ეს კანონპროექტი რუსული კანონია. ეს არის კანონია, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და განსხვავებული შეხედულებების/ხმების გაჩუმებაა. ეს კანონი გააჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც მათი თემის, საზოგადოების განვითარებას ეხმარებიან. ეს კანონი იურიდიულ დახმარებას შეუჩერებს იმ ქართველებს, რომლებსაც ეს  სჭირდებათ. ეს კანონი შეაფერხებს დამოუკიდებელ საცხოვრებელ სისტემებს, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ დახმარება იმ ოჯახებისა, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრები ჰყავთ; ვისაც სჭირდება მხარდაჭერა, რომლის უზრუნველყოფაც ხელისუფლებას ახლა არ შეუძლია. ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეს კანონი ხელს შეუშლის სამედიცინო კვლევებს, რომლის თანადამფინანსებლები არიან დონორები და ქართული უნივერსიტეტები, ეს კანონი გააჩერებს ტურისტულ სააგენტოებს, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერთა ასოციაციებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობენ - და, გრძელია სია, ვისზეც ამ კანონს გავლენა ექნება. აქედან გამომდინარე, ჩემი შეკითხვა ნამდვილად ასეთია: საერთოდ სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, როცა უკვე არის საკმარისი გამჭვირვალობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ნდობა დონორებსა და მათ შორის, ვინც საქართველოს თემებისა და საზოგადოების განვითარებისთვის მუშაობენ?!“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს. სენატორი შაჰინი„ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონის მსგავსია ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ამის შემდეგ, 21 თებერვალს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთონ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია. „ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავეს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტი 20 თებერვალს განსახილველად კომიტეტებს უკვე გადასცეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

კელი დეგნანი ნედ პრაისის მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე: რა უნდა გიპასუხოთ, როდესაც ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს

„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის ტყუილში დადანაშაულების შემდეგ ჰქონდა თუ არა ამერიკის ელჩს მამუკა მდინარაძესთან და ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია. ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს. ელჩმა მედიის ამ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „რა უნდა გიპასუხოთ, როდესაც ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს. მთავარი საკითხი არის ის, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, უფრო ძლიერი ეკონომიკის, უსაფრთხოების მხარდაჭერას ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისთვის„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ნედ პრაისი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი რუსულია. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.

კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე

აშშ-ის ელჩის შეფასებით, კითხვები ჩნდება, რა არის „ხალხის ძალის“ კანონპროექტის რეალური მიზანი და რა არის კანონის წარდგენის მთავარი მიზეზი. ამის შესახებ ელჩმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. „მთავარია, რა არის საქართველოს ინტერესებში, აქ მნიშვნელობა არ აქვს კანონპროექტის ვერსიას - ნათელია, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი. ისიც ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ პასუხისმგებელია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. გაერომ, აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა მეგობარმა ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, რადგან ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ საერთო მიზნის, უსაფრთხო, წარმატებული მომავლის მისაღწევად. ეს საქმე წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს საფრთხეს შეუქმნის ეს წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს არ სჭირდება. ამდენად, ჩემი შეკითხვაა, რატომ სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად მისი ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტების, მისწრაფებების და მკაფიო არჩევანის შესახებ“, – განუცხადა ელჩმა მედიას. ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი  

დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს, უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან და ცდილობს, შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან - ელჩი დეგნანი

„1930-იან წლებში კრემლი ცდილობდა ქართველი მწერლების რეპრესირებას, რომელთაგან ბევრს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, ისინი უცხოეთის აგენტებად და კრემლის გავლენის წინააღმდეგ საფრთხედ გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია და საოცარი ლიტერატურული და კულტურული ტრადიცია აქვს, რუსეთისგან განცალკევებული და განსხვავებული. დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს, უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან და ცდილობს შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის რუსეთთან", - ელჩი დეგნანის მისასალმებელი სიტყვიდან რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნაზე.     

აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აშშ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ. შესაბამისი განცხადება ელჩმა კელი დეგნამა მედიასთან გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, რომელიც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას. ელჩის განმარტებით, ასეთი კანონმდებლობა მიიღეს რუსეთში და მის მსგავს ქვეყნებში. „ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს ძალისხმევას და მოვუწოდებთ მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონმდებლობა. შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება ამ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას მოახდენს, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და განსხვავებულ ხმებს, ისევე, როგორც მსგავსი კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა რუსეთში და მის მსგავს ქვეყნებში. ამიტომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედოს ამ კანონპროექტს.ეს არ არის აუცილებელი. საკმარისი გამჭვირვალობა არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენება აქ უცხოური დახმარება. ამ კანონმდებლობას ნამდვილად ექნება დამანგრეველი გავლენა, რომ შეაჩეროს ქართული ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ, რათა დაეხმარონ სხვა გაჭირვებულ ქართველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს კანონმდებლობა არ არის საჭირო და მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედოს და გაიწვიოს ეს კანონმდებლობა. ეს არ არის აუცილებელი და არც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში შედის“, - განუცხადა ელჩმა მედიას. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.

ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს ნამდვილად ექნება უაღრესად დამაზიანებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეჩერებას, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად“, - შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა მედიასთან გააკეთა.   ელჩის შეფასებით, ეს კანონი არ არის საჭირო და აშშ მოუწოდებს პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი. კელი დეგნანის თქმით, მსგავსი კანონი არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს.   აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს „ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს ძალისხმევას და მოვუწოდებთ მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონმდებლობა. შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება ამ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას მოახდენს, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და განსხვავებულ ხმებს, ისევე, როგორც მსგავსი კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა რუსეთში და მის მსგავს ქვეყნებში. ამიტომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედოს ამ კანონპროექტს.ეს არ არის აუცილებელი. საკმარისი გამჭვირვალობა არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენება აქ უცხოური დახმარება. ამ კანონმდებლობას ნამდვილად ექნება დამანგრეველი გავლენა, რომ შეაჩეროს ქართული ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ, რათა დაეხმარონ სხვა გაჭირვებულ ქართველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს კანონმდებლობა არ არის საჭირო და მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედოს და გაიწვიოს ეს კანონმდებლობა. ეს არ არის აუცილებელი და არც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში შედის“, - განუცხადა ელჩმა მედიას.

ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა დაიწყო ეს სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და გაართულა საზღვაო მოძრაობა შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის გადაზიდვის ჩათვლით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოებისთვის მთელ მსოფლიოში, არამედ იმიტომ, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. "ახლა არის მნიშვნელოვანი დრო, რომ შევხედოთ საქართველოს შესაძლებლობებს და წავახალისოთ საქართველო, დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა არამხოლოდ წყალქვეშა ელექტრონული კაბელი ევროპისკენ, არამედ გზები, რკინიგზა, ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ახლავე დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები, გაფართოვდეს ბაზარი და გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი ყველა ქართველისთვის. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაუყოვნებლივ დაიწყებს ამაზე მუშაობას", - განაცხადა დეგნანმა. კითხვა ქართული ოცნების მიერ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტების გაწვევისა და მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ, ელჩი აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი. "ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და საბოლოოდ მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა. ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომელიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს. საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს - სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება. საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე", - განაცხადა დეგნანმა. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.  

ელჩი დეგნანი: ახლა ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომლებიც კრემლის მიერ არის შთაგონებული

ახლა ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა. ელჩის თქმით, „ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა“.  „ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომლებიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს. საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს - სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება. საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე", - განაცხადა კელი დეგნანმა.  

მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მთავრობა ასრულებს დაპირებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად - ელჩი დეგნანი

საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული“, - შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან 10 მარტს გააკეთა. „ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე", - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა „უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს 76 ხმით მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ 9 მარტს განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს  

ახლა არის მნიშვნელოვანი დრო, წავახალისოთ საქართველო, დაიწყოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები - ელჩი დეგნანი

ამერიკის ელჩის შეფასებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობი ცენტრალური აზიიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით. კელი დეგნანის განცხადებით, ახლა არის მნიშვნელოვანი დრო, რომ შევხედოთ საქართველოს შესაძლებლობებს და წავახალისოთ საქართველო, დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა არამხოლოდ წყალქვეშა ელექტრონული კაბელი ევროპისკენ, არამედ გზები, რკინიგზა, ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ახლავე დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან. „ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები, გაფართოვდეს ბაზარი და გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი ყველა ქართველისთვის. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაუყოვნებლივ დაიწყებს ამაზე მუშაობას", - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს 20 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.  „ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს ცნობისათვის, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს. 20 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

სახალხო დამცველი და აშშ-ის საელჩო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს პირველად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სპრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ელჩმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა და ასევე, დიდი პატივისცემა გამოხატა ინსტიტუციისადმი და ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს სურვილი და მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ის საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია.  

აშშ-ის საელჩო: სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს დღეს პირველად შეხვდა. ამ შეხვედრისადმი მიძღვნილ ცნობებში, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. „მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.   

კელი დეგნანი: პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვების განმავლობაში ვნახეთ. დეგნმანმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის წლევანდელ სამიტში საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს და არა მთავრობის, ან პარლამენტის წარმომადგენელი. „პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ. გასული წლის სამიტს დაესწრო. ყველა ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები აიღო და წლევანდელი სამიტი ამ ვალდებულებების შესრულებას შეეხება. საქართველოს შემთხვევაში, ეს მთლიანად მთავრობის ვალდებულებები იყო, ასე რომ, დემოკრატიის გაუმჯობესების და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში დღის წესრიგის შესრულებაში, რომელიც საქართველომ თავად დაისახა საკუთარი თავისთვის, მთავრობის მონაწილეობაც არის. როგორც ვიცი,, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გააკეთებს ვიდეომიმართვას სამიტის მეორე დღეს, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება. ასე რომ, ვფიქრობ ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთგულებას ასახავს, რომელიც ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარმოდგენის მხრივ, ისევე როგორც მთავრობა, დემოკრატიის გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ”, - განაცხადა კელი დეგნანმა ახალციხეში სტუმრობისას.  

ელჩი დეგნანი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გადამოწმებულ ინფორმაციას მოიცას, იმედია, ეს ასე იქნება აღქმული

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები კარგი რესურსია დემოკრატიის უკეთ განვითარების ხელშესაწყობად და ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვისათვის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს პრემიერის შეფასებაზე, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნას ეყრდნობა“. რა წერია ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა „აშშ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანგარიშებს ათწლეულების განმავლობაში ამზადებს. ისინი საკითხებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან ინდივიდუალურ პირებს. მათი მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება, ჩვენ მათ ორმაგად ვამოწმებთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია სანდო და სარწმუნოა. ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია და ხალხს მოვუწოდებდი, რომ წინა ანგარიშები წაიკითხონ, ვინაიდან, ისინი იმ სფეროების ქრონიკაა, სადაც პროგრესი იყო საჭირო, მაგრამ ასევე ხშირად აღნიშნავენ სფეროებს, რომელშიც რეალურად პროგრესი მიიღწა. ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებით ჩვენი საბოლოო მიზანი არის ქართველების ძალისხმევის უკეთ ინფორმირება, თავიანთი დემოკრატიის გასაძლიერებლად და ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებების დასაცავად. და იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი საშუალება ამ მიზნისთვის”, - განაცხადა კელი დეგნანმა. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნას ეყრდნობა  

ელჩი დეგნანი: საქართველოში ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე. ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მისაღებია სრულად. კელი დეგნანის შეფასებით, საქართველო შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს არაინფორმირებულ არჩევანს. „აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედია გარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“,- განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.  

ელჩი დეგნანი: გადაწყვეტილების მიმღებნი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ქუჩაში გამოვიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოში გადაწყვეტილების მიღება ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული.  პრეზიდენტი: ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი, ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს „პრეზიდენტის ინტერვიუ არ მინახავს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რაც მე დავინახე ამ ქვეყანაში არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩვენ ეს, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დავინახეთ, როდესაც საქართველოს 100 ათასამდე მოქალაქე ქუჩაში საკუთარი გადაწყვეტილებისა და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, საკუთარი არჩევანის მშვიდობიანად გამოსახატად გამოვიდა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავითარი ეჭვი არ არსებობს. მოსახლეობა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და საქართველოს მასშტაბით სხვა ქალაქებში გამოვიდა მშვიდობიანად იმის სათქმელად, რომ მათ სურდათ ევროპული მომავალი. ვფიქრობ, ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე”, - განაცხადა ელჩმა. ამასთან, კითხვაზე აქვს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არაფორმალური მმართველობის პირობებში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სტატუსი დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა. „საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა საქართველო რეფორმებს, რომელიც ევროკავშირმა დასახა, როგორც გზამკვლევი საქართველოს ევროპისკენ სავალ გზაზე. ეს დამოკიდებულია ყველაზე, დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა დაინტერესებულ მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია წვლილის შეტანა საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ეს არ არის ახალი რეფორმები, ეს ის არის, რაზეც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობდა და ზოგიერთ შემთხვევაში ნამდვილად კარგ პროგრესსაც მიაღწია. მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ მეტია გასაკეთებელი. ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ განსახორციელებელი პროექტია, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის განსახორციელებელია, ყველა არჩეული ლიდერის, ვინც უნდა გაერთიანდეს და ინკლუზიურად იმუშაოს და შეწყვიტოს ამდენი დროის ხარჯვა ერთმანეთთან დაპირისპირებაში და მეტი დრო უნდა დახარჯონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმგვარად, რომ ამან ნამდვილად გააუმჯობესოს დემოკრატია საქართველოში. სწორედ ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დაინახონ, არის თუ არა საქართველო ერთგული დემოკრატიის მიმართ, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, რომ ასევე ერთგულია საქართველოს მოსახლეობა. ეს არის რისი დანახვაც მათ სურთ. და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მათ მოუსმენს, მოუსმენს საკუთარ ხალხს და გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს“, - განაცხადა დეგნანმა.  

კელი დეგნანი: სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად

კელი დეგნანი სანქცირებულ მოსამართლეებზე: საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები სანქციები, რომლებიც გამოცხადდა 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას, ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში აშშ-ის ელჩმა ქართველი მოსამართლეების სანქცირების მიზეზები განმარტა.  კელი დეგნანის შეფასებით, ოთხმა მოსამართლემ მათი ქმედებებით უგულვებელყო სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ამერიკის ელჩის თქმით, სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე. „დღეს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული 4 პირის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული კორუფიცული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ. ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას. გასულ კვირას დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ერთგულად გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას. 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე. ყველა საქართველოს მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე, მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით. სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით. როგორც ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წევრები, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ძლიერი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. აღნიშნული სასამართლო რეფორმების განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში და აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რომლისკენაც ქართველები დიდი ხანია მიისწრაფიან. კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის სტაბილური, წარმატებული და ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. „მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის მიმართ აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს. აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას, იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი რაც შეეხება იმას, უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს. ამასთან, ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სანქციები არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით. 7031(c)-ე თავი შეიცავს წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა მისცეს პირს უფლება გაემგზავროს ამერიკაში, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. „სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს. ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დავუშვათ აღნიშნული პირების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სასამართლო დავა არ წყდება ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე - კელი დეგნანი

სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ქრთამის, დაშინების თუ ზეწოლის საფუძველზე. ლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მიმართვაში განაცხადა, რითაც ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა. „დღეს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული 4 პირის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული კორუფიცული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ. ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას. გასულ კვირას დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ერთგულად გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას. 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე. ყველა საქართველოს მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე, მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით. სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით. როგორც ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წევრები, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ძლიერი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. აღნიშნული სასამართლო რეფორმების განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში და აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რომლისკენაც ქართველები დიდი ხანია მიისწრაფიან. კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის სტაბილური, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

სალომე ზურაბიშვილი კელი დეგნანს შეხვდება

ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდება. ეს ცნობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა და დამატებითი დეტალები შეხვედრის თემასთან დაკავშირებით ცნობილი ჯერ არ არის. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

ელჩი დეგნანი მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებაზე: არ ვიცი, რაზე საუბრობს, არაფერი მაქვს დასამალი

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც სატელეფონო საუბრებს შეეხებოდა. „არ ვიცი, რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი. ყველა ქართველისთვის შემაშფოთებელი იქნებოდა, რომ მათ უსმენენ“, - აღნიშნა ელჩმა „მთავარ არხთან“. კელი დეგნანის თქმით, შტატები ამ გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს. „სავიზო სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ,  ვინც არიან ჩართული კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. „ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“, - განაცხადა 5 აპრილის საღამოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. „ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები - წესებით დაგველაპარაკონ, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ბლინკენის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ელჩ დეგნანის ვიდეომიმართვა. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს

კელი დეგნანი: რეაქცია, რაც ვნახეთ, ზედმეტად ემოციურია, ეს სანქციები არ ეხება პოლიტიკურ პარტიას, ზოგადად, სასამართლო სისტემას, ეს ეხება 4 კონკრეტულ პირს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის იმ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესდა. კელი დეგნანის თქმით, შტატები ამ გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს. „აშშ არის მტკიცე პარტნიორი და მეგობარი საქართველოსი 30 წლის განმავლობაში და ამის ნიშანი და გამოხატულებაა ქვეყნის ყველა ქალაქში, ყველა სოფელში - იქნება ეს სკოლების გარემონტება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ბევრი სხვა რამ და რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის ძალების, სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დახმარება იმისათვის, რომ მათ უკეთ დაიცვან საქართველოს საზღვრები და შეძლონ აგრესიის შეჩერება. ჩვენ ვაკეთებთ ამას ბოლო 30 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო წარმატებული, გვინდა, ვნახოთ, რომ ქართველი ხალხი აღწევს იმ ოცნებას, რომ ისინი ცხოვრობენ წარმატებულ ქვეყანაში და არიან ევროპული ოჯახის წევრები, ყველაფერი, რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოში, ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას, ეს არის წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატია. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მტკიცე ინსტიტუტების მშენებლობას და სავიზო სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანის თქმით, ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის მხრიდან გამოჩნდა შინაარსიანი რეფორმების გაგრძელების ნების ნაკლებობა, რაც ნამდვილად დამოუკიდებელს გახდიდა სასამართლოს. მან ასევე უპასუხა შეკითხვას იმ რეაქციებთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის გადაწყვეტილებას, მათ შორის მოსამართლეებისგან მოჰყვა. „რეაქცია რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, წლების განმავლობაში ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, გააუმჯობესოს ეფექტიანობა, მოსამართლეების ტექნიკური უნარები, ვმუშაობთ მოსამართლეებთან. ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ და ისინი არიან პროფესიონალები, კეთილსინდისიერები, ერთგულნი, რომ შეასრულონ თავისი საქმიანობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე. მათ ეს სურთ და მათ ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს ოთხი ადამიანი, დაფუძნებით სპეციფიურ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდა ამ მოსამართლეებს ამ თავის სურვილში. ეს არ არის პოლიტიკურ პარტიაზე, სასამართლო სისტემაზე ან ყველა მოსამართლეზე, ეს არის ოთხ კონკრეტულ პირზე, რომლებიც ხელისშემშლელები იყვნენ აშშ-ის კანონმდებლობით და ჩართულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებებში, მათ არ აქვთ უფლება, რომ შემოვიდნენ აშშ-ში“, -  აცხადებს კელი დეგნანი. ამასთან, კელი დეგნანმა უპასუხა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც. „არ ვიცი, რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი. ყველა ქართველისთვის შემაშფოთებელი იქნებოდა, რომ მათ უსმენენ“, - აღნიშნა ელჩმა. „ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“, - განაცხადა 5 აპრილის საღამოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. „ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები - წესებით დაგველაპარაკონ, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით“, - განაცხადა კობახიძემ. სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით კი, აშშ-ის საელჩოს სურს, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. „შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ“. - განაცხადა მურუსიძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ბლინკენის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ელჩ დეგნანის ვიდეომიმართვა. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს  

ელჩი დეგნანი ოთხი მოსამართლის დასანქცირებაზე: გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციაში

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, შტატები სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს. „სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა „მთავარ არხთან“. კელი დეგნანი: რეაქცია, რაც ვნახეთ, ზედმეტად ემოციურია, ეს სანქციები არ ეხება პოლიტიკურ პარტიას, ზოგადად, სასამართლო სისტემას, ეს ეხება 4 კონკრეტულ პირს  

ელჩი დეგნანი: მთელ ძალისხმევას ვდებ იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

„მთელ ძალისხმევას ვდებ იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა „მთავარ არხთან“ განაცხადა. „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკეთა ძალიან კარგი საქმე და წარმოადგენს საქართველოს ევროოპულ დედაქალაქებში. ხსნის,  რამდენს აკეთებს ქართველი ხალხი ამ მოთხოვნების შესასრულებლად, რაც საჭიროა ევროკავშირის სტატუსისთვის. ჩვენ გვინდა, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გვინდა, რომ ეს წელს, ვნახოთ“, - განაცხადა ელჩმა. ამავე ინტერვიუდან: ელჩი დეგნანი ოთხი მოსამართლის დასანქცირებაზე: გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციაში კელი დეგნანი: რეაქცია, რაც ვნახეთ, ზედმეტად ემოციურია, ეს სანქციები არ ეხება პოლიტიკურ პარტიას, ზოგადად, სასამართლო სისტემას, ეს ეხება 4 კონკრეტულ პირს ელჩი დეგნანი მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებაზე: არ ვიცი, რაზე საუბრობს, არაფერი მაქვს დასამალი  

კელი დეგნანი: საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე შეერთებული შტატებია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში

საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე შეერთებული შტატებია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რომ მან ააშენოს დემოკრატია, რაც ქართველ ხალხს სურს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ყველანაირი ჩვენი დახმარება, თითოეული დოლარი, რაც აშშ-ის გამოუყვია საქართველოსთვის, ეს არის დემოკრატიის მშენებლობისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თავდაცვისა და საზღვრების დაცვისთვის. ეს არის ის, რაც აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველოს წარმატება“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედის“ ცნობით.  

კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე: საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე

„საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რა წყაროებს დაეყრდნო აშშ სანქციების დაწესებისას. „სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩართულნი არაინ კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება, განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია, თუ არა შევიდეს აშშ-ში. სავიზო სანქციები აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს, შევიდეს ამერიკაში. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, - აღნიშნა ელჩმა. კითხვას, აპირებთ თუ არა თანამშრომლობას ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებთან, „იმედის“ თარგმანის თანახმად, ელჩი პასუხობს: „ინფორმაციის დიდი ნაწილი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. თუ ქართველი სამართალდამცველები გადაწყვეტენ, დაიწყონ გამოძიება, მათთვის ეს ხელმისაწვდომი იქნება. ეს ბრალდებები არის ცნობილი. როგორც გითხარით, ამერიკული კანონის მოთხოვნა იყო, ჩვენ ასე მოვქცეულიყავით. უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა გამოძიებას“. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას - ელჩი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კონსპირაციის თეორიებს უწოდებს ზოგიერთი წყაროს საშუალებით გავრცელებულ ხმებს, რომ შესაძლოა, კავშირი არსებობდეს, საქართველოში ამერიკის მოქალაქის არშემოშვებასა და გუშინდელ სანქციებს შორის. „არანაირი კავშირი არ არსებობს, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რასაც ხშირად მმართველი პარტია იმეორებს, აბნევს საზოგადოებას. ამერიკას საქართველოს დახმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს. რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ხანდახან ვრცელდება კონსპირაციული თეორები - მცდარი ცნობები, თუ რას აკეთებს ამერიკა. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა არ მიატოვებს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენ ამ ურთიერთობის ერთგულნი ვართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა „იმედის“ ცნობით. ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან. „შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.  

ელჩი დეგნანი პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ: ვისაუბრეთ იმ დამატებით ნაბიჯებზე, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ პარლამენტს, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს

 „საუბარი იყო დამატებით ნაბიჯებზე, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ პარლამენტს, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს, ეს და მათ შორის კორუფციასთნ ბრძოლა, 12 რეკომენდაციის ნაწილია“, - ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა. „ჩვენ გვქონდა საუბარი იმ დამატებით ნაბიჯებზე, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ პარლამენტს, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს, ეს და მათ შორის კორუფციასთნ ბრძოლა, 12 რეკომენდაციის ნაწილია. ჩვენ ვიცით, არსებობს ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს და ერთ-ერთი საკითხია იუსტიციის საბჭოს რეფორმირება. ამ მიმართულებით მეტია გასაკეთებელი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სავიზო აკრძალა იმოქმედებს თუ არა უარყოფითად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი და შესაძლებლობა და შანსი, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე ბრალდებები მოგვარდეს. ასევე, უპასუხოს გამოწვევებს“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 100%-ით ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. „ამ საკითხზე რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი. ძალიან შემაშფოთებელია, რომ მსგავსი კონსპირაციული თეოროები გვესმის მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან“,- განაცხადა ელჩმა.  

კელი დეგნანი მარშალ ქომინსზე: ამ მოქალაქეს არ ვიცნობ და არც მქონდა ინფორმაცია, ვიდრე გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან არ გააკეთა განცხადება

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვების საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა. „ამ მოქალაქეს არ ვიცნობ და არც მქონდა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან არ ისაუბრა. ჩვენ არ ვახორციელებთ მონიტორინგს, ვინ ჩამოდის ამერიკიდან, უამრავი ადამიანი ჩამოდის. ზოგი როგორც ტურისტი, ზოგიც სხვადასხვა მიზნით. თუ საელჩოს კონკრეტულმა პირმა არ მომართა დახმარებისთვის, მაშინ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ ჩამოდის და ვინ მიდის. შეიძლება, ჩამოდიოდა როგორც ტურისტი“, - აღნიშნა ელჩმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ცნობისთვის, 6 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან. „შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება, არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. აშშ-ის ელჩი კონსპირაციის თეორიებს უწოდებს ზოგიერთი წყაროს საშუალებით გავრცელებულ ხმებს, რომ შესაძლოა, კავშირი არსებობდეს, საქართველოში ამერიკის მოქალაქის არშემოშვებასა და ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს შორის. „არანაირი კავშირი არ არსებობს, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რასაც ხშირად მმართველი პარტია იმეორებს, აბნევს საზოგადოებას. ამერიკას საქართველოს დახმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს. რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ხანდახან ვრცელდება კონსპირაციული თეორები - მცდარი ცნობები, თუ რას აკეთებს ამერიკა. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა არ მიატოვებს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენ ამ ურთიერთობის ერთგულნი ვართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა 7 აპრილს.  

ელჩი დეგნანი: ეს არის შანსი საქართველოსთვის, შინაარსიანი ნაბიჯებით უპასუხოს გამოწვევებს და რეაგირება მოახდინოს კორუფციის ბრალდებებზე სასამართლო სისტემაში

შეუშლის თუ არა ხელს აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოქალაქის დასანქცირება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მედიის ამ შეკითხვას უპასუხა 7 აპრილს ელჩმა დეგნანმა პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ. ამერიკის ელჩის შეფასებით, ეს არის შანსი საქართველოსთვის, შინაარსიანი ნაბიჯებით უპასუხოს გამოწვევებს და რეაგირება მოახდინოს კორუფციის ბრალდებებზე სასამართლო სისტემაში. „საქართველოს პარლამენტთან წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას. რადგან ვიცით, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის 12 რეკომენდაციის ნაწილი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს და იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს მას, მაგრამ გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ჩვენ, გასულ თვეში ვენეციის კომისიის დასკვნაში ვიხილეთ, რომ არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები შესრულდეს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმირება. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შეუშლის თუ არა ხელს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგან ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს რეაგირება სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება, რომ მთავრობა ერთგულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ. გასულ კვირაში, ვაშინგტონში, დემოკრატიის სამიტზე საქართველომ პირობა დადო, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ, პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს და დაიცავს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და კანონის უზენაესობას, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ასე რომ, იმედი გვაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ექნება რეაგირება კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე და გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ შექმნას, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ელჩი დეგნანი განმარტავს, რაზე გამახვილდა ყურადღება სანქციების კოორდინატორისა და მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეხვედრაზე აშშ-ში

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განმარტა, რაზე იყო ფოკურისრებული ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრა, რომელიც აშშ-ში გაიმართა. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „სანქციების კოორდინატორთან ფინანსთა მინისტრის შეხვედრას რაც შეეხება, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ, ინფორმაციის გაცვლისთვის საქართველოზე გამავალი სავაჭრო ნაკადების საკითხზე. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურებთან, სასაზღვრო პოლიციასთან და ყველასთან, ვინც წლების განმავლობაში ახლო პარტნიორები არიან. გვქონდა ტრენინგები, უზრუნველვყოფდით აღჭურვილობას და ყველაფერი ეს დადასტურდა, რომ განსაკუთრებით ღირებულია სწორედ ახლა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრებს მიღმა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ კრიტიკულ დროს. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და სანქციების კოორდინატორის შეხვედრა ფოკუსირებული იყო სწორედ ამაზე, რადგან როდესაც მიმდინარეობს რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, სულ უფრო მეტს ვსწავლობთ, როგორ ცდილობს რუსეთი სანქციების და ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თავის არიდებას, რომელიც არის დაწესებული არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის, იაპონიის და ბრიტანეთის მიერ. ასე რომ, ეს არის ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ გაგრძელდეს ინფორმაციის გაზიარება და გაძლიერდეს კონტროლი, რათა შეწყდეს იმ საქონლის გადაადგილება, რომელიც გამოყენებულია რუსეთის ომის მანქანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა აშშ დავით კეზერაშვილის სანქცირებას

განიხილავს თუ არა აშშ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სანქცირებას - მედიის ამ შეკითხვას უპასუხა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა. „ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ცხადია, ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რათა შევაფასოთ ინფორმაცია, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ.  BBC-ს მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ამგვარი ბრალდებები და თავად აწარმოოს გამოძიება. ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელიც შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი იყოს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.    

ელჩი დეგნანი: რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგი იგივეა, განსაზღვრული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას

„თუ საქართველოს მთავრობას სურს, დამოუკიდებლად დაიწყოს გამოძიება ამ ბრალდებებზე, ბევრი ინფორმაცია ცნობილია და ცნობილი იყო წლების განმავლობაში, მჯერა, რომ სანდო გამოძიება იგივე შედეგებამდე მივა“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის შეკითხვა ეხებოდა ტერმინ სანქციის გამოყენებას და გარკვეული მოსამართლეების მიერ აშშ-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას. „რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები ერთნაირია, ვიზის შეზღუდვის განსაზღვრა ნიშნავს, რომ განსაზღვრული პირები და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას. რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის უმრავლესობა ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ცნობილი. და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი ოფიციალური განმარტება 6 აპრილს გააკეთა. ისაუბრეს, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა უწყება სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. „ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადეს უწყებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7031 (c) წესის მოქმედებები, რომლის საფუძველზეც 4 ქართველ მოსამართლეს სავიზო აკრძალვა დაუწესდა, ამის ძლიერი სიგნალია. „ზოგადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სამართლებრივი ქმედებების განხორციელების პროცესზე. 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031 (c) წესის მოქმედებები ძლიერი სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა და შემდგომი დემოკრატიული მმართველობა“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს.  მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში ხელი შეუწყოს. „ჩვენ მზად ვართ, ენდემური (სისტემური, რედ.)კორუფციის დაძლევისა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის გზით, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული ეკონომიკური და დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებაში“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება.  მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031 (c) წესის საფუძველზე დაუწესდათ შესაბამისი ზომები. კერძოდ, 7031(c) წესი ითვალისწინებს, რომ უცხოური მთავრობების თანამდებობის პირებს, რომელთა მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლის უფლება არ ექნებათ. ეს წესი გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. კანონი ასევე მოთხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვროს ასეთი თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს  

ამერიკის საელჩო: ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობა და შესაძლებლობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი დიდი ინვესტიციაა საქართველოში

ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობაზე საუბრობს ამერიკის საელჩო და აჭარაში ელჩ დეგნანის ვიზიტზე ავრცელებს ინფორმაციას. „ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობა და შესაძლებლობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი დიდი და საამაყო ინვესტიციაა საქართველოში. ათწლეულებია ჩვენი გაცვლითი პროგრამები ქმნის სამუდამო კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის და ხელს უწყობს ახალგაზრდებს მიღებული ცოდნა ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად გამოიყენონ. ამ ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია თქვენი, ახალგაზრდების მოსმენა და გამოცდილების გაზიარება. აჭარაში ვიზიტისას ელჩი დეგნანი ათობით სტუდენტსა და მოსწავლეს შეხვდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხულოს ამერიკულ თაროსა და საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. დიდი მადლობა მასპინძლობისა და დასამახსოვრებელი საუბრებისთვის“, - წერია საელჩოს Facebook-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.  

ელჩი დეგნანი: ამ ოთხი ადამიანის დაცვა არ ნიშნავს სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას

„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ყველა პარტიას, რომ გამოიყენონ პარლამენტის ინსტიტუტი, რომ ამომრჩევლების საჭიროებებზე იმუშაონ და არ მოვუწოდებდით პარლამენტში მუშაობის ბოიკოტირებისკენ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის ჩავარდნაზე. „რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს ის ბრალდებები, რომლებიც მოსამართლებთან დაკავშირებით ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები - აქ არ არის არანაირი შეცდომა, სრულიად დარწმუნებით ვამბობთ, რომ არსებობს სავიზო სანქციების საფუძვლები გამომდინარე იქედან, რომ ეს 4 ადამიანი ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში. ამ პროცესს წინ უძღოდა ხანგრძლივი შესწავლა, ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის რაც არის საჯაროდ ხელმისაწვდომი - შემდეგ უკვე ინფორმაცია მივიდა სახელმწიფო მდივნამდე და მან დაამტკიცა სავიზო სანქციები. შესაბამისად, ამის საფუძველი სრულიად სწორია. რაც შეეხება გამოძიებას, ეს საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.  ზოგადად, ამ 4 ადამიანის მიმართ სოლიდარობა არ ნიშნავს მოსამართლეების იმ უმრავლესობის მიმართ სოლიდარობას, რომლებიც არიან ძალიან პროფესიონალები, კეთილსინდისიერები. 4 ადამიანის დაცვა, როლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში, არ ნიშნავს სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩი იმედოვნებს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლება ჩაატარებს დამოუკიდებელ გამოძიებას სასამართლო სისტემაში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მასალაში გამოყენებულია საელჩოს თარგმანი შეგახსენებთ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, დღესაც კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ქართველი მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაციის გავლაზე უარი განაცხადეს. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

ელჩი დეგნანი კეზერაშვილზე: აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, სამართლებრივი პროცესი უნდა ჩატარდეს

დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, სამართლებრივი პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება , - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ. ელჩის შეფასებით, კეზერაშვილთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია და ბრალდებების მხრივ, მეტი სამუშაოა გასაწევი. „საშუალება არ მქონდა, BBC-ის გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესიდან გვქონდა ინფორმაცია. და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და სამართლებრივი პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.  

ბათუმის აეროპორტს ბარგის სწრაფი სკანირების ახალი, ამერიკული წარმოების მოწყობილობა გადაეცა

ბათუმის აეროპორტს დღეს ბარგის სწრაფი სკანირების ახალი, ამერიკული წარმოების მოწყობილობა გადავეცით. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას. მსგავსი მოდელები ბათუმთან ერთად ქუთაისის აეროპორტსა და ლარსის გამშვებ პუნქტსაც გადაეცემა. საელჩოს განმარტებით, ეს დახმარება ნაწილია აშშ-ის მრავალწლიანი და მასშტაბური ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს საქართველოს, საზღვრის დაცვასა და უსაფრთხოებაში. „ეს მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაეხმარება საქართველოს უზრუნველყოს მისი საზღვრების დაცვა საფრთხისა და კონტრაბანდისგან. ეს მოწყობილობა ხელს შეუწყობს, დაიცვას ბარგი, რომელიც შეიძლება, შეიცავდეს იარაღს ან საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ ნივთიერებებს ან უკანონო კონტრაბანდას. ეს ყველაფერი იმ ძალიან მჭიდრო პარტნიორობისა და კოორდინაციის შედეგია, რომელიც შეერთებული შტატების საელჩოს აქვს საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან აქ, საქართველოში. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობთ მსგავს პროგრამებზე, ტრენინგებსა და აღჭურვილობის შემოწირულობებზე. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ შესანიშნავ თანამშრომლობას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა, რომელიც ბათუმში პირადად იმყოფებოდა. რენტგენოსკანერი ქართულ მხარეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის (EXBS) ფარგლებში გადაეცა.  

საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩოს შეფასებით, საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე „საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებული შტატები ამ მიზნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ერთგული რჩება“, - წერს ამერიკის საელჩო Facebook-ზე.   

ამერიკის საელჩო: ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი აჭარაში იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ერთობლივი პროგრამების წარმატებასა და სამომავლო გეგმების განსახილველად შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო მტკიცე და ინტეგრირებული საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული.  „იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებისთვის. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიანი და ეფექტიანი იურიდიული დახმარება, შეერთებული შტატების საელჩო მრავალი წელია, მხარს უჭერს სამსახურის განვითარებასა და გაძლიერებას“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ აქტიურად აგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელთა ხელშეწყობას - ამერიკის საელჩო

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინოვაციები, თანამედროვე მიგნებების გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ახალი პროგრამის ამოქმედებისადმი მიძღვნილ ინფორმაციაში წერს. „დღეს ოფიციალურად დაწყებული პროგრამა სწორედ ამ მიზნებს მოემსახურება. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტენციის ცენტრი ფერმერების პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციებზე. შეერთებული შტატები აქტიურად აგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელთა ხელშეწყობას“. - წერს საელჩო Facebook-ზე.   

ელჩი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა დაინახონ საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ

„აშშ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია და გარწმუნებთ, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ 100%-ით ვიზეიმებთ ქართველ ხალხთნ ერთად“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს ქართველი მოსამართლეების დასანქცირება უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ევროკავავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ელჩის განმარტებით, სავიზო სანქციები ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად არის მოთხოვნილი. „ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რათა საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ, კორუფციასთან ბრძოლის მიმართ და ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, დაინახონ საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ. ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ამ საკითხის - გასული წლების განმავლოვაში მრავალი რეფორმა გატარდა, თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო პერიდში არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რომ სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ ინსტიტუტად. ამასთან დაკავშირებით, არსებობს უამრავი რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიის 5 ბოლო რეკომენდაცია, რომლებიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, იმუშაობ დამოუკიდებლად. საქართველოს სასამართლო სისტემას ჰყავს ბევრი პროფესიონალი, კეთილსინდისიერი მოსამართლე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ სამუშაო გარემოს და პოლიტიკური ფიგურის თუ ბიზნეს ფიგურის ჩარევის გარეშე მუშაობას. ასე რომ, სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ რეკომენდაცია მოდის როგორც ჩვენგან, ისე ევროკავშირიდან, ვენეციის კომისიისგან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით, მუშაობა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ელჩმა. მასალაში გამოყენებულია საელჩოს თარგმანი  

კელი დეგნანი გვარამიაზე: დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებისას, პრეზიდენტი მათ შორის ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს

„შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, ის ყველა ასეთ მოთხოვნას, მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ჰელსინკის კომისიამ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა. „ჰელსინკის კომისია გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ და მას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედია თავისუფლებას. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, ისევე როგორც ბევრი სხვა, მათ შორის საელჩო, იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე. ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერია მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა ასეთ მოთხოვნას და მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა მედიასთან.  

ელჩი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარლამენტის წევრები საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასებით, საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი პარლამენტში, რომელიც ემსხურება იმას, რომ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, რომელზეც საზოგადოების ინტერესი დიდია, არსებობდეს მეტი ინფორმაცია. ამის შესახებ კელი დეგნანმა მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. ელჩის შეფასებით, საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი იმ საკითხების გამოსაკვლევად, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს, რაც კელი დეგნანისვე შეფასებით, ქართველ ხალხს საშუალებას აძლევს, უფრო ინფორმირებული იყოს და მეტად გამჭვირვალე გახადოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. „საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი პარლამენტში, რომელიც ემსხურება იმას, რომ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, რომელზეც საზოგადოების ინტერესი დიდია, არსებობდეს მეტი ინფორმაცია, ჩატარდეს მოკვლევა, რათა საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და ეს ასევე ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და სასარგებლო მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ბევრ სხვადასხვა პარლამენტში, მათ შორის აშშ-ის კონგრესში და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი და პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტს, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. შეკითხვა ეხებოდა ოპოზიციის მოთხოვნას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. საუბარია მოსამართლეებზე, რომლებსაც შეერთებულმა შტატებმა სავიზო აკრძალვები დაუწესა.  

ელჩი დეგნანი: აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული და ვისაც შეუძლია, იდეები თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას ოთხ ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ. ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია, სარგებელი მიიღოს ამ გაცვლითი პროგრამებისგან და თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ იდეები“. „ეს სასწავლო ვიზიტები ნამდვილად პოპულარული და წარმატებულია, ვინაიდან ის ერთად კრებს მოსამართლეებს აშშ-დან, საქართველოდან და აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა. აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია, სარგებელი მიიღოს ამ გაცვლითი პროგრამებისგან და თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ იდეები. ღიაა ასევე მათთვის, ვისაც შეუძლია წასვლა, რადგან ეს დაკავშირებულია დიდ დროსთან და ზოგჯერ 2 კვირაზე მეტხანსაც გრძელდება. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, როდესაც ქართველი მოსამართლეები ირჩევენ ჩვენს პროგრამებს და დიდ ინტერესს ვიჩენთ და მოუთმენლად ველით ქართველი და ამერიკელი მოსამართლეების ამ შესანიშნავი გაცვლით პროგრამების გაგრძელებას“, - აღნიშნა კელი ელჩმა მედიასთან.  

ამერიკის საელჩო: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, იყოს ძლიერი და წარმატებული ქვეყანა

მზარდ ეკონომიკას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი, კვალიფიციური სამუშაო ძალა კი ნიშნავს უკეთეს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას. ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ყოველწლიური Skills Week Georgia-ს გახსნისადმი მიძღვნილ აღწერაში წერს. ამ ღონისძიებაზე ყოფნისას ელჩმა კელი დეგანმა ხაზი გაუსვა ტექნიკური და პროფესიული უნარების მნიშვნელობას როგორც პიროვნული, ასევე, პროფესიული ზრდისთვის და საყოველთაო პროგრესისთვის. „ღონისძიება USAID-ისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ისეთი სამუშაო ძალის მომზადებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებს შეესაბამება. ამერიკის შეერთებული შტატები, კერძო სექტორთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, ხელს უწყობს პროფესიულ განათლებასა და ქმნის კონკურენტუნარიან სამუშაო ძალას, რაც საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს მის ევროპულ მისწრაფებებთან. მსგავსი პროგრამებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, იყოს ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.  

ნამდვილად არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს - ელჩი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნამდვილად ჩნდება კითხვები, ახლა რატომ მიიღო რუსეთმა გადაწყვეტილება, გააუქმოს ვიზები და აღადგინოს ფრენები საქართველოსთან. ელჩის შეფასებით, არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, სხვა ქვეყანაში თავისი მოქალაქეების ყოფნას პუტინი იყენებს ხოლმე იმისა საბაბად, რომ ქვეყანში შეიჭრას. „საქართველოში უკვე არსებობს გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით,100 000 რუსია შემოსული და როგორც აღინიშნა, ფრენებმა შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ კიდევ მილიონი ვიზიტორი შემოვიდეს საქართველოში. თუ პუტინი მართლაც ზრუნავს საქართველოში, მან უნდა გაიყვანოს რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან, შეასრულოს 20008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტილება და ეს იქნებოდა გულწრფელი ჟესტი. ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. ისტორიას თუ გადავხედავთ, ის ცდილობდა, გაენადგურებინა ქართული ენა, შეურაცხყო ეკლესიები და ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოშიც, მისი სამინზე იყო საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, ბავშვები. და ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის გადაწყვეტილებას ვინმე მიესალმოს“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.  ცნობისთვის, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. „მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, IRI-ს შესახებ მმართველი პარტიის მიერ, აღმაშფოთებელი სიცრუე ვრცელდება

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ. „მსურს, გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" შესახებ ვრცელდება მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ. IRI მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას 20 წელზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია. „ქართული ოცნების” ბევრი ლიდერი IRI-ს პროგრამების კურსდამთავრებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული მათში. ამდენად, ჩნდება კითხვა, რატომ ცდილობს მმართველი პარტია დამოუკიდებელი გამოკითხვის ჩახშობას და თავს ესხმის ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მხოლოდ იმით, როგორ ისწავლონ, იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი გამოკითხვა, რომელიც არ უჭერს მხარს თქვენს პოზიციას, შესაძლოა, შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ლიდერებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმის შესახებ, რა არის საზოგადოების პრიორიტეტები“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. ელჩმა განმარტა, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ხელს უწყობენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქვეყნის მომავლის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ. „ჩვენ აქ, საქართველოში ვხედავთ, რომ ახალგაზრდა ადამიანებს სურთ წვლილი შეიტანონ იმ საკითხების განხილვაში, რომელსაც მომავლის განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რას ემსახურება IRI და NDI, ისინი ეხმარებიან ამ ადამიანებს იმ უნარების განვითარებაში, რაც ამ საკითხების განსახილველად არის საჭირო, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეხმარება მათ იმაში, თუ როგორ ჩაერთონ კონსტრუქციულად და მშვიდობიანად პოლიტიკურ პროცესებში და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის მომავლის განვითარებაში. IRI და NDI დიდ როლს თამაშობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 10 მაისს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები „ყალბი“ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, უკანონოდ ფინანსდებიან. მისივე სიტყვებით, დონორებმა, მათ შორის „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა"(IRI), უნდა გაასაჯაროონ ფინანსები და გაირკვეს, რატომ ხდება მათი ფულით „რევოლუციური სცენარების დანერგვა.

ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ შტატები დაელოდება, როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა რუსეთის გადაწყვეტილებას. „მნიშვნელოვანი განსხვავება დღევანდელსა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ისევ და ისევ, რუსეთმა მოახდინა მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია ამ გაუმართლებელი, სასტიკი ომით, რომელიც მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დაკავებას და უკრაინის იდენტობის წაშლას ისახავს მიზნად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ საქართველო არ არის დამოკიდებული რუსულ ტურიზმსა და რუსულ ბიზნესზე ისე, როგორც 2019 წელს იყო. მას შემდეგ, რაც აკრძალვა ამოქმედდა, ჩვენ ვნახეთ ვიზიტორთა ზრდა მრავალი სხვა ქვეყნიდან. საქართველოს არ უნდა დაეყრდნოს რუსეთს და კვლავ არ უნდა გახდეს დამოკიდებული რუსეთზე. ეს აძლევს რუსეთს სახიფათო ბერკეტს თქვენს ეკონომიკაზე და ჩვენ ვნახეთ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითზე, თუ როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როცა ამას მოინდომებს. საქართველოს არ სჭირდება ისევ ხაფანგში ჩავარდნა.  რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა ამას, რა დეტალები იქნება ამ სავარაუდო ფრენების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. „მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

პუტინი უბრალოდ არაფერს გასცემს, ამიტომ, მთავარი კითხვაა, რატომ გასცემს პუტინი ამ „საჩუქარს“ საქართველოსთვის ახლა - ელჩი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა, პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა. „მე ვფიქრობ, მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ „საჩუქარს“ საქართველოს ახლა“, - აღნიშნავს ელჩი დეგნანი.  „მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით - ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. მე ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა, რომ პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაეყვანა, შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაეღო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ეს იქნებოდა რეალური ჟესტი, რომელსაც ექნებოდა მნიშვნელობა საქართველოსთვის. პუტინი საზღაურის გარეშე არაფერს გასცემს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კითხვის დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გასცემს ის ამას ნაცვლად ისეთი რაღაცისა, რაც იქნებოდა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რაც იქნებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება“,  - განაცხადა კელი დეგნანმა. კითხვას, აშშ თავის მხრივ, განიხილავს თუ არა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ელჩმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კომერციული საკითხია. „საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, რუსეთის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ცნობისთვის,10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა.  ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ელჩი დეგნანი აშშ-სთან პირდაპირ ფრენებზე: კომერციული საკითხია, ჩვენ მხარს დავუჭერთ

ელჩმა დეგნანმა უპასუხა კითხვას, აშშ განიხილავს თუ არა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ელჩმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კომერციული საკითხია. „საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს და, რათქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან რეისები და უვიზო რეჟიმი ამერიკიდანაც  

ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია

რატომ დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის შემოთავაზებას, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ ხვალიდან რეისები განახორციელოს და სანქცირების გარდა, არსებობს თუ არა უსაფრთხოების საფრთხე საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ევროპული ავიაკომპანიები აღარ ეხმარებიან რუსულ ავიაკომპანიებს, რომ სათადარიგო ნაწილები მიაწოდონ, მედიის ამ შეკითხვას, ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთება არსებობს. „არ მინახავს ინფორმაცია, რომელ ავიახაზებს მისცეს შემოსვლის უფლება. ეს მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დადგენა, არიან თუ არა ისინი სანქცირებული. არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, არიან თუ არა ისინი სანქცირებული თვითმფრინავები, აქვთ თუ არა სათანადო ნაწილები, აქვთ თუ არა შესაბამისი ტექნიკური მომსახურება. ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთება, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე „საჩუქარს“ ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. „განსხვავება ამჟამინდელ სიტუაციასა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში და გააჩაღა სასტიკი, სისხლიანი ომი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ, ბავშვების, სკოლების, საავადმყოფოების, კორპუსების წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის უპრეცედენტო შეჭრა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინის იდენტურობისა და სუვერენიტეტის აღმოსაფხვრელად. ეს არის მთავარი, რაც მოხდა 2019 წლის შემდეგ. არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, „საჩუქარს ქვეყნიდან“, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. შეგახსენებთ, რუსეთის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ცნობისთვის,10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა.  ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი პუტინის გადაწყვეტილებებზე: რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს?

აშშ-ის ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანი კითხვაა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინი არაფერს გასცემს საფასურის დაკისრების გარეშე. ელჩის შეფასებით, ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომლის მოქალააქეებს აკავებენ, ფრთხილად უნდა იყოს რუსეთის მცდელობების მიმართ. „ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, როცა რუსეთს დაკავებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ქვეყანა, რომელიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფება, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როდესაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას მიესალმება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ, რატომ აკეთებს პუტინი ამ დათმობებს თუ შეთავაზებას ახლა? რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რკინიგზის აღდგენის გამო, რომელიც საქართველოს რუსეთთან აფხაზეთის გავლით დააკავშირებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინი არაფერს გასცემს საფასურის დაკისრების გარეშე“, - აღნიშნა ელჩმა მედიასთან.   შეგახსენებთ, 16 მაისს, ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო, რასაც მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის უკმაყოფილება და მოთხოვნა, რომ „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას. უკვე, 16 მაისის საღამოს კი, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა საერთოდ ამოიღო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ელჩი დეგნანი: აშშ და ევროკავშირი უნდა იდგნენ მტკიცედ საქართველოს გვერდით, როგორც ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის მხრიდან, რომელიც შექმნილია ადამიანების დასაშინებლად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დამშვიდებისა და მოხიბვლის პოლიტიკა უწოდა რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენას, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, მოაშოროს საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებს  „ჩაგვრის პირისპირ აღმოჩენისას, რაც თან ახლავს პუტინთან ახლო მოკავშირეობას, ცალსახად ჩანს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია საუკეთესო არჩევანია საქართველოსთვის, რათა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რომლის აღსადგენად ქართველებმა უდიდესი ძალისხმევა გაიღეს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა ჩაგვრის დასრულების შემდეგ. ეს ერთადერთი არჩევანია საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ერთადერთი არჩევანია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში და დაახლოებით, 75% მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში წევრობას. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის მხრიდან, რომელიც შექმნილია ადამიანების დასაშინებლად, რომ რუსეთი სამაგიეროს გადაუხდის თუ საქართველო გააგრძელებს სვლას თავისი ევროპული მომავლისკენ. სავარაუდოდ, დამშვიდების პოლიტიკის სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის მოხსნას, ჩვენ ვხედავთ ერთგვარ „მოხიბვლის პოლიტიკას“ კრემლის მხრიდან, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და სცადოს, მოაშოროს საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. „საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ისტორია სავსეა დარღვეული დაპირებებით და დამამცირებელი ზეწოლით, ეს მოგონებები შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს, რათა დაიცვას ის კრემლის უკანასკნელი მცდელობისგან, დახიოს საქართველო უკან, რუსეთის ჩრდილში, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს თავისთავად მოცემულობად - აშშ და ევროკავშირი უნდა იდგნენ მტკიცედ საქართველოს გვერდით, როგორც ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - აღნიშნა ელჩმა.  ელჩის თქმით, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დათესოს შიში და პარანოია, დასავლური სამყაროს საუკეთესო იარაღი, რომლითაც შეიძლება ის დაუპირისპირდეს რუსეთის გავლენას, არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, სწორედ ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ერთ დროს რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებებსა და საბჭოთა რეპრესიებს და ახლა კვლავ ქართველი ხალხი დაუპირისპირდება რუსეთის ახალ იმპერიალისტურ მცდელობებს. „მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, ძირი გამოუთხაროს ამერიკის ურთიერთობას ქართველ ხალხთან, ჩვენ და ჩვენი ქართველი პარტნიორები ვრჩებით ერთგულები ჩვენი ერთობლივი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იცავს თავისუფლებას და პატივს სცემს კონსტიტუციურად დაცულ ადამიანის უფლებებს, საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ წარმატებას ამ გზაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის თუ სად მიდის. მათ სურთ, რომ იყვნენ კეთილდღეობის მქონე, დაცული, თავისუფალი ევროპის ნაწილი. მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დათესოს შიში და პარანოია, ჩვენი საუკეთესო იარაღი, დავუპირისპირდეთ რუსეთის გავლენას, რჩება ქართველი ხალხის მხარდაჭერა. საქართველოს ისტორიის განმავლობაში, სწორედ ქართველი ხალხი იყო, ვინც წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებებს, საბჭოთა რეპრესიებს და რუსეთს აგრესიას და საბოლოო ჯამში, სწორედ ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანასკნელ იმპერიალისტურ ამბიციებს. საქართველოს დევიზია, „ძალა ერთობაშია“ - ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქართველებმა რთული გზით ისწავლეს, საუკუნეების განმავლობაში, თუმცა ქართველებმა აჩვენეს, რომ მათ იციან ამ დევიზის მნიშვნელობა 1921 წელს, 1978 წელს, 1989 და 1992 წლებში, მათ აჩვენეს, რომ ამ გამოთქმის მნიშვნელობა ესმით 2008 წელს და კვლავ 2023 წლის მარტში. საქართველო უძლიერესია, როდესაც მისი ხალხი ერთიანია და გაერთიანებულია ამ ქვეყნის მომავლის ხედვით. დღეს, როდესაც ევროპული ინტეგრაციის მიზანი იმდენად ახლოსაა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით და დავამარცხოთ რუსეთის შიშის კამპანია, წარმატების მიღწევაში საქართველოს დახმარების გადაწყვეტილების ერთგულების მესიჯით. საქართველო უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი, დგას რთული გადაწყვეტილებების წინაშე მისი გეოგრაფიიდან გამომდინარე, მისი ისტორიიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად აგრესორის წინააღმდეგ, რათა კიდევ ერთხელ ცხადად განვაცხადოთ, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნები არ შეიძლება ძალით იქნას დაპყრობილი. სასწორზე ძალიან ბევრი რამე დევს იმისთვის, რომ შიშს უფლება მივცეთ, გაგვხლიჩოს. ჩვენ ყველა უნდა მივყვეთ საქართველოს დევიზს: „ძალა ერთობაშია“ და ვიყოთ ერთიანები და ძლიერები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

პუტინის გეგმა, შეექმნა იმპერია, დაიწყო საქართველოში 2008 წელს - ელჩი დეგნანი

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ პუტინის გეგმა, შეექმნა იმპერია, დაიწყო საქართველოში 2008 წელს. საქართველო დაზარალდა და კვლავ ზარალდება რუსეთის აგრესიისგან, რომელიც გამოვლინდა 2008 წლის ომსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% -ის ოკუპაციაში, საქართველოს მოქალაქეების დაკავებასა და მათზე ძალადობაში „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ, ასევე, რუსეთის უარში, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ელჩის თქმით, 15 წლის წინ, დასავლურმა საზოგადოებამ ვერ დაინახა, რომ 2008 წლის ომი იყო ნიშანი მოკლე ეპოქის დასასრულისა, რომელიც დაიწყო გორბაჩოვის „პერესტროიკით“ და დასრულდა აგრესიული, რევანშისტული რუსეთის დაბრუნებით. „ჩვენ ძალიან გვსურდა, დაგვეჯერებინა, რომ რუსეთი შეიცვალა, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ კრემლის აგრესია მისი მეზობლების მიმართ, არის ხანგრძლივი, ისტორიული მოდელის ნაწილი. რუსეთის შეჭრა უკრაინასა და საქართველოში 21-ე საუკუნეში, მოჰყვა მის თავდასხმებს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში. ეს თავდასხმები არის რუსეთის სისტემური ძალისხმევის ნაწილი, ძირი გამოუთხაროს მის მეზობლებს. დღეს კითხვა იმაში მდგომარეობს, შეუძლია თუ არა რუსეთს, შეიცვალოს. დაახლოებით, 250 წლის განმავლობაში კრემლი ცდილობდა საქართველოსა და უკრაინაზე, მათ ენაზე, რელიგიაზე, კულტურასა და ეროვნულ იდენტობაზე დომინირებას. კრემლმა არაერთხელ გამოავლინა, რომ ის არ დაუშვებს დამოუკიდებლობას ან დემოკრატიას, რომ ის გამოიყენებს მრავალფეროვან ხელსაწყოს, პოლიტიკურს, ეკონომიკურს, კიბერ და საინფორმაციოს, რათა გახლიჩოს ქვეყნები შიგნიდან და მოაშოროს ისინი თავის პარტნიორებს, ამგვარად დატოვოს რა ისინი იზოლირებული, არაკონცენტრირებული და ადვილად სამართავი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

რას პასუხობს ელჩი სავიზო პოლიტიკაზე მიმდინარე „ანტიამერიკულ კამპანიას“

ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში და მონაწილეობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა აშშ-ის სავიზო პოლიტიკაზე დასმულ შეკითხვას.  „სამწუხაროა, რომ „იმედმა“ აირჩია  და კვლავ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ყოველ წელს, ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში, გვაქვს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამები. სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეები მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, გასულ თვეს 30 მოცეკვავეს მიეცა ვიზები, ასევე, გასულ კვირას, მოცეკვავეებსა და მომღერლებზე გაიცა ვიზები, რომლებიც აშშ-ში მიდიან, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, საქართველოსთვის $6 მილიარდზე მეტი გამოყო - სახელმწიფო დეპარტამენტი ზოგჯერ ხალხს სურს, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ გაიარონ ის ნაბიჯები, რაც საჭიროა. არსებობს გარკვეული წესები, ნაბიჯები, პროცესი ვიზის მისაღებად. ეს არის გამჭვირვალე და ყველანაირი ინფორმაცია მოცემულია ჩვენს ვებგვერდზეც. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, დაჩქარდეს ვიზის გაცემა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია ვიზის მისაღებად, შესრულდეს“, - განუცხადა ელჩმა მედიას. კერძოდ, ელჩმა შემდეგ შეკითხვას უპასუხა: საქართველოში ანტიამერიკულ კამპანია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და ერთ-ერთი ლიდერი არის მმართველი გუნდიდან, ირაკლი კობახიძე, რომელმაც ისაუბრა „მართვეზე“, რომლებმაც ვერ მიიღეს ამერიკის ვიზა. კობახიძემ აღნიშნა, რომ სავიზო პოლიტიკა არის მკაცრი და ელჩმა უნდა მიხედოს ასეთ საქმეებს“, - რას ემსახურება ეს ყველაფერი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს. მისი თქმით, მსგავს საკითხებს უნდა აქცევდეს ყურადღებას ამერიკის ელჩი და უმჯობესია, თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას.

აშშ-ის ვიზას იღებს ყველა, ვინც გაივლის ყველა საჭირო ნაბიჯს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს - ელჩი დეგნანი

აშშ-ში გასამგზავრებლად, პირველ რიგში უნდა წარადგინო განაცხადი ვიზის მისაღებად, ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს ვებგვერდზე გარკვევით არის გაწერილი და ათასობით ქართველი, რომელიც ამ ნაბიჯებს გაივლის, იღებს ვიზას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ ვერ მიიღო ანსამბლმა „მართვემ“ აშშ-ის ვიზა. რას პასუხობს ელჩი სავიზო პოლიტიკაზე მიმდინარე „ანტიამერიკულ კამპანიას“ „ეს არ არის რთული პროცესი. ამას შესაძლოა, დრო დასჭირდეს და საჭიროა წინასწარ დაგეგმვა, რადგან აშშ-ში გამგზავრების სურვილი უამრავ ადამიანს აქვს და უნდა დავგეგმოთ შეხვედრები. ჩვენ ყოველ წელს, ათასობით ქართველს ვიღებთ. მომავალ კვირას, აშშ-ში იქნებიან მოცეკვავეებისა და მომღერლების ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ ადამიანებს გაცვლითი კულტურული და სხვა პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესმენებს. თუკი ადამიანები გაივლიან ყველა ნაბიჯს და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მიიღებენ ვიზას, მაგრამ პირველ რიგში, განაცხადი უნდა შეიტანოთ და უნდა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს“, - აღნიშნა ელჩმა.    

რას ელით ხელისუფლებაში დაბრუნებული „ნაცმოძრაობისგან“ ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გიკეთებთ? - „ხალხის ძალა“ კელი დეგნანს

რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აღვივებთ პოლარიზაციას?, - ასე მიმართავს „ხალხის ძალა“ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს. „ენჯეოებისა და აგრესიული პოლიტიკური დაჯგუფებების დაფინანსება კვლავაც გაუმჭვირვალეა. დაზუსტებით დღესაც არავინ იცის, ვინ, რისთვის და რა თანხით აფინანსებს „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბს“, „გირჩს“, „დროას“ და სხვა აგრესიულ და მაპოლარიზებელ ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს. შესაბამისად, საზოგადოებამ არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან და რა მოცულობით ფინანსდება რევოლუციური გეგმა, რომელზეც რადიკალური დაჯგუფებები დაუფარავად საუბრობენ. რეგიონში არსებული ურთულესი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, რას ემსახურება საქართველოში სიმშვიდის დარღვევის ყველა მცდელობა. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რევოლუციური გეგმის ავტორები საქართველოში ვერც რევოლუციას და ვერც მეორე ფრონტს ვერ მოაწყობენ. ენჯეოების დაფინანსების გაუმჭვირვალობის მიუხედავად, საზოგადოებას აქვს საერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან არიან მხარდაჭერილი მაპოლარიზებელი და აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური დაჯგუფებები. ქალბატონი კელი დეგნანი ვერასოდეს მალავდა მათ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს. თუმცა, რაც მან სამი დღის წინ გააკეთა, ყველაფრის საუკეთესო ლუსტრაცია იყო. დეგნანმა ბორჯომში გაგზავნა ტრანსპორტი და შეშინებული „გირჩელები“ სამოქალაქო აქტივისტებს საელჩოს კუთვნილი მიკროავტობუსებით გამოარიდა. გვინდა დავუსვათ კითხვა კელი დეგნანს: რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას? რატომ უქმნით ხელოვნურ ბარიერებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას? რატომ არ გაგახსენდათ მედიის თავისუფლება, როდესაც ლიბერალ-ფაშისტებმა სამი ტელეკომპანია გამოარჩიეს და ღონისძიების გადაღება აუკრძალეს? და ბოლოს, გვაინტერესებს, რას ელით ხელისუფლებაში დაბრუნებული ნაცმოძრაობისგან ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გიკეთებთ? ამ ყველაფერმა გაგვახსენა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრას, რომელზეც ლიბერალ-ფაშისტურ პარტიებს, ენჯეოებს და ტელევიზიებს რევოლუციაში ატრენინგებდით, საღამოს თქვენც პირადად შეუერთდით. იქნებ, ქართულ საზოგადოებას დასდოთ პატივი და უთხრათ, რატომ ჩახვედით რევკომის შეხვედრაზე ბაკურიანში? მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას უხეში ტყუილი აკადრეთ და აგენტების ამერიკული კანონი რუსულ კანონად გამოაცხადეთ, რათა რევოლუციური ფინანსების გამჭვირვალობა აგერიდებინათ თავიდან, ხალხი მაინც ხედავს ყველაფერს. კელი დეგნანმა იმდენჯერ აარიდა პასუხი ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ მისი პასუხის იმედი არც ამჯერად გვაქვს. იმედია, ახალი ელჩი მაინც გაუწევს ანგარიშს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შეწყდება ლიბერალ-ფაშისტური რევოლუციის დაფინანსება, რისთვისაც ის თანხები იხარჯება, რომელსაც, ცინიკურად, საქართველოს დახმარებად ნათლავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

ელჩი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია მიმდინარე სამუშაოს ძალიან დეტალურად შეაფასებს

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დარწმუნებულია ევროკომისია მიმდინარე სამუშაოზე ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებს, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესი იყო მიღწეული კონკრეტულად 12 რეკომენდაციასთან მიმართებით. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა მედიასთან განაცხადა. „რა თქმა უნდა, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ევროკომისიის შეფასებაზე ვიმსჯელო. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიმდინარე სამუშაოზე ისინი ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებენ, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესია მიღწეული ამ კონკრეტულ 12 რეკომენდაციაზე. იმ ფაქტის დამატებით, რომ ვენეციის კომისიამ მოსაზრებები გამოაქვეყნა სასამართლოებზე კანონის შესწორებებთან დაკავშირებით და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე. იქ ძალიან ნათელი და კონკრეტული პუნქტები იყო, თუ რა არის საჭირო მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, რაც იმის ნიშანია, თუ რამდენად ერთგულია ამ პროცესში ევროკავშირი საქართველოს წარმატების. ძალიან კონკრეტული პუნქტებია იმაზე, თუ რა ნაბიჯებია საჭირო. პარლამენტი თუ ამ ნაბიჯებს გადადგამს, ის საქართველოს იმასთან დააახლოებს, სადაც ყველას სურს საქართველოს ნახვა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება”, - განაცხადა კელი დეგნანმა. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს  

კელი დეგნანი: იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას „ქეისთან“ დაკავშირებულ პრობლემებს

„იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას „ქეისთან" დაკავშირებულ პრობლემებს და არგუმენტირებულ, მოტივირებულ (reasoned) გადაწყვეტილებამდე მივიდოდა“, - აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას. „ძალიან იმედგაცრუებულები ვართ [ნია გვარამიას პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილებით]. თავიდანვე აშშ გამოხატავდა შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით, ბრალდებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, განაჩენთან დაკავშირებით. როგორც ბევრჯერ ვთქვით, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას, ძირს უთხრის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ ქეისთან დაკავშირებულ პრობლემებს და დასაბუთებულ (reasoned) გადაწყვეტილებას გამოიტანდა“, - განაცხადა დეგნანმა. აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - საელჩო  

რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფასა და შეცდომაში შეყვანას - ელჩი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას.  ჟურნალისტებთან საუბარში დეგნანმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სახიფათოა ტენდენციააა. „საქართველო პოლარიზებული იყო, როდესაც აქ ჩამოვედი სამწელიწადნახევრის წინ. იყო მცდელობები ქართველების გაერთიანების. ვფიქრობ, ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო გაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს ამით, არის რუსეთი. და ეს რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაციაა, რომელიც აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას. ეს ძალიან სახიფათოა. ქართველებმა იციან ეს ტაქტიკა, თქვენ ბევრი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდით რუსულ მცდელობებთან ერთად განეყო, შეეშინებინა და შეცდომაში შეეყვანა [საქართველოს] მოსახლეობა. ვიმედოვნებ, კვლავ არსებობს გაერთიანების მცდელობა, არამხოლოდ ამ წარმოუდგენელი შესაძლებლობისთვის, რომ ევროინტეგრაციას დაუახლოვდეთ, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის ნათელი არჩევანია, არამედ - რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის წინააღმდეგ. ეს დროა, ქართველი ხალხი გაერთიანდეს, რომ ნამდვილად შეესაბამებოდეთ თქვენს დევიზს, რომ ძალა ერთობაშია. ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული მოსაზრებების არსებობის მიღება რთული არ არის. აშშ 30 წელია, მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს, ააშენოს დემოკრატია. ეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასაც მოიცავს, ეს თავისუფალი, ცოცხალი, პასუხისმგებლობიანი მედიის მხარდაჭერასაც მოიცავს. ყველამ უნდა ითამაშოს ამაში როლი: პოლიტიკოსებმა, მედიამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, რათა საქართველოს ინტერესები იყოს უპირველეს ყოვლისა, რათა პოლიტიკური ჩხუბები გვერდზე გადაიდოს. პოლიტიკოსები იმას იტყვიან, რაც უნდა თქვან. ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, ხშირად კამერების წინ. მაგრამ , რეალურად, ახლა დროა, რომ საქართველოს ინტერესები იყოს უპირველეს ყოვლისა. აშშ-ს ყველაზე მეტად საქართველოს წარმატება სურს, ევროკავშირის წევრობაში თქვენი წარმატება, NATO-ს წევრობაში თქვენი წარმატება. ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობაა. ძალა ერთობაშია”, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამავე კომენტარიდან: ელჩი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია მიმდინარე სამუშაოს ძალიან დეტალურად შეაფასებს  

აშშ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმა

ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ელჩის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლარიზაციისა და დაყოფის შესამცირებლად. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე.  „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები თავიდანვე გამოხატავდნენ შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შეშფოთების გამოხატვა არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ, როდესაც ისინი შეშფოთებულები არიან და არ ნიშნავს ჩარევას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად უდგება და იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.  

ელჩი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით, თუმცა საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირი მოხსენების შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით გუშინდელი კომენტარები აღიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით და საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები, რომლებიც გაწერილია 12 რეკომენდაციაში, მნიშვნელოვანი არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. „პარლამენტის გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის კანონი, ძალიან კარგად იყო აღქმული და მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისია, ევროკომისია და ევროპული საბჭო ძალიან მკაფიონი იყვნენ, რომ ხსენებული კანონპროექტი ასეთი სახით არ არის საუკეთესო გზა პოლიტიკური და ფინანსური გავლენის აღმოსაფხვრელად საქართველოს დემოკრატიულ სისტემაში. უკეთესია სისტემური რეფორმები, რომელიც რეალურად გადაჭრის ამ რთულ პრობლემას. ყველას კარგად ესმის, რომ რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია 12 რეკომენდაციაში, რთულია, თუმცა ასე მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, თავად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს სისტემის გაძლიერებისთვის. ამდენად, ვფიქრობ, ძალიან წამახალისებელია, რომ კომისიამ შესრულებულად ცნო სამი კრიტერიუმი და განსაზღვრა მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც საქართველო უნდა მიჰყვეს, მათ შორის იყოს ინკლუზიურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ეს არის ის, რითაც საქართველო პოზიტიურ შედეგებს მიიღებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რისი ხილვაც ყველას გვსურს დეკემბერში. თუმცა კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები უნდა შესრულდეს პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად და იმედი მაქვს, მომავალ თვეებში ყველა გაერთიანდება რეალური პროგრესის მისაღწევად“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია

ელჩი დეგნანი: საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოში მისიას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში ისაუბრა. „წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში. ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც, მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიკური მისიის ხელმძღვანელობაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ. ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში, მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის“, - განაცხადა ელჩმა.  

ზურაბიშვილი: ამერიკის იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს და სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას

თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. მსოფლიოს ახალი წესრიგი, რომელიც აღადგენს იმას, რაც ასეთი საფრთხის ქვეშ იყო - საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, ქვეყნების თანაარსებობას - ეს ყველაფერი თავიდან უნდა შეიქმნას. და როდესაც ეს თავიდან შეიქმნება, და ეს ნამდვილად შეიქმნება, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, ვინაიდან არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ტერიტორია ოკუპაციის ქვეშ დარჩეს. ვინაიდან ეს თუ იქნება დაშვებული, ჩვენი პარტნიორები თუ ამას დაუშვებენ, მაშინ რამდენიმე წელიწადში აღმოვაჩენთ, რომ ეს რუსეთი იმავეს აკეთებს, რასაც ახლა უკრაინაში. არჩევანი არსებობს, არჩევანი ყველას გვაქვს, უფრო გაერთიანებულები უნდა ვიყოთ, ჩვენი ფრონტი არ უნდა დაიშალოს. გაერთიანებულები უნდა ვიყოთ ერთ რამეში, რაც ხვალ უნდა მოხდეს - მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული სამყარო, რომელიც ადამიანის უფლებებს, მეზობლების პატივისცემას, ერთად ცხოვრებაზე არის დაფუძნებული. ეს სამყარო ერთად უნდა შევქმნათ და ამისთვის თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, ვინაიდან ამერიკა თავისუფალთა მიწა და მამაცთა სახლია და საქართველოც ასე აღიქვამს საკუთარ თავს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

ელჩი დეგნანი: ძალადობა მიუღებელია

ამერიკის ელმა კელი დეგნანმა „თავდასხმების გახშირებულ ფაქტებზე“ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია. ამერიკის ელჩმა ძალადობრივი ქმედებების ერთგვარ ტენდენციაზე მიუთითა. „მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ქართველი ლიდერები, ყველა პოლიტიკური პარტიიდან, მკაფიოდ განაცხადებენ, რომ ძალადობა მიუღებელია. ეს თავდასხმები მკაფიოდ უნდა იყოს დაგმობილი“, - აღნიშნა ელჩმა. მისივე თანახმად, ხალხი, რომელიც მის მიერ ჩადენილ ამ ძალადობას სოციალური ქსელის მეშვეობით აღიარებს, მნიშვნელოვანია გამჭვირვალე გამოძიების წარმართვა და ამის შედეგები საზოგადოებამ უნდა დაინახოს. კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ამის შესახებ ქართველი პოლიტიკური ლიდერები მკაფიონი იქნებიან. „რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ეს ასევე გავიგეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც, ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება. აქ რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათო და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებსაც წარსულში უნახავთ ასეთი კოორდინირებული ძალადობა. და ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ცხოვრების ყველა გზიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ამ თავდასხმებს ნათლად დაგმობენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და ბრალდებები. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია”, - განაცხადა კელი დეგნანმა. საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს 27 ივნისს, საცხოვრებელ სახლთან სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის. 

ელჩი დეგნანი კობახიძის განცხადებაზე: ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს, თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია

მერიკის ელმა კელი დეგნანმა „თავდასხმების გახშირებულ ფაქტებზე“ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია. ამერიკის ელჩმა ძალადობრივი ქმედებების ერთგვარ ტენდენციაზე მიუთითა. „მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ქართველი ლიდერები, ყველა პოლიტიკური პარტიიდან, მკაფიოდ განაცხადებენ, რომ ძალადობა მიუღებელია. ეს თავდასხმები მკაფიოდ უნდა იყოს დაგმობილი“, - აღნიშნა ელჩმა. მისივე თანახმად, ხალხი, რომელიც მის მიერ ჩადენილ ამ ძალადობას სოციალური ქსელის მეშვეობით აღიარებს, მნიშვნელოვანია გამჭვირვალე გამოძიების წარმართვა და ამის შედეგები საზოგადოებამ უნდა დაინახოს. კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ამის შესახებ ქართველი პოლიტიკური ლიდერები მკაფიონი იქნებიან. „რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ეს ასევე გავიგეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც, ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება. აქ რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათო და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებსაც წარსულში უნახავთ ასეთი კოორდინირებული ძალადობა. და ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ცხოვრების ყველა გზიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ამ თავდასხმებს ნათლად დაგმობენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და ბრალდებები. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია”, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა. საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს 27 ივნისს, საცხოვრებელ სახლთან სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის. 

ელჩი დეგნანი: რუსეთი ყოველთვის შეეცდება სანქციების გვერდის ასავლელად ახალი გზების ძიებას, ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს

აშშ-ის ელჩის განცხადებით, უნდა შეჩერდეს ისეთი დანიშნულების საქონლის ექსპორტირება რუსეთში, რაც ხელს უწყოს ადამიანების მკვლელობას ბრძოლის ველზე. ამით ელჩმა სანქციების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ჩვენ ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან გვაქვს და მრავალი წელია, მათთან ვთანამშრომლობთ - იქნება ეს საბაჟო სამსახური, სასაზღვრო პოლიცია თუ სხვა და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ საქონლის ნაკადი კონტროლსა და მონიტორინგს დაექვემდებაროს. მოგეხსენებათ, ეს რთული დავალებაა და ასევე ითქვა, რომ ეს მოითხოვს დიდ სიფხიზლეს, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს, როდესაც არსებობს სურვილი და ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რომ ისეთი ტიპის საქონელი, რაც მისთვის არის საჭირო, რუსეთში მოხვდეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, მეზობლების მეშვეობით. ის ყოველთვის შეეცდება ახალი გძების ძიებას, ამიტომ, აუცილებელია მეტი ყურადღება, კონტროლი და მონიტორინგი“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა აშშ-ის საელჩოს თარგმანის თანახმად. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია  

ელჩი დეგნანი: სანქციების კოორდინატორის გზავნილია - მადლობა თანამშრომლობისთვის და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით იყოთ

სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რა გზავნილი ჩამოიტანა აშშ-დან სანქციების კოორდინატორმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ყურადღების შენარჩუნება მუდმივად საჭიროა, რადგან რუსეთი ყოველთვის ეძებს ახალ გზებს სანქციების გვერდის ასავლელად. „ვფიქრობ, რომ როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმ კომპონენტების შეჩერებაზე, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ბრძოლის ველზე ხალხის მკვლელობის გაგრძელებაში ეხმარება. და სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ. ბევრ მათგანთან ბევრი წლის განმავლობაში გვიმუშავია - საბაჟო, სასაზღვრო პოლიცია, ბევრი სხვა, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რათა აკონტროლონ საქართველოში რა შემოდის და რა გადის. ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა. ელჩი დეგნანი: რუსეთი ყოველთვის შეეცდება სანქციების გვერდის ასავლელად ახალი გზების ძიებას, ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს და მესიჯი, რომელიც სანქციების კოორდინატორმა ჩამოიტანა, იყო ის, რომ ეს საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ზეწოლაა რუსეთისგან, რათა ეს ნაწილები მიიღოს და ერთ-ერთ გზა საქართველოს მსგავს მეზობელ ქვეყნებზე გადის. ასე რომ, მესიჯი არის: „მადლობა თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის ამ სასიკვდილო ნაწილების ნაკადის შეჩერებაში და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით და ფხიზლად იყოთ,  ვინაიდან ვხედავთ, რომ სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გვერდის ავლაში რუსეთი ახალი გზების პოვნას ცდილობს“, - განაცხადა დეგნანმა მედიასთან 29 ივნისს, ამერიკის საელჩოში გამართული მიღების შემდეგ. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია  

გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ - ამერიკელები და ქართველები - მშვიდობისა და თავისუფლების სახელით - ელჩი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო იზიარებს ამერიკის რწმენას, რომ დემოკრატიული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანაბარ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე, არის საუკეთესიო გზა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და თავისუფლებების დასაცავად. რონალდ რეიგანის ციტირებისას, ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. „ამერიკელებმა და ქართველებმა კი, ეს იციან, იმიტომ, რომ ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად ისევე, როგორც დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ“. ელჩი დეგნანი: ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია „მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ აასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა. ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს. ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ - ამერიკელები და ქართველები - მშვიდობისა და თავისუფლების სახელით“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ელჩი დეგნანი: მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, გაიხსენონ ისტორია

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: „ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და უაღრესად მადლიერნი ვარ იმ მტკიცე პარტნიორობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა, ერთად გვეკეთებინა ამდენი რამ ქართველი ხალხისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადოთ საელჩოს შრომისმოყვარე გუნდს, კრის იარნგისა და იანგ მონტეიროს ხელმძღვანელობით დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ სპონსორებს. დღევანდელი ღონისძიება შეუძლებელი იქნებოდა მათი გულუხვი მხარდაჭერის გარეშე. წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში. ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც, მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიკური მისიის ხელმძღვანელობაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ. ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში, მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის. 4 ივლისი არის დღე, როდესაც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ზეიმობენ ამერიკელები და თავისუფლებისმოყვარე უამრავი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც თარიღს, რომელიც გვახსენებს, რომ თავისუფლება დაცვის ღირსია. 4 ივლისი, ასევე, არის დღე, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ, მშვენიერ, მუდმივად განვითარების პროცესში მყოფ დემოკრატიულ სისტემა, რომლის გაუმჯობესებასაც 247 წელია, ესწრაფვიან ამერიკელები. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატია არის მმართველობა ხალხის მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. ეს არის სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობის პატივისცემას და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც შექმნილია კომპრომისისა და კონსენსუსის საფუძველზე ფუნდამენტური თავისუფლებებისა და თანაბარი უფლებების დასაცავად. ის ეფუძნება კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რომელიც ზღუდავს ძლევამოსილთა გავლენას და უმრავლესობის ტირანიას. ამერიკის დამფუძნებლებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ემსახურება ხალხს, და როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიხილეთ, ამ სისტემას მოაქვს მეტი პატივისცემა და კეთილდღეობა ეკონომიკური აღმავლობის, ინოვაციის, ხელოვნებისა და კულტურის ცოცხალი გარემოს სტიმულირებით. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო იზიარებს ამერიკის რწმენას, რომ დემოკრატიული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანაბარ უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე, არის საუკეთესიო გზა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ძვირფასი თავისუფლებების დასაცავად. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატია არ უნდა ჩავთვალოთ თავისთავად მოცემულობად. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. ამერიკელებმა და ქართველებმა ეს იციან, იმიტომ, რომ ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად ისევე, როგორც დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო. ისტორია, ასევე, ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა; მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა. საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის განვითარების ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს: იქნებოდა ეს კანონის უზენაესობის მეშვეობით უძველეს დართლოს სასამართლოში, თუ თანასწორობით, რასაც ადასტურებს 1918 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული ქალთა და უმცირესობათა უფლებები, ან კიდევ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ხაზგასმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ჭავჭავაძის, წერეთლის ფშაველას, ცისფერყანწელების, ჯავახიშვილისა და ბარათაშვილის ნაწერებში. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ლიდერები იცავდნენ ქართულ ენას, რელიგიას და კულტურას, მათ შორის დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც ნოე ჟორდანიამ 1921 წელს თქვა - „რა უნდა შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000 წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე“. მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ აასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა. ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს. ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ - ამერიკელები და ქართველები - მშვიდობისა და თავისუფლების სახელით. ჩემო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო. ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის! როგორც სულხან საბა ამბობდა „ძალა ერთობაშია“ მერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“.  

ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე: სოლიდარობა გამოვხატეთ სამი დეპუტატის მიმართ, რომლებსაც მოსაწვევი გამოუგზავნეს და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე არმისვლის მიზეზებზე საუბრობს. „სხვათა შორის, ერთი არ იყო, ასეთი იყო სამი, რომლებსაც, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები. სინამდვილეში არ უნდოდათ მიწვევა. შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, გამოგვეხატა სოლიდარობა, ეს არის და ეს. ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო ხდება უხეში შეცდომების დაშვება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს, როდესაც გაიმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა კონკრეტული ჩინოსნის მხრიდან და ამაზე გვჭირდებოდა რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რა კომენტარს გააკეთებდა იმაზე, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კობახიძემ ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა: „რამდენიმე ლიდერი პარლამენტიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ დეპუტატები, რა თქმა უნდა, იყვნენ. კონსულტაციები გვქონდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე, დეპუტატების საელჩოში მისვლა იყო პატივისცემის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ. პოლარიზაციის საკითხზე საუბრისას კი, კობახიძემ აღნიშა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის განცხადების სახით არსებობს იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ ვინ ახალისებს რეალურად პოლარიზაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს წამსვლელ ელჩთან ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლას. „თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები, სად ხდებოდა შეურაცხყოფის, ბილწსიტყვაობის, გინების წახალისება, ვინ აკეთებდა ასეთ განცხადებებს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს, ბუნებრივია, გამოიტანს. იყო კონკრეტული ერთი ყველაზე თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას - კონკრეტულმა ელჩმა გააკეთა ეს განცხადება, აღარ მინდა შევიდე დეტალებში, მით უმეტეს, არ მინდა შევიდე პოლემიკაში წამსვლელ ელჩთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ელჩი დეგნანი კობახიძის განცხადებაზე: ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს, თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია

კელი დეგნანი: ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეკომენდაციების შესრულებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეკომენდაციების შესრულებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ. ელჩის თქმით, რჩება ცხრა რეკომენდაცია, რომელიც არის ძალიან სერიოზული და სასწრაფოდ შესასრულებელი, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „როგორც ევროკომისიამ განაცხადა, სამი რეკომენდაცია სრულად არის შესრულებული, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილია 9 რეკომენდაცია, რომლებიც სასწრაფოდ არის შესასრულებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ყველას, ევროპელ პარტნიორებს და ჩვენ გვსურს, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური, როდესაც მისი დრო მოვა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არის განსაზრული და ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში უნდა იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, ყველა მონაწილე პირი, როგორც შემუშავებაში, ასევე შემდგომ ამ რეკომენდაციების განხორციელებაში. კარგი დასაწყისია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა უფრო მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

ელჩმა დეგნანმა განმარტა, რუსეთთან პირდაპირი ფრენები რატომ იწვევს შეშფოთებას

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განმარტა, რუსეთთან პირდაპირი ფრენები რატომ იწვევს შეშფოთებას. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. „პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არამხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ, იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში. ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. ამ შემთხვევაში, ეს ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას. რეალურად ყველა ის ზომა, რაც არის მიღებული ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ შეაჩერონ ეს აგრესიული ომი და სწორედ ამას ემსახურება სანქციები, შეთანხმებული კონტროლი საზღვრებზე და ასევე შემდეგ. სწორედ ამიტომ არის ფრენების აღდგენა ასეთი შემაშფოთებელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს  

ელჩი დეგნანი: საქართველო და უკრაინა ძალიან აგრესიული საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ

ამერიკის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო და უკრაინა მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას დიპლომატიური არხებით თუ კერძო საუბრებით შეძლებენ. ამის შესახებ ელჩმა მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სააკაშვილის საკითხის გარშემო უკრაინის რეაქციაზე. „კომენტარს ვერ გავაკეთებ ოფიციალურ კომუნიკაციაზე საქართველოსა და უკრაინას შორის. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია, ასეთი უზარმაზარი ზეწოლაა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან და ასევე - საქართველოზე და ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა ერთად დადგნენ, მათ ჰყავთ საერთო მტერი და ისინი ძალიან აგრესიული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური არხებით თუ კერძო საუბრებით, საქართველო და უკრაინა შეძლებენ, რომ გადალახონ მათ შორის არსებული განსხვავებები,“ - განუცხადა ელჩმა მედიას. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია  

რა საკითხები განიხილეს ამერიკის ელჩმა და გენერალურმა პროკურორმა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი ესწრებოდნენ. პროკურატურის ცნობით, ირაკლი შოთაძემ უწყების სახელით, მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს ამერიკელი პარტნიორების მიერ პროკურატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დახმარებისთვის, რომლის მეშვეობითაც ნაფიც მსაჯულთა და კიბერ დანაშაულის საქმეებზე მომუშავე პროკურორებმა ცოდნა და კვალიფიკაცია აიმაღლეს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. „შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აშშ-ის ელჩს მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმატებები უსურვა“, - აცხადებენ პროკურატურაში. ცნობისთვის, 28 ივნისს, გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან შეხვედრა გაიმართა. „საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.  

ელჩი დეგნანი „პრაიდ ფესტივალზე“: დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ, ჩვენ ეს ვერ ვნახეთ

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „მინდა, დავიწყო კომენტარით შაბათს ლისის ტბასთან განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. ახლა ერთანეთს შესაძლოა, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა; და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ. ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ, ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია. ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია. ეს ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს. მათ აქვთ „ფეისბუქის„ გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - განუცხადა ელჩმა მედიას.  

ელჩი დეგნანი: ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია. ელჩის შეფასებით, „ეს ექსტრემისტები,“ რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს.“ „მათ აქვთ „ფეისბუქის„ გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ელჩის განცხადებით, „ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ, ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.“ „ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. ახლა ერთანეთს შესაძლოა, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა; და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ.,“ - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.  

El Pais: ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს უკრაინული ჯარების მომზადების მიზნით შექმნილი ევროპული მისიის გაფართოება სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირს ამ მისიის უკრაინის ტერიტორიაზე „გადატანა“ სურს მაშინ, როცა ამის საშუალებას „გარემოებები მისცემს“. ესპანური გამოცემა ასევე წერს, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) გეგმავს, გაზარდოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და წევრი ქვეყნების მიერ მოწინავე იარაღის სისტემების თანადაფინანსებისკენ მიმართული ძალისხმევა. „ამრიგად, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური წევრ ქვეყნებს სთავაზობს, გაზარდონ სახსრები კიევისთვის მოიერიშეებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რაკეტების შესაძენად“, - ნათქვამია ევროპის საგარეო სამსახურის შიდა დოკუმენტში, რომელიც El Pais-სთვის გახდა ხელმისაწვდომი.  

ელჩი დეგნანი: NATO მიესალმება საქართველოს, როგორც წევრს, როგორც კი საქართველო საჭირო რეფორმებს განახორციელებს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ღიაა.“ ელჩის თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს. „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ფართოდ ღიაა. რაც არ შეცვლილა, არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია. საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს, როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები NATO-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყველა მოკავშირე განსაკუთრებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში. „ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია. მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი,“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კარგად წარმოადგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, სამიტის ცენტრალური ნაწილი იყო და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვის, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია, გახდეს NATO-ს წევრი და NATO მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.

ელჩი დეგნანი: ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ აუცილებელი რეფორმები განახორციელოს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს იმ ფონზე, რომ ვილნიუსის სამიტის გზავნილი მკაფიოა: „საქართველო გახდება NATO-ს წევრი.“ „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ფართოდ ღიაა. რაც არ შეცვლილა, არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია. საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს, როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები NATO-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყველა მოკავშირე განსაკუთრებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში. „ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია. მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი,“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კარგად წარმოადგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, სამიტის ცენტრალური ნაწილი იყო და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვის, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია, გახდეს NATO-ს წევრი და NATO მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.

ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება

რამდენად შესაძლებელია შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სამხედრო ბაზა განათვსოს - ამ შეკითხვას ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა Facebook-ზე ონლაინ შეკითხვების დროს უპასუხა.  ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეერთებულ შტატებს დიდი წვლილი შეაქვს. „დაახლოებით ამასთან „ახლოს მდგომი“ უკვე გვაქვს, რადგან თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და დიდია. საქართველოში ძალიან ხშირად იმყოფებიან ამერიკის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, ისინი, რომლებიც ერთობლივად ატარებენ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს თუ სწავლებებს, იქნება ეს კრიზისების მართვა, მედეგობა თუ ა.შ. ასევე, ხშირად არიან ამერიკის არმიის წარმომადგენლები. საქართველოში ხშირად ჩამოდიან ამერიკული ხომალდები. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით არის ძალიან ძლიერი და მრავალფეროვანი. აუცილებლად უნდა ვახსენო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ და საქართველოს თავდაცვის ძალებმა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მიაღწია. თუკი ადრე საქართველო იყო ხოლმე NATO-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, თანამასპინძელი დიდი წვრთნებისა და სავარჯიშოების, ახლა საქართველო თავად დამოუკიდებლად მასპინძლობს დიდ, მრავალეროვნულ, კომპლექსურ წვრთნებს, რომელიც მნიშვნელოვანია ურთიერთთავსებადობის გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები იყოს მზადყოფნაში, შეეძლოთ საკუთარი ქვეყნისა და საზღვრების დაცვა. ორი დღის წინ, ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და გამოხატეს ერთგულება იმის მიმართ, რომ NATO-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ამისთვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება და ამისთვის არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი. საქართველომ უნდა გაიაროს ეს გზა და შევიდეს ამ ღია კარში, ამისთვის კი აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან  

ელჩი განმარტავს, რატომ არ აქვს აშშ-ს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში მხოლოდ 38 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი და მათგან 27, ევროკავშირის წევრია. ამდენად, ეს არ არის გავრცელებული პრაქტიკა. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყოველწლიურად ათასობით ქართველი სტუმრობს ამერიკას, რაც სასიხარულოა. „რა თქმა უნდა, ვიზისთვის არსებობს სპეციალური პროცესი, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევებში ხდება და ეს არის სააგულდაგულო პროცესი, რადგან ინფორმაცია უნდა არსებობდეს, ვინ შემოდის და ასევე, გადის ქვეყნიდან,“ - განაცხადა ელჩმა, როდესაც ჰკითხეს, რატომ არ აქვს აშშ-ს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან. კელი დეგნანის განმარტებით, გაცვლითი ვიზიტები ხშირია, რასაც შეერთებული შტატები მიესალმება. ასევე წაიკითხეთ: რას პასუხობს ელჩი სავიზო პოლიტიკაზე მიმდინარე „ანტიამერიკულ კამპანიას“  

კელი დეგნანი სანქციებზე: როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ

„სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ და როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ,“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები და რატომ არ ასანქცირებს შეერთებული შტატები მათ. ელჩი სოციალური ქსელის მომხმარებელთა შეკითხვებს საელჩოს Facebook გვერდის საშუალებით პასუხობს. „თქვენ ნახეთ სავიზო სანქციები 4 კორუმპირებული მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოში ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარეშე ვერასდროს გექნებათ ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატია, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ბიზნეს დავების მოსაგვარებლად და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დასაცავად. ასე რომ, როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია, ჩვენ ვმოქმედებთ, როდესაც ეს ხელს უშლის იმას, რაც ასეთი არსებითია ქართველებისთვის მათი სასურველი მიზნის მისაღწევად იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა კვლავ გავიმეორებ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, ის ასევე არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, ის არის NATO-ს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც მუშავდება საქართველოს მთავრობასა და NATO-ს მიერ ყოველწლიურად. ასე რომ, ეს არის რეფორმები, რომელიც, საქართველოს მთავრობამ იცის, რომ უნდა შესრულდეს. ბევრ მათგანზე შთამბეჭდავი პროგრესი მიღწეულია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ მეტია და ეს არ არის კრიტიკა, ეს მხოლოდ ფაქტია. ამ რეფორმების დასრულებაზე მუშაობა, მეტი პროგრესის მიღწევა საქართველოს ხელშია, საქართველოს მთავრობის ხელშია, ამის განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.  

ელჩი დეგნანი „პრაიდ ფესტივალზე“: ექსტრემისტებს ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ექსტრემისტებს ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.“ ელჩის შეფასებით, „ეს ექსტრემისტები,“ რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს.“ „მათ აქვთ „ფეისბუქის„ გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ელჩის განცხადებით, „ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ, ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.“ „ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. ახლა ერთანეთს შესაძლოა, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა; და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ.,“ - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.    

ელჩი დეგნანი: იმედი მაქვს, მომავალი წლის ოქტომბერში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე

2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე დაუსვა მედიამ შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს 21 ივლისს. დიპლომატის თქმით, მომავალი არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, მივიდნენ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებზე და მისცენ ხმა. ასე რომ, იმედი მაქვს, მომავალი წლის ოქტომბერში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს - ცესკო  

კელი დეგნანი: მარტში ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსული კანონი, რომელიც მარტში უკან გაიწვიეს, მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან. ელჩმა ამის შესახებ მედიის შეკითხვების საპასუხოდ ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ამ გარე წყაროების ინტერესებში იმუშაონ. ასე რომ, ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსულ კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს. შეგვიძლია, რუსეთს შევხედოთ და ვნახოთ, რა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე რუსეთში. მათი უმრავლესობა დაიხურა ან ქვეყნიდან წავიდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ამერიკული კანონი ფოკუსირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა მათ ინტერესებში იმუშაონ. აქ, საქართველოში, თქვენ ისედაც მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა გაქვთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ასე რომ, ძალიან განსხვავებული სიტუაციებია“, - განაცხადა კელი დეგნანმა. საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. ამერიკის საელჩომ განცხადებაში მიუთითა რომ ეს „საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო. საბოლოოდ, ათასობით ადამიანის პროტესტის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ჩააგდო.  

კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოდან მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული არავინ ყოფილა, წერტილი

„ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული,“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა Fara-ს დოკუმენტებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ. ელჩის თქმით, საელჩო დოკუმენტებში იყო ნახსენები იმის გამო, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უპასუხა ლობისტის სატელეფონო ზარს. „საკუთარ ტელეფონზე სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე თანხმობას, ეს ნიშნავს საკუთარ ტელეფონზე შემომავალ ზარზე პასუხის გაცემას და მეტს არაფერს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ, ნათლად, განვაცხადეთ, რომ აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული. წერტილი“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას. ვედანტ პატელი: აშშ-ის საელჩო თბილისში, არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ექსპრეზიდენტის ლობირებაში  

ელჩი დეგნანი: არ არის გასაკვირი ქართველების რეაქცია მათ მიმართ, ვინც ახდენს საქართველოს ოკუპაციას

„ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ მიესალმება მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს. არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის ჩამოსვლას,“- ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციასთან დაკავშირებით. „გემთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის რეაქცია და თქვენ ეს იხილეთ. ქართველი ხალხი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას. ყველამ ვიცით ქართველების სტუმართმოყვარეობა, თუმცა არ არის კასაკვირი, რომ ქართველებს ეს რეაქცია ჰქონდათ მათ მიმართ, ვინც ახდენს საქართველოს ოკუპაციას, ვინც აიძულებს, რომ ოჯახები დაშორდნენ და ვინც აკავებს ქართველ მოქალაქეებს. შესაბამისად, მათი რეაქცია გასაგებია,“ - განაცხადა ელჩმა. საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ფონზე გააცილეს მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ელჩი დეგნანი: საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან

ამერიკის ელჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს, რომ ჰქონდეს ჩინეთთან. ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის ინიციატივოდან  „ერთი სარტყელი ერთი გზა“ მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია „პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ თამაშებზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ტოვებს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ხსენებული ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო ამ ქვეყნებისთვის. „იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება. ეს საქართველოს მთავრობის არჩევანია, ვის აირჩევს პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას ისე, როგორც გასული 30 წლის განმავლობაში და ეს ის პარტნიორობაა, რამაც ნამდვილად მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის,“- განუცხადა ელჩმა მედიას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი  

კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს ოკუპანტი ქვეყნიდან

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. „არ არის მნიშვნელოვანი, რას ვფიქრობ მე, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც ცხადყვეს, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი; ხელოვნური „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზებით“ ოჯახებს ჰყოფს; რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს; არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა, სახმელეთო გზით თუ ზღვით ჩამოსულს. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია საქართველოს კონსტიტუციით,“ – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. პოლიციამ ბათუმში, აქციაზე 9 ადამიანი დააკავა  

აშშ-ის პოზიცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

ამერიკის ელჩის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად. ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. ამერიკის ელჩის განცხადებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, ის იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო კარგ შედეგებამდე მივა. „პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ საერთაშორისო შეჯიბრზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა გამოდის ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივიდან, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის. ასე რომ, თუ საქართველო გადაწყვეტს, კვლავ იყოს ამ ინიციტივის ნაწილი, იმედს ვიტოვებ, ეს ქვეყანას კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას ისე, როგორც გასული 30 წლის განმავლობაში და ეს ის პარტნიორობაა, რამაც ნამდვილად მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის,“- განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი-  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია   La Republica: იტალია ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას აპირებს   ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი   ელჩი დეგნანი: საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს, რომ ჰქონდეს ჩინეთთან  

თავდაცვის მინისტრმა კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კელი დეგნანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივი, მჭიდრო და განგრძობითი თანამშრომლობა და ამ პროცესში კელი დეგნანის მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა ამერიკული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტები შეაჯამეს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს; ყურადღება გამახვილდა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, ასევე ორმხრივ და მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებზე,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ალან პერსელი, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოში მიმდინარე წლის ივნისიდან მუშაობს. ვინ არის ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის  

ელჩი დეგნანი: ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და წასვლას არსად ვაპირებთ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ, ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ. „ისინი [ხალხი] მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ, როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა თავის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან... აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის," - ამბობს ელჩი. საქართველოში საქმიანობის განმავლობაში კელი დეგნანი, აშშ-ის სხვა ელჩებთან შედარებით, ყველაზე ხშირად გამხდარა პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი. რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, რა იყო, მისი შეფასებით, ამის მიზეზი. „პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან - მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო - მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ სხვადასხვა დროს, იქნებოდა ეს 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ წუხანდელ [The Killers-ის] კონცერტზე. სრულიად ნათელია, რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს... მიმაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად - როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც,“ - აღნიშნა ელჩმა.  

პრემიერმა ელჩ დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი. „ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა. მისთვის ვადის ამოწურვის შემდეგ, სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რობინ დანიგენი 28 ივლისს დაამტკიცა. ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა იანარში წარადგინა. ვინ არის ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის  

კელი დეგნანი: ვფიქრობ, საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელსაც მისია მალე ეწურება, აცხადებს, რომ საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას.  „მრავალი წელია, საქართველო ჩინეთთან საქმიანობას აწარმოებს და ახალი არაფერია ეკონომიკურ ურთიერთობებში. ვფიქრობ, საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას. ეკონომიკურ სფეროშიც კი მნიშვნელოვანია გამჭვირვალება და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელსაც იღებ, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში და არამხოლოდ ჩინეთის საუკეთესო ინტერესებში. ვთვლი, რომ ერთობლივი განცხადება, რომელსაც მოეწერა ხელი, საკმაოდ დატვირთულია პოლიტიკური ვალდებულებებით, რომლებიც საქართველომ აიღო. როგორც შევნიშნე, საქართველომ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. არ დამინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპასუხო დაპირება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს კი ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული - ქვეყანას, რომელთანაც ჩინეთი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს. ასე რომ, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს აქვს ჩინეთთან გარკვეული ხანია, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ჩინეთის მიერ მსოფლიოს უფრო ავტორიტარიზმისკენ რეფორმირების მცდელობას, წინააღმდეგობაშია წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან, რომლის ნაწილიც არის საქართველო და რომლითაც ის ისევე სარგებლობს, როგორც ჩვენ ყველანი. ამან მოიტანა მეტი კეთილდღეობა, მოიტანა სტაბილურობა და მშვიდობა მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, სიღარიბიდან ამოიყვანა მილიარდობით ადამიანი და უზრუნველჰყო დამოუკიდებლობა და ძირითადი თავისუფლებები, რომლებიც, ვიცი, სიახლე არ არის საქართველოსთვის, არამედ მისი გენეტიკური კოდის ნაწილია. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ევროპული ორიენტაცია. ღირებულებები, რომლებიც ქართველებს საუკუნეებია აქვთ, იგივე ღირებულებებია, რომლებსაც ჩვენ და ევროპელები ვიზიარებთ. სწორედ ეს გვაქცევს ასეთ ახლო პარტნიორებად და მეგობრებად, ბუნებრივ მეგობრებად და პარტნიორებად. ვინაიდან, ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს. მეეჭვება, ამ ღირებულებებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იზიარებდეს საქართველოსთან,“- განაცხადა კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

კელი დეგნანი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც მალე მისიას ასრულებს, „გულწრფელად იმედოვნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო.“ელჩმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არის დემოკრატიის ჩარჩოს შენების პროცესში, რომელიც არის კომპლექსური და უნდა იყოს ძლიერი, მედეგი და დამოუკიდებელი. „აშშ ძალიან ამაყია, რომ სწორედ ამაში ეხმარება საქართველოს ბოლო 30 წელია. არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის წახალისებაში, ბაზრების დივერსიფიკაციასა და რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებაში, არამედ იმაში, რომ საქართველომ შექმნას ძლიერი, მედეგი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს პროცესი არასდროს მთავრდება, რისი მოწმეებიც ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 247 წელია ვმუშაობთ დემოკრატიაზე და საკეთებელი კიდევ არის.როგორც ვთქვი, საქართველომ საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა 20-25 წლის განმავლობაში. საჭიროა, ყველამ შეინარჩუნოს ფოკუსი ერთსა და იმავეზე - მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, არა თავიანთ კერძო ან მცირე ჯგუფის ინტერესებზე, არამედ იმაზე, რაც არის მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, მართალი ხართ, ეს ნიშნავს ყურადღების მიქცევას იმაზე - რა სურთ ადამიანებს.“„საქართველოში მოგზაურობისას, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მრავალ ქართველს სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს: ფერმერი, მასწავლებელი, სტუდენტი თუ ბიზნესის წარმომადგენელი, მეცნიერები. მე რაც მათგან მესმის, მათ სურთ სტაბილურობა, სურთ კეთილდღეობა, სურთ ჰქონდეთ შესაძლებლობები და სურთ თავისუფლება, რომ თავიანთი ბიზნეს-იდეები განახორციელონ, სურთ თანაბარი პირობები ამ იდეების გასავითარებლად; მათ სურთ სამართალი - დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში, რომელიც იქნებოდა მოქნილი და გამჭვირვალე; მათ სურთ სამართლიანი არჩევნები, რომლის მიმართაც არ იქნებოდა ბრალდებები, რომლებიც ახლდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების უმრავლესობას - წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს და რომლებიც შეეხება კანდიდატების დაშინებას, ოპოზიციის კანდიდატების მხარდამჭერთა დაშინებას, მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებას. ეს არ არის ახალი ტაქტიკები, მაგრამ ეს ძალიან დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესისთვის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო. შეკითხვა: მომავალმა ელჩმა რობინ დანიგენმა ისაუბრა არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვების მნიშვნელობაზე. რა იქნებოდა თქვენი რჩევა მომავალი ელჩისთვის არჩევნებთან მიმართებით?„ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი.აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელეტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არამხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც. მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი-ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს - მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია - აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას. 2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი - ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში პროცესი სამართლიანი იყო თუ არა. არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება,“ - აღნიჩნა ელჩმა.  

კელი დეგნანი: აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ის არის უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე ოდესმე ყოფილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო. „ფაქტი, რომ ამერიკელ და ქართველ სამხედროებს აქვთ ერთობლივი წვრთნები, ვარჯიშები, მსახურობენ ერთად, თავს წირავენ ერთად, არის ამ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ნიშანი. ეს შენდებოდა წლების, ათწლეულების განმავლობაში და ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გაძლიერდა საქართველოს თავდაცვის ძალები, გაძლიერდა სანაპირო დაცვის ძალები, სასაზღვრო დაცვის ძალები, სამართალდამცველები. ეს არის ამ სექტორებში აშშ-ის საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგი. როგორც აღვნიშნე, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ეროვნულ გვარდიასთან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკითხებზე და ასევე მოიცავდა უფრო ფართო მედეგობასაც. ვიტყოდი, რომ საქართველო გაცილებით ძლიერია საკუთარი საზღვრების დაცვის უნარის თვალსაზრისით,“ - უპასუხა ელჩმა რადიო თავისუფლების შეკითხვას, არის თუ არა საქართველო უფრო დაცული, ვიდრე იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე. საკმარისად აქტიურია თუ არა საქართველოს მთავრობა აშშ-სთვის საკუთარი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, წარდგენის კუთხით? კელი დეგნანმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ჩვენ მივყვებით საქართველოს მთავრობას. მზად ვართ ნებისმიერი გზით მხარი დავუჭიროთ საქართველოს. ვფიქრობ, ყველა ძალიან მგრძნობიარეა იმ ვითარების მიმართ, რომ საქართველო არის რუსეთის მეზობელი, უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეჭვგარეშეა, რომ ახლანდელ გარემოში რუსეთი ემუქრება საქართველოს, ზეწოლას ახდენს მასზე, როგორც ყოველთვის აკეთებდა ამას, იმავე ბელორუსის მიერ [საქართველოს] ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხით ან სხვა გზით. ვფიქრობ, ყველა ძალიან მგრძნობიარეა ამ რეალობის მიმართ და ჩვენ მივყვებით საქართველოს მთავრობას: რისი გაკეთებაც კომფორტულია საქართველოს მთავრობისთვის ამ ძალიან რთულ ვითარებაში, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ. თუმცა, სამხედრო თანამშრომლობა გრძელდება. ახსენეთ ჩვენი რეგულარული შეხვედრები. რეგულარული განხილვა ამერიკელი და ქართველი სამხედროების მიერ წვრთნებზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციაზე, საბჭოთა ეპოქის მოწყობილობების ახლით შეცვლაზე - ეს ყველაფერი მიმდინარეობს მრავალი წელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები იყვნენ საკმარისად ძლიერები დაიცვან საკუთარი ქვეყნის საზღვრები. ეს გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს მრავალეროვნული წვრთნა - Agile Spirit („მტკიცე სული“), რომელიც მალე გაიმართება. თუკი საქართველო მხოლოდ მონაწილეობდა ამ წვრთნებში, ახლა ის ავიდა იმ დონეზე, რომ შეუძლია Agile Spirit-ის მსგავსი მრავალეროვნული წვრთნების ორგანიზება და მასპინძლობა. ელჩი დეგნანი „მტკიცე სული 2021"-ის დასკვნით ღონისძიებაზე: ეს წვრთნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მტრები შევაჩეროთ ეს საკმაოდ რთული და კომპლექსურია. მთელი ეს თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნა და ვარჯიში გამიზნულია საქართველოს დახმარებისთვის, რომ მეტად მომზადებული იყოს NATO-ს წევრობისთვის. ეს ყველაფერი მიმართულია სწორედ მზადყოფნის იმ წერტილის მიღწევისკენ, რაც არის NATO-ში გაწევრიანება და საქართველოს საზღვრების დაცვა.“  

კელი დეგნანის თქმით, ერთობლივი წვრთნები დიდი შესაძლებლობაა ურთიერთთავსებადობისა და სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2023“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი წვრთნები სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. „ვიმყოფებით ვაზიანის აეროდრომზე, სადაც იმართება ყოველწლიური სწავლება „მტკიცე სული“, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, აშშ-ის თანახელმძღვანელობით. სწავლებაში 21 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. დღეს დავესწარით საჰაერო დესანტირებას. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ჩავატაროთ წვრთნები ერთად და გავაუმჯობესოთ ურთიერთთავსებადობა, გამჭვირვალობა, ასევე, ყოველწლიური სწავლებებით ავიმაღლოთ მზადყოფნის დონე, რაც უფრო აძლიერებს ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას. ამაღელვებელი იყო 180 ამერიკელი მედესანტეს ხილვა. აშშ-ის 173-ე სადესანტო ქვედანაყოფი საქართველოშია და მონაწილეობს წვრთნებში - „მტიცე ცული 2023.“ ეს არის ყოველწლიური სამხედრო წვრთნა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს. დიდი მადლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს ამ მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა კელი დეგნანმა. „მტკიცე სული 2023“ წვრთნები საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. სწავლების ფარგლებში პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის ასეულმა C-17 მრავალფუნქციური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო სწავლება განხორციელა. დესანტის გადმოსხმის ოპერაციას ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ასევე სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები დაესწრნენ. Agile Spirit 2023 NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიხსნა. კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე 21 ქვეყნის სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ. მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2023“ დაიწყო  

ილია დარჩიაშვილმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.   საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 აგვისტოს გამართული შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე სამომავლო გეგმები.  ილია დარჩიაშვილმა კელი დეგნანს  მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ქვეყნებს შორის კავშირების  გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.  

კელი დეგნანი: აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ სასამართლო სისტემა გახდეს მეტად ეფექტიანი, დამოუკიდებელი და გამვჭირვალე

არის თუ არა საქართველოშ არაფორმალური მმართველობა. ამ შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე უპასუხა. „რთული და მნიშვნელოვანი კითხვაა, ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში, სხვადასხვა გავლენის ადამიანები არსებობენ და ეს ნორმალურია, როდესაც არსებობენ ბიზნესები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები. ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ პოლიტიკაზე, ეს გარდაუვალია. ჩვენ ვცდილობთ, ვიმუშაოთ საქართველოსთან და იმედი მაქვს, რომ წარმატებაც გვქონდა. ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გაუმართლებელ გავლენას გამორიცხავს, ეს გახლავთ ის საკითხი, რომლის წინაშეც ბევრი ქვეყანა დგას - ამერიკაშიც გვქონდა ეს საკითხი და ჩვენ გავუმკლავდით მას კანონმდებლობის მიღებით. ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა, სპეფიფიკური სიტუაცია აქვს, ამიტომ სახიფათოც არის სხვისი კანონმდებლობის გადმოკოპირება,“ - განაცახად კელი დეგნანმა.  მან თანაბარი ველის არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი - იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი ინვესტორებისთვის, რათა ყველამ იცოდეს, რომ შედიხარ გამჭვირვალე, სამართლიან სისტემაში, რომელიც ყველას თანაბრად მიესადაგება, რაც ასევე მოითხოვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რადგან როდესაც იქნება ბიზნესესებს შორის დავა და არჩევნების შემდეგ საჩივრები, ადამიანები იყვნენ დარწმუნებულები, რომ ეს მოგვარდება მიუკერძოებელი ფორმით. „ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვაკეთებთ ასეთ დიდ აქცენტს, რომ საქართველში გატარდეს სასამართლო სისტემის რეფორმა. ვხედავთ, რომ მას ცენტრალური როლი აქვს. საქართველოს პროგრესი აქვს ამ მიმართულებით, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ბუნებრივია, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ სასამართლო სისტემა გახდეს მეტად ეფექტიანი, დამოუკიდებელი და გამვჭირვალე, ამ მხარდაჭერას განვაგრძობთ მომავალშიც,“ - აღნიშნა კელი დეგნანმა.  

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, დიდ დაინტერესებას ვნახავთ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და პირდაპირი ავიამომისვლის დაწყება, ეს ის საკითხებია, რომლებზეც დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს. კელი დეგნანის თქმით, პირდაპირ ფრენებზე პროგრესია, იყო ამაზე მუშაობა, კოვიდპანდემიის დროს ტენდენციები შეიცვალა. ახლა კი, კვლავ გრძელდება მუშაობა. „ვისაც უფრენია ამ ორ ქვეყანას შორის, იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს შორის. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენ ვმუშაობთ და განვაგრძობთ ღირებულების ხაზგასმას, საქართველოს წარმომადგენლებთან საუბრებში ამ თემის წამოწევას, ეს საქართველოსთვისაც კარგია, ბუნებრივია, როდესაც გაქვს ეს შეთანხმება, ბაზარი სრულად იხსნება, ზოგჯერ საქართველოსთვის მოაქვს ამას სარგებელი, ზოგჯერ - მეორე ქვეყნისთვის. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს და ამერიკისთვის სასარგებლო იქნება. ამ ხელშეკრულების გარეშეც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკულ კომპანიებს შორის. ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს, დააკავშიროს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკულ ბიზნესწრეებთან და გვაქვს კიდეც წარმატებები. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ დიდ დაინტერესებას ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, ვხედავთ, ენერგეტიკულ კომპანიებს, ლოგისტიკური კომპანიები შემოდიან, სოფლიოს მეურნეობის სექტორში მომუშავე კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველის ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით. ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.    

კელი დეგნანი: გვერდით უნდა გავწიოთ ისინი, ვინც ცდილობენ, ქართველები დააბნიონ, საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ პოლარიზაცია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალზედ ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში. კელი დეგგანის თქმით, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-საქართველოს მტკიცე პარტნიორობას. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველებს შეუძლიათ დეზინფორმაციის და ჭეშმარიტების ერთმანეთის გარჩევა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. „სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებს ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან და მე ნამდვილად პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქართველები დააბნიონ, ვინც ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის, ჩემი აზრით და იმედი მაქვს, რომ მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის და ანგარიშის მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, დაშორდა თუ არა საქართველოს მთავრობა დასავლეთს. ამის მაგალითად, ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ელჩის მიმართ გაკეთებული კომენტარები მოიყვანეს. „პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემ შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. ის ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდითაა. „ვეხმარებით საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესის გზა ევროპის გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც პროგრესი იქნება. მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები უკვე გაკეთებულია. მრავალ სამინისტროსთან და ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირის და NATO-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, რომ საქართველოს წარმატება ჰქონდეს ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს წარმატებისა. პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტ ემოციას იჩენენ. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ სულ მცირე გადავიდნენ შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს, ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.

კელი დეგნანი: ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესია

ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს. „პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის,“ – განაცხადა კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

კელი დეგნანი: პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში ძალზედ ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალზედ ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში. კელი დეგგანის თქმით, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-საქართველოს მტკიცე პარტნიორობას. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველებს შეუძლიათ დეზინფორმაციის და ჭეშმარიტების ერთმანეთის გარჩევა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა კერძო შეხვედრებზე დისტანცირებას ახდენს ამ განცხადებებისგან, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესუსტებაზე გათვლილი. კელი დეგნანი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, დარჩეს ევროპის გზაზე. „სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებს ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან და მე ნამდვილად პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქართველები დააბნიონ, ვინც ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის, ჩემი აზრით და იმედი მაქვს, რომ მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის და ანგარიშის მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, დაშორდა თუ არა საქართველოს მთავრობა დასავლეთს. ამის მაგალითად, ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ელჩის მიმართ გაკეთებული კომენტარები მოიყვანეს. „ჩვენ საქართველოს წარმატების ერთგულები ვრჩებით,“- განაცხადა ელჩმა და განმარტა, რომ პოლიტიკოსების შეფასებებს პირარად არ იღებს. „პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემ შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. ის ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდითაა. „ვეხმარებით საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესის გზა ევროპის გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც პროგრესი იქნება. მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები უკვე გაკეთებულია. მრავალ სამინისტროსთან და ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირის და NATO-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, რომ საქართველოს წარმატება ჰქონდეს ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს წარმატებისა. პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტ ემოციას იჩენენ. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ სულ მცირე გადავიდნენ შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს, ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის,“ - განაცხადა კელი დეგნანმა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.

კელი დეგნანი მისიის დასასრულს, ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს მიმართავს

თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც აშშ ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ძალა ერთობაშია" - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის! ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოში მისია დაასრულა. მისი წერილი ამერიკის საელჩოს Facebook გვერდზე განთავსდა. Europetime ელჩის რანგში დეგნანის ბოლო მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.   „ჩემს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, საქართველოში სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა. ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით განთქმული. ეს არის ძლევამოსილი მდინარეების, თვალუწვდენელი ზურმუხტისფერი ველების, ჭალების, ტყეებისა და დამატყვევებელი მთის მწვერვალების ქვეყანა.     აქ ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა. შთაგონებული ვარ შეუპოვრობით იმ მრავალი ქართველისა, რომლის გაცნობის პატივიც მხვდა წილად. ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ გაცოცხლებულიყო პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ძალა ერთობაშია" - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის! როდესაც საქართველოში გატარებულ ჩემს ხანმოკლე პერიოდზე ვფიქრობ, ჩემი მოგონებები აწყობს იმ შთამაგონებელი ხალხის სახეების მოზაიკას, რომლებმაც გამიზიარეს ჩვენი პარტნიორობისა და პროგრესის პირადი ისტორიები: იქნებოდა ეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომელიც თავისი თემის გაუმჯობესების იდეებს წარადგენდა, მეცნიერი, რომელიც COVID-თან ბრძოლის საერთო ძალისხმევაზე გვიყვებოდა, მშობელი, რომელიც ადვოკატირებას უწევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებს, მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკულ მიდგომას ასწავლიდა ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა დეზინფორმაცია და პოლარიზაცია. ასეთი ძალიან ბევრია კიდევ. რყევებისგან დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებით, იმედისა და ოპტიმიზმის სხივით, საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერისკენ ურყევი სვლით - აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო და თქვენი შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ.   ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში.   როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს „აჩრდილში":   „გარდმომევლინა ყოვლად შემძლები ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა, აღმიფრთოვანა მან ოცნებები და განმიწმინდა ხედვა და სმენა."   უსაზღვრო მადლიერებით, კელი დეგნანი აშშ-ის ელჩი საქართველოში   ასევე გაეცანით: ვინ არის ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის  

ელჩი დანიგანი: აშშ თქვენთან ერთად ზეიმობს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე - ევროპელები

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „გილოცავთ ყველა ქართველს! დღეს, მართლაც, ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ, ასევე, მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე - ევროპელები. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე. და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ, გილოცავთ!“ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია